მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 3 » სპოილერები "ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონიდან
10:35 AM
სპოილერები "ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონიდან
"ვამპირის დღიურები" (მე-4 სეზონი)
სპოილერები


"ვამპირის დღიურების" მე-4 სეზონის პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ელენას ვამპირად გადაქცევის შემდეგ ახალი სეზონის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. სერიალის მესვეურები უკვე გვესაუბრნენ ახალი სეზონის ბევრ საინტერესო დეტალზე და რამდენიმე ახალი პერსონაჟის შესახებაც გვიამბეს. მოდით ერთად გავიგოთ იმ დაძაბული მოვლენების შესახებ, რომლებსაც "ვამპირის დღიურების" ახალი სეზონი გვპირდება!

1) სტეფანი და ელენა კვლავ იქნებიან ერთად, როგორც წყვილი;
2) კლაუსის სხეული 100% არ დაიწვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოზეფ მორგანი დაბრუნდება მე-4 სეზონში;
3) პირველ სერიაში ყურადღება გამახვილებული იქნება საბჭოს წევრებზე, რომლებმაც
ალარიკის საშუალებით გაიგეს ვინ არიან სინამდვილეში კეროლაინი და ტაილერი.
4) ელენა დაასრულებს ვამპირად გადაქცევის პროცესს;
5) მეთი გადაურჩება ავტოკატასტროფას;
6) სალვატორები აღარ იქნებიან ისე ახლოს, როგორც მე-3 სეზონში ელენას ვამპირად გადაქცევის გამო.
7) ჯადოქრობა, რომელიც გამოიყენა ბონიმ იგივეა, რაც გამოყენებული იყო კლაუსის - ალარიკის, ხოლო
ესტერის - რებეკას სხეულში ჩასასახლებლად;
8) ელენას გაახსენდება ყველაფერი, რაც უთხრა დეიმონმა, მაგრამ ჰიპნოზის საშუალებით დაავიწყა;
9) ახალ სეზონში გავიცნობთ საბჭოს ძალიან საინტერესო წევრებს;
10) გავიგებთ ძალიან ბევრს ბონის წარსულის შესახებ;
11) ორიგინალების ოჯახი, ტაილერი და კეროლაინი, ისევე როგორც სალვატორები აღარ დატოვებენ
ქალაქს ელენას თავს მომხდარი ამბის გამო;
12) ყველას, მათ შორის კლაუსსაც შეზიზღდება რებეკა ელენას მოკვლის გამო;
13) ელაიჯა გამოჩნდება მე-4 სეზონში, თუმცა არა რეგულარულად;
14) გამოჩნდება ახალი, კლაუსის მსგავსი ბოროტმოქმედი.

მე-4 სეზონის პოსტერი


ახალი პერსონაჟები
"ვამპირის დღიურებში" ერთ-ერთი მთავარი სიახლე ახალი პერსონაჟის - ჰეილის გამოჩენაა, რომელსაც
ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი - ფიბი ტონკინი ითამაშებს. ფიბი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია სერიალიდან "H2o - Just add water", რომელშიც იგი ერთ-ერთი ქალთევზის, კლიოს როლს ანსახიერებდა. როგორც ცნობილია, ფიბი სერიალში მე-4 სეზონის მე-3 სერიაში გამოჩნდება. მისი პერსონაჟის შესახებ ისაა გახმაურებული, რომ ჰეილის წარსულში ჰქონდა ურთიერთობა ტაილერთან და ამის გამო მასსა და კეროლაინს შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება. მთავარი მიზეზი, რის გამოც ფიბი სერიალში მიიწვიეს არის ის, რომ "CW"-ს სერიალი "The Circle Secret", რომელშიც ის ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა, დაბალი რეიტინგის გამო დაიხურა.



მორიგი პერსონაჟი, რომელიც "ვამპირის დღიურების" კასტს შეუერთდა არის გრეის ფიპსი. იგი ითამაშებს 16 წლის ეიპრილის როლს, გოგონასი, რომელიც ბავშვობიდან იცნობს ელენასა და ჯერემის და კარგად ესმის მათი, რადგან მანაც დაკარგა ახლობელი ადამიანი. იგი განსაკუთრებით ახლოსაა ჯერემისთან, რომელთანაც ბავშვობის უამრავი ლამაზი მოგონება აკავშირებს. ეიპრილი ბრუნდება მისტიკ ფოლსის კერძო სკოლაში და ნებსით თუ უნებლიეთ ქალაქის დაძაბული ცხოვრების რიტმში ებმება.


კეტრინის გაუჩინარებისა და კლაუსის ტაილერის სხეულში ჩასახლების შემდეგ სერიალისთვის აუცილებელი იყო ახალი ბოროტმოქმედი. მისი ვინაობა უკვე ცნობილია: კლაუსისა და ალარიკის შემდეგ ახალი ვამპირებზე მონადირე კონორი იქნება, რომელსაც ტოდ უილიამსი განასახიერებს. როგორც "ვამპირის დღიურების" მესვეურები აცხადებენ, კონორის მთავარი ინტერესი ელენაა, რომლის მიმართაც მას ბოროტი ზრახვები ამოძრავებს... კონორი არამარტო ელენას, არამედ ყველა ვამპირის მიმართ დაუნდობელი იქნება!


შეგახსენებთ, რომ მე-4 სეზონის პრემიერა 2012 წლის 11 ოქტომბერს შედგება!





სურათები ჩარჩოში ჩასვა N-BieBeR_მა 
კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 877 | დაამატა: Little_Black_Star | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2024-05-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤