მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » ივლისი » 3 » Advice To Teenagers
3:32 PM
Advice To Teenagers
ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.
საინტერესოა, რა აძლევს ადამიანთა ნაწილს ძალასა და ენერგიას უმტკივნეულოდ გადალახოს ცხოვრებისეული პრობლემები, მაშინ როდესაც უმრავლესობა უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი უდიდეს ბარიკადად აღიქვამს და პრობლემათა ხლართებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს.რატომ არსებობენ წარმატებულნი და წარუმატებელნი? აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

Tumblr_lizxpmko4o1qdl3abo1_500_large

მოზარდები მუდმივად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, ამიტომ ხშირად თავს უბედურად აღიქვამენ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დაკვირვებული და ჭკვიანი მშობელია.
უფროსმა ადამიანმა იცის, რომ იმედგაცრუება ცხოვრებისეული, თანაც ხშირი და გარდაუვალი მოვლენაა, ეს ცოდნა მას გამოცდილებამ მოუტანა, მოზარდები კი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ყოველგვარ წინააღმდეგობას, ასე ჰგონიათ, რომ ერთი წაბორძიკებით ყველაფერი თავზე ემსხვრევათ.

Tumblr_m6i11jjxdz1rnmwdro1_500_large

მათ არაფერი იციან იმის შესახებ, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, გამოსავლის მოძებნაში კი ისევ და ისევ მშობელი უნდა დაეხმაროს, როგორ? ძალიან უბრალოდ, საკუთარ მაგალითზე:

Tumblr_m4x2gvirt81qamn91o1_1280_large

1. ნურასოდეს ჩავარდებით პანიკაში. დაიმახსოვრეთ! აფორიაქება, ისევე როგორც სიმშვიდე, გადამდებია.
2. მოზარდის უხეშობა არ მიიღოთ პირად შეურაცხყოფად, იცოდეთ ის ზოგადად არის გაღიზიანებული.
3. შეეშვით კრიტიკას, პირიქით_ უთხარით, რომ შეცდომები თქვენც ხშირად მოგდით.

Tumblr_ly2xzxqai41r9eqs9o1_500_large

4. დაინტერესდით მისი ცხოვრებით ისე, რომ მას გაუჩნდეს სურვილი თავად გიამბოთ ყველაფერი.
5. აგრძნობინეთ თქვენი თანადგომა ნებისმიერ სიტუაციაში, არასოდეს გაამტყუნოთ სხვების თანდასწრებით.
6. ხშირად უთხარით, თუ როგორ გიყვართ იგი.

Tumblr_lxokg6tkbc1qau8q7o1_500_large_large

აფორიზმები მოზარდებზე:
მოზარდი, ეს არის არსებაა, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს მიღებული სკოლის გარეთ. 
( მარსელინ კოკსი )

მოზარდები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზრდილები, ხოლო მოზრდილები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზარდები. 
( რობერტ ორბენი )

თუკი მოზარდს არ აღიქვამენ სერიოზულად, ის იქცევა, როგორც პატარა, ურჩი ბავშვი. 
ალფრედ ნიუმენი )

ბუნება გვაძლევს თორმეტ წელს, რათა შევიყვაროთ ჩვენი შვილები, სანამ ისინი გახდებიან მოზარდები. 
( უილიამ კალვინი )

Tumblr_m6jj1tvpdr1rzqbqco1_500_large

მოზარდებმა არ იციან, რომ ერთ მშვენიერ დღესაც მათაც ისეთივე მწირი ინფორმაცია ექნებათ ცხოვრების შესახებ, როგორც მათ მშობლებს. 
( რიჩარდ უოლდერი )

თუკი მეოცე საუკუნეში ეშინოდათ სერიული მკვლელების, ოცდამეერთე საუკუნეში ეშინიათ ჩვენი. 
( მოზარდი )

პატარა შვილები თავის ტკივილია, დიდი შვილები გულისტკივილია. 
( იტალიური ანდაზა )

საუკეთესო საშუალება შვილების სახლში ,,დასაბმელად" სასიამოვნო ატმოსფეროა. 
( დოროთი პარკერი )

თუკი არ გეკითხებათ, საიდან გაჩნდა და არ გეუბნებათ სად მიდის, ესე იგი თქვენი შვილი მოზარდია. 
( უცნობი ავტორი )

Tumblr_m6kz3dajrn1qcmkeso1_500_large
კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 681 | დაამატა: KuuSaa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2024-05-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤