მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » ივლისი » 19 » ვამპირის დღიურები
8:38 PM
ვამპირის დღიურები
წყნარმა ხმამ წინადადება გააწყვეტინა მასწავლებელს. ყველა სტეფანს მიაჩერდა.
"რაო? რა თქვი?”
"მე ვთქვი, უკაცრავად,” სტეფანმა გაიმეორა, სათვალეები მოიხსნა და ფეხზე წამოდგა.
"მაგრამ თქვენ ცდებით. მოსწავლეებს რენესანსის ეპოქაში მასწავლებლები აქეზებდნენ,
რომ თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა. მათ ასწავლიდნენ, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი
სულია. და ისინი მართლა თამაშობდნენ ჯგუფურ თამაშებს, როგორიცაა კრიკეტი,
ტენისი- ასევე ფეხბურთიც.” ის წითელთმიან გოგონას მიუბრუნდა და გაუღიმა, მანაც
მადლიერი ღიმილით უპასუხა. შემდეგ მასწავლებელს მიუბრუნდა და დაამატა, "მაგრამ
უპირველეს ყოვლისა, მათ ასწავლიდნენ კარგ მანერებს და თავაზიანობას. დარწმუნებული
ვარ ეს თქვენს წიგნშიც წერია.”

ყველას გაეცინა. მასწავლებელს სიბრაზისგან სახე აუჭარხლდა. მაგრამ სტეფანი თვალს
არ აშორებდა და კიდევ ერთი წუთის შემდეგ ისევ მასწავლებელმა აარიდა მზერა.
ზარი დაირეკა.
სტეფანმა მაშინვე სათვალე გაიკეთა და თავისი წიგნების შეგროვება დაიწყო. მან უკვე
მიიპყრო საჭიროზე მეტი ყურადღება და აღარ უნდოდა ქერა გოგოს მზერაც დაეჭირა.
გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა გასცლოდა იქაურობას; ვენებში ნაცნობი მწველი შეგრძნება
გაუჩნდა.
კარებს რომ მიაღწია ვიღაცამ დაიყვირა.”ეი! მაშინ მართლა თამაშობდნენ ფეხბურთს?”
სტეფანმა თავი ვერ შეიკავა რომ მხარზემოთ არ გაეცინა კითხვის ავტორისთვის. "რა თქმა
უნდა. ზოგჯერ ომის ტყვეების მოჭრილი თავებითაც.”

ელენა უყურებდა როგორ გავიდა ის საკლასო ოთახიდან. უცნობმა მას განზრახ აარიდა
თვალი. მან ელენა განგებ დაამცირა, თანაც კაროლინის თვალწინ, რომელიც ქორივით
უყურებდა მათ. თვალებზე ცრემლები მოაწვა, თუმცა გონებაში ერთადერთი მწველი აზრი
უტრიალდებდა.
ეს ბიჭი მისი გახდებოდა, თუნდაც სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა ეს. თუნდაც ეს
ორივეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა, ეს ბიჭი მაინც მისი გახდებოდა. 

განთიადის პირველმა სხივებმა ღამის ცა მოვარდისფრო და მონაცრისფრო ფერებით
ააჭრელეს. სტეფანი განთიადს პანსიონის ფანჯრიდან უყურებდა. მან სწორედ ამიტომ
იქირავა პანსიონის ის ოთახი, რადგან მას ლუქი ჰქონდა ჭერში და თავისუფლად შეეძლო
სახურავზე ასვლა. ახლა ლუქის კარი ღია იყო და გრილი ნესტიანი ქარი უბერავდა
ლუქზე მიდგმულ კიბეზე. სტეფანი ჩაცმული იყო, ოღონდ არა იმიტომ, რომ ადრე ადგა.
მას არასდროს ეძინა.
ის ახლახან დაბრუნდა ტყიდან, ფეხსაცმლის ლანჩაზე სველი ფოთლები აწეპებოდა. მან
მაშინვე მოიშორა ფოთლები ფრთხილი მოძრაობით. გუშინ მოსწავლეების რეაქცია არ
გამოპარვია თვალთახედვის არიდან და იცოდა, რომ დღესაც დააკვირდებოდნენ მის
სამოსსა და ფეხსაცმელს. ის ყოველთვის საუკეთესოდ იცვამდა, განა იმიტომ, რომ ასე
ცდილობდა ამაოებას გაჰქცეოდა, არამედ იმიტომ, რომ ასე იყო სწორი. მისი მოძღვარი
ასე ეუბნებოდა მას: არისტოკრატი ისე უნდა იცვამდეს, როგორც მას ეკადრება. თუ ასე არ
იქცევა, ის ამით სხვების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ყველას თავისი
ადგილი აქვს ამ სამყაროში და მისი ადგილი ოდესღაც დიდგვაროვნებში იყო. ოდესღაც.

რატომ იქექებოდა ამ რაღაცეებში? რა თქმა უნდა, უნდა მიმხვდარიყო, რომ სკოლის
მოსწავლის როლის თამაში, თავისი მოსწავლეობის პერიოდის დაბრუნებას გავდა. ახლა
მოგონებები უფრო მეტი რაოდენობით და სისწრაფით დაატყდა თავს, თითქოს წიგნის
ფურცლები იშლებოდა მალ-მალე, მის მზერას თავისი ცხოვრების სხვადასხვა მომენტები
იპყრობდა. ერთი მომენტი ნათლად დაუდგა თვალწინ: მამიმისის სახე, როცა დეიმონმა
განუცხადა, რომ უნივერსიტეტის მიტოვება გადაწყვიტა. ეს არასდროს დაავიწყდება. მას
არასდროს ენახა მამამისი ასე გამძვინვარებული...

"რა გინდა თქვა, რომ დაბრუნებას აღარ აპირებ?” ჯუზეპე ჩვეულებრივ სამართლიანი
ადამიანი იყო, თუმცა საკმაოდ ფიცხი ხასიათიც ჰქონდა და უფროსი ვაჟის საქციელი
მასში გაცეცხლებას იწვევდა.
სწორედ იმ დროს ეს ვაჟი ზაფრანისფერ აბრეშუმის ცხვირსახოცს ისვამდა ტუჩებზე.
"ვფიქრობდი, რომ ასეთი მარტივი წინადადება შენთვისაც კი გასაგები იქნებოდა, მამა.
ლათინურად ხომ არ გაგიმეორო?”
"დეიმონ...” ძმის უპატივცემულობით შეძრწუნებულმა დაიწყო სტეფანმა. მაგრამ
მამამისმა შეაწყვეტინა.
"შენ გინდა მითხრა, რომ მე, ჯუზეპე კონტი დი სალვატორს, მომიწევს დავუპირისპირდე
ჩემს მეგობრებს, რომლებიც გაიგებენ რომ ჩემი ვაჟი შციოპარტო-ა? ჩვეულებრივი
მუქთახორა? უქნარა, რომელსაც ვერავითარი სარგებლობა ვერ მოაქვს
ფლორენციისთვის?” მსახურები ბატონის თვალთახედვიდან გაქრნენ, მისი მძვინვარების
შემყურენი.
დეიმონს თვალიც არ დაუხამხამებია. "აშკარად. თუ მათ ვინც მხოლოდ იმიტომ გიდგას
მხარში, რომ იმედი აქვთ ფულს ასესეხებ, შენს მეგობრებს უწოდებ.”
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 18
"შპორცო პარასსიტო!” დაიღრიალა ჯუზეპემ და სკამიდან წამოდგა. "ის არ იყო
საკმარისი, რომ სკოლაში ყოფნის დროს შენ დროს და ჩემს ფულს ასე უაზროდ ფლანგავ?
ო, დიახ, ყველაფერი ვიცი, შენს აზარტულ თამაშებზე, დოღით გართობებზე და
ქალებზე. და ფული რომ არ გაგეფლანგა შენს მდივანსა და მასწავლებლებში ყველა
კურსზე ჩაიჭრებოდი. ახლა კი გინდა, რომ ასე შემარცხვინო. მე გეკითხები რატომ?
რატომ?” მან ჰაერშია გაიქნია ფართო ხელი და დეიმონის ყბაზე დაეშვა. "ამას იმიტომ
აკეთებ, რომ ნადირობას და გართობას დაუბრუნდე?”
სტეფანი იძულებული იყო ძმას გამოსარჩლებოდა. დეიმონი არც შემკრთალა. ის
თითქმის თავხედურად იდგა, მისი აღკაზმულობა მის კეთილშობილ წარმოშობაზე
მიუთითებდა, ყველაფერი მისი მუქი ფერის თმაზე დახურული ელეგანტურად სადა
ქუდით დაწყებული, ყარყუმის მოსასხამით და პრიალა ტყავის ფეხსაცმლით
დამთავრებული. მისი აპრეხილი ზედა ტუჩი კი წმინდა წყლის ქედმაღლობის
გამომხატველი იყო.

ამჯერად ღრმად შეტოპე, გაიფიქრა სტეფანმა და თვალი შეავლო ორ კაცს, რომელთა
მზერა ერთმანეთს გადაჯაჭვოდა. ამჯერად შენც კი ვერ მოახერხებ წყლიდან მშრალი
ამოსვლას.
სწორედ ამ დროს კაბინეტის კართან მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაისმა. შემობრუნებული
სტეფანი მოაჯადოვა ლაპის-ლაზურისფერმა თვალებმა, რომელთაც გარშემო ჩარჩოსავით
შემოვლებოდა გრძელი ოქროსფერი წამწამები. ეს კეტრინი იყო. მამამისს, ბარონ ვონ
სვართზჩილდს, ის გერმანელი პრინცის ცივი მიწებიდან იტალიის სოფელში ჩამოეყვანა,
ის იმედოვნებდა, რომ მის ქალიშვილს ეს დაეხმარებოდა გახანგრძლივებული
ავადმყოფობისგან განკურნებაში. და იმ დღის შემდეგ, რაც ამ ქალმა იტალიის მიწაზე
დადგა ფეხი, სტეფანისთვის ყველაფერი შეიცვალა.
"უმორჩილესად გთხოვთ მომიტევოთ. არ მინდოდა ხელი შემეშალა თქვენთვის.” მას
ძალიან ნაზი და მკაფიო ხმა ჰქონდა. ის ოდნავ შებრუნდა, თითქოს წასვლას აპირებდა.
"არა, ნუ წახვალ. დარჩი,” სწრაფად უთხრა სტეფანმა. მას უნდოდა, რომ მეტი ეთქვა,
მისი ხელი ხელებში მოექცია- მაგრამ ვერ გაბედა. მითუმეტეს მამამისის თანდასწრებით.
მას შეეძლო მხოლოდ ამ ძვირფასი ქვასავით ელვარე თვალებისთვის დაჟინებით ეცქირა,
ისევე როგორც ისინი უცქერდნენ.
"ჰო, დარჩი,” უთხრა ჯუზეპემ, სტეფანმა დაინახა როგორ გაუბრწყინდა გაცეცხლებული
სახე მამამისს და რომ ამან დეიმონი იხსნა. ის ქალისკენ დაიძრა, თან მოსასხამის გრძელი
კალთები გაისწორა.
"მამაშენი დღეს უნდა დაბრუნდეს ქალაქში და გაეხარდება შენი დანახვა. მაგრამ როგორი
ფერმკრთალი ლოყები გაქვს, კეტრინ. იმედია ისევ ავად არ გამხდარხარ?”
"ხომ იცით, რომ მე ყოველთვის ფერმკრთალი ვარ, სერ. მე არასდროს არ ვიყენებ
ფერუმარილს, თქვენი კადნიერი იტალიელი გოგონებისგან განსხვავებით.”
"არც გჭირდებათ,” წამოსცდა სტეფანს სანამ საკუთარი თავის შეჩერებას მოასწრებდა.
კეტრინმა გაუღიმა. ის ისეთი მშვენიერი იყო. მკერდში რაღაც ასტკივდა.

კატეგორია: ♡ BooK ♡ | ნანახია: 713 | დაამატა: SoPhie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
0  
3 -Anniiee♡   (2012-07-19 11:53 PM) [Entry]
- და მალე დადე ♥
0  
2 -Anniiee♡   (2012-07-19 11:53 PM) [Entry]
- კარგია მომწონს ძალიან ♥
0  
1 KuuSaa   (2012-07-19 9:08 PM) [Entry]
ძალიან მაგარი თავია happy happy მალე გააგრძელეე happy
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2024-05-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤