მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » ივლისი » 24 » საინტერესო ისტორია
8:36 AM
საინტერესო ისტორია

ესპანეთის ერთ-ერთ დაბაში დაქორწინებული წყვილი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი სახლი თავისი მწვანე ბაღით, წყნარი, სუფთა ქუჩა და მშვიდი გარემო, ამ სიმშვიდეს მარტო ტყუპი გოგონები არღვევდნენ, რომლებიც არასდროს იღლებოდნენ თამაშით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დაშორებას ვერ იტანდნენ.

ერთ დღეს დედამ გადაწყვიტა მაღაზიაში წასულიყო რძის და პურის საყიდლად, მაგრამ გოგონების მარტო დატოვება არ უნდოდა სახლში, ლამაზად ჩააცვა და თან წაიყვანა. მაღაზია დაბის ცენტრალურ ადგილზე იყო, სადაც დიდი გზატკეცილი უნდა გადაეჭრათ. სანამ დედა ბავშებისთვის ხელის ჩაკიდებას მოასწრებდა, ისინი ხელიდან დაუსხლტდნენ და გზაზე გადაირბინეს. შემოსახვევიდან გამოვარდნილმა დიდმა სატვირთომ გაჩერება ვეღარ მოასწრო და საშინელი კივილის ხმამ იქაურობა შეძრა. სატვირთოს გავლის შემდეგ ასფალტზე ორი დიდი სისხლიანი ლაქა ემჩნეოდა.

ქალი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. წლების განმავლობაში იმეორებდა, რომ ეს მისი ბრალი იყო, ქმარი ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

კიდევ რამდენიმე წლის მერე ქალი დაორსულდა. წყვილს ძალიან გაუკვირდა, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ ისინი ისევ ტყუპებს ელოდებოდნენ. ისევ გოგონები გაჩნდნენ.

დედას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, გარდაცვლილ გოგონებზე ხმას არ იღებდნენ, თითქოს ისინი არც არსებობდნენ. არ სურდათ წარსულის გახსენება, მათ ისევ ორი მშვენიერი ტყუპი გოგონა ეყოლათ, ეს ხომ ღმერთის საჩუქარი იყო.
ერთ დღეს დედამ კვლავ გადაწყვიტა მაღაზიაში წასვლა და გოგონებიც თან წაიყვანა. როცა იმ ავადსახსენებელ გადასასვლელს მიუახლოვდნენ, დედამ მაგრად ჩასჭიდა გოგონებს ხელი, რომ არ გასხლტომოდნენ, მათ კი გაიცინეს და ერთხმად უთხრეს:

” დედა, არ არის საჭირო ჩვენი დაჭერა, არ ვაპირებთ რომ კიდევ ერთხელ მოვკვდეთ”
კატეგორია: სხვა .. | ნანახია: 727 | დაამატა: SoPhie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
0  
3 N-BieBeR   (2012-09-07 8:26 PM) [Entry]
მეც ვიცი ეს ისტორია) ვაიმე მაშინაც და ეხაც დამაჯრიალააააააააა((((
0  
2 -Anniiee♡   (2012-07-24 12:12 PM) [Entry]
- ვაიმეე ...ეხა გავგიჟდებიიიი ....ალბათ ტყუილიაა
0  
1 KuuSaa   (2012-07-24 8:53 AM) [Entry]
ვიცი ეს smile პირველად რო წავიკითხე, დამაჟრჟოლა ... wacko
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2024-05-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤