მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » ივლისი » 21 » ვამპირის დღიურები
8:47 AM
ვამპირის დღიურები

მამამისმა გააგრძელა, "მთელი დღის განმავლობაში სულ რამდენჯერმე გხედავთ.
შებინდებამდე იშვიათად გვაძლევთ თქვენს კომპანიით სიამოვნების შესაძლებლობას.”
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 19
"მე ჩემს ოთახებში სწავლითა და ლოცვით ვარ დაკავებული, სერ,” უპაუხა კეტრინმა
წყნარად და წამწამები დახარა. სტეფანმა იცოდა, რომ ეს სიმართლე არ იყო, მაგრამ
არაფერი უთქვამს; ის არასდროს გასცემდა კეტრინის საიდუმლოს. ქალმა ისევ სტეფანის
მამას გაუსწორა მზერა. "მაგრამ ახლა აქ ვარ, სერ.”
"დიახ, დიახ, მართალია. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ დღეს მამაშენის
დაბრუნებისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული სადილი გვექნება. დეიმონ... საუბარს
მოგვიანებით გავაგრძელებთ.” როგორც კი ჯუზეპემ რაღაც ანიშნა მსახურს და ოთახიდან
გავიდა, სტეფანი აღფრთოვანებით მიუბრუნდა კეტრინს. ისინი იშვიათად თუ
ახერხებდნენ ერთმანეთს ჯუზეპეს ან კეტრინის მკაცრი გერმანელი პირისფარეშის,
გუდრენის გარეშე დალაპარაკებას.
მაგრამ რაც შემდეგ სტეფანმა დაინახა ეს მისი მუცლის აფეთქებას გავდა. კეტრინი
იღიმებოდა- იდუმალი ღიმილით, რომელიც არაერთხელ ებოძებინა სტეფანისთვის.
მაგრამ ამჯერად ის სტეფანს არ უყურებდა. ის დეიმონს არ აცილებდა თვალს.
სტეფანს იმ წამს სძულდა თავისი ძმა, სძულდა დეიმონის პირქუში სილამაზე და
ვნებიანობა, რომელიც ისე სწვავდა ქალებს, როგორც ჩრჩილებს ცეცხლის ალი. იმ წამს
ძალიან მოუნდა დეიმონისთვის გაერტყა და მისი მშვენიერება დაემსხვრია. ამის
მაგივრად ის იძულებული იყო გაუნძრევლად მდგარიყო და ეცქირა როგორ დაიძრა
კეტრინი ნელა მისი ძმისკენ, როგორ უახლოვდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ, მისი ოქროსფერი
ფარჩის კაბა როგორ შრიალებდა ქვის იატაკზე.
და თუმცა ის დაჟინებით უყურებდა, დეიმონმა ხელი გაუწოდა კეტრინს და
გამარჯვების ბოროტი ღიმილით გაიღიმა...

სტეფანი უცებ მკვეთრად მოტრიალდა და ზურგი აქცია ფანჯარას.
რატომ ხსნიდა მოშუშებულ იარებს? და თუმცა ეს გაიფიქრა, მაინც ამოიღო მაისურიდან
გულზე დაკიდებული ოქროს წვრილი ძეწკვი. ცერა და საჩვენებელი თითებით მოეფერა
მასზე დაკიდებულ ზარს, შემდეგ კი სინათლეს მიუმარჯვა.
პატარა წრე დახვეწილად იყო გამოკვეთილი ოქროში, 5 საუკუნესაც კი ვერ გაეხუნებინა
მისი ბზინვარება. მას ერთადერთი ქვა ამშვენებდა, ეს მისი პატარა ფრჩხილისხელა
ლაპის-ლაზური იყო. სტეფანი დააკვირდა მას, შემდეგ საკუთარ ხელზე გაკათებულ
მძიმე ვერცხლის ბეჭედს, რომელიც ასევე ლაპისით იყო მოოჭვილი. მკერდში ნაცნობი
ტკივილი იგრძნო.
მას არ შეეძლო წარსულის დავიწყება, და სინამდვილეში არც სურდა ეს. მიუხედავად
ყველაფრისა რაც თავს გადახდა, ის მაინც სათუთად უფრთხილდებოდა კეტრინის
მოგონებას. თუმცა არსებობდა ერთი მოგონება, რომლის გახსენება მისთვის ნამდვილად
არ ღირდა, ეს იყო წიგნი ის ფურცელი, რომელიც არ უნდა გადაეშალა. თუ ის იმ
საშინელებას... იმ სიძულვილს გაიხსენებდა, ნამდვილად გაგიჟდებოდა. რადგან ის
მართლა გაგიჟდა იმ დღეს, იმ უკანასკნელ დღეს როცა მოუწია მთლიანად ჩაძირულიყო
თავის წყევლაში...
სტეფანი ფანჯრისკენ გადაიხარა და შუბლით მინის სიგრილე შეიგრძნო. მის მოძღვარს
კიდევ ერთი ანდაზა ჰქონდა: ბოროტება არასდროს დაშოშმინდება. შეიძლება
გაიმარჯვოს, მაგრამ სიმშვიდეს ვერასდროს მოიპოვებს.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 20
საერთოდ რისთვის ჩამოვიდა ფელს ჩარჩში?
მას იმედი ჰქონდა, რომ აქ იპოვიდა სიმშვიდეს, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მას
ბოლომდე ვერასდროს მიიღებდა საზოგადოება, ის ბოლომდე ვერასდროს დაისვენებდა.
იმიტომ, რომ ის ბოროტი იყო. და მას არ შეეძლო ამის შეცვლა.

ელენა იმ დღეს ჩვეულებრივზე ადრეც კი ადგა. მან გაიგონა დეიდა ჯუდიტი როგორ
დაფუსფუსებდა თავის ოთახში, შხაპისთვის ემზადებოდა. მარგარეტს ჯერ კიდევ ღრმად
ეძინა, საწოლში პატარა თაგუნასავით მოკუნტულიყო. ელენამ თავისი უმცროსი დის
ნახევრად-შეღებულ კარს უხმაუროდ ჩაუარა და კიბეებზე დაეშვა, რომ სახლიდან
გაეღწია.
იმ დილით ჰაერი სუფთა იყო; კომშის ხეს ახლა მხოლოდ ჩვეულებრივი ნარჩიტები და
ბეღურები შეფარებოდნენ. ელენამ, რომელსაც დასაძინებლად წასულს საზიზღარი თავის
ტკივილი აწუხებდა, სახე მოწმენდილი ლურჯი ცისკენ აღმართა და ღრმად ჩაისუნთქა.
თავს გუშინდელზე ბევრად უკეთესად გრძნობდა. ის მეტს შეპირდა, რომ სკოლამდე
შეხვდებოდა, და თუმცა დიდად არ ეპიტნავებოდა მისი ნახვა, რატომღაც
დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.
მეტი სკოლიდან ორიოდ ქუჩის მოშორებით ცხოვრობდა. ეს ჩვეულებრივი სადა სახლი
იყო, ქუჩაზე არსებული სხვა სახლებისგან არაფრით გამორჩეული, შეიძლება პარმაღის
წინ დაგდებული ნაჭერი ოდნავ უფრო გახუნებული იყო, ან საღებავი სხვებზე მეტად
აქერცლილი. მეტი უკვე გარეთ იცდიდა და ელენას წამით როგორც ყოველთვის
გულისცემა აუჩქარდა მისი დანახვისას.
ის მართლა სიმპათიური იყო. ამას ეჭვიც არ შეჰქონდა ელენას. ეს ბიჭი არა
განმაცვიფრებლად, თითქმის შემაწუხებლად სიმპათიური იყო- როგორც ზოგი, არამედ
ამერიკულად ჯანსაღი სილამაზე ჰქონდა. მეტ ჰანიკატი ნამდვილი ამერიკელი იყო. ქერა
თმა საფეხბურთო სეზონის გამო მოკლედ შეეკრიჭა, კანი მზისგან დამწვარი ჰქონდა,
მისი ბებია-ბაბუის ფერმაში მუშაობის გამო. ლურჯი თვალები პატიოსანი და ალალი
გამომეტყველებით უმზერდნენ. მხოლოდ დღეს, როცა მან მკლავები გაუშვირა გოგონას
თავიზანი ჩახუტებისთვის, მისი თვალები ოდნავ სევდიანად გამოიყურებოდა.
"შიგნით არ შემოხვალ?”
"არა. მოდი, უბრალოდ გავისეირნოთ,” უთხრა ელენამ. ისინი გვერდიგვერდ
მიაბიჯებდნენ, ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ. ნეკერჩხლები და შავი კაკლის ხეები
ჩამწკრივებულიყო ქუჩაზე, ჰაერში ჯერ კიდევ ადრიანი დილის მდუმარებას
დაესადგურებინა. ელენა თავის ფეხებს დაჰყურებდა ნესტიან ტროტუარზე, უკვე აღარ
გრძნობდა თავდაჯერებულობას. არ იცოდა როგორ დაეწყო ის, რისი თქმაც სურდა.
"ჯერ კიდევ არაფერი მოგიყოლია საფრანგეთზე,” უთხრა მეტმა.
"ჰო, მაგარი იყო,” უპასუხა ელენამ. თან გვერდულად გახედა. ისიც ტროტუარს
უყურებდა. "იქ ყველაფერი მაგარი იყო,” გააგრძელა მან და შეეცადა ცოტა ხალისიანი ხმა
ჰქონოდა. "ხალხი, საკვები, ყველაფერი. მართლა...” მას ხმა აუთრთოლდა და ნერვულად
გაიცინა.
"ჰო, ვიცი. მაგარია,” მეტმა დაასრულა წინადადებმა მის ნაცვლად. მეტი გაჩერდა და
თავის გაცვეთილ ტენისის ფეხსაცმელს დააშტერდა. ელენამ იცნო შარშანდელი
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 21
ფეხსაცმელები. მეტის ოჯახს ძლივს გაჰქონდა თავი; შეიძლება ახალი ფეხსაცმელების
საყიდელი ფულიც არ ჰქონდათ. ელენამ თავი აწია, რომ მეტის მშვიდი ლურჯი თვალები
ეპოვა.
"იცი, ძალიან ლამაზად გამოიყურები,” უთხრა მან.
ელენამ შეშფოთებით დააღო პირი რაღაცის სათქმელად, მაგრამ ისევ ბიჭმა განაგრძო.
"და მგონია, რომ ჩემთვის რაღაც გაქვს სათქმელი.” ელენამ თვალი თვალში გაუყარა და
გაუღიმა, ცალყბად და სევდიანად. მეტმა ისევ ხელები გაუშვირა.
"ო, მეტ,” უთხრა ელენამ და მაგრად ჩაეკრა. შემდეგ უკან დაიხია, რომ სახეზე შეეხედა.
"მეტ, შენ ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. მე არ ვიმსახურებ
შენნაირ პიროვნებას.”
"აი, თურმე რატომ გინდა ჩემი თავიდან მოშორება,” თქვა მეტმა, როცა გზა განაგრძეს.
”თურმე შენზე კარგი ვყოფილვარ და არ შემეფერები. ამას აქამდეც უნდა
მივმხვდარიყავი.”
ელენამ მკლავზე მოსცხო. "არა, ამიტომ არა. თანაც მე სულაც არ გიშორებ თავიდან.
ჩვენ ვიმეგობრებთ, ხომ ასეა?”
"ოჰ, აბა რა. რა თქმა უნდა.”
"რადგან როგორი დასკვნაც გამოვიტანე,” ელენა გაჩერდა და ისევ თვალებში ახედა. ”ჩვენ
კარგი მეგობრები ვართ. სიმართლე მითხარი, ხომ მართლა მეგობარივით გიყვარვარ?”
მეტმა შეხედა მას, შემდეგ თვალები აატრიალა. "აჯობებს ამაზე არ გიპასუხო.” თქვა მან.
როგორც კი ელენამ სახე დახარა, მან დაამატა,”ამას არაფერი აქვს საერთო ახალ ბიჭთან,
ხომ ასეა?”
"არა,” მცირე ყოყმანის შემდეგ უპასუხა ელენამ და სწრაფად დაამატა,”ჯერ არც
შევხვედრივარ. არც ვიცნობ.”
"მაგრამ, ხომ გინდა გაიცნო. არა, ნურაფერს იტყვი.” მან ხელი მოხვია გოგონას და
ფრთხილად შეაბრუნა. "წამოდი, სკოლაში წავიდეთ. თუ მოვასწრებთ ფუნთუშას
გიყიდი.”
მათ გზა განაგრძეს, ამ დროს რაღაც შეასკდა კაკლის ხეს მათ თავზემოთ. მეტმა
დაუსტვინა და ხელი გაიშვირა. "ერთი ამას შეხედე! ამხელა ყვავი არასდროს მინახავს!”
ელენამ აიხედა, მაგრამ ყვავი უკვალოდ გამქრალიყო.

იმ დღეს ელენასთვის სკოლა სწორედ რომ შესაფერისი ადგილი იყო თავისი გეგმის
სისრულეში მოსაყვანად.
დილას გაიღვიძა თუ არა, უკვე იცოდა რა უნდა ექნა. იმ დღეს მან რაც შეეძლო მეტი
ინფორმაცია შეაგროვა სტეფან სალვატორის თემაზე. ეს სულაც არ გასჭირვებია, რადგან
რობერტ ი. ლიის სახელობის სკოლაში ყველა მასზე ლაპარაკობდა.
უკვე ყველასთვის იყო ცნობილი წინა დღით ადმინისტრაციულ მდივანთან მომხდარი
ინცინდენტი. დღეს კი სტეფანი დირექტორის კაბინეტში გამოეძახათ. აშკარად
საბუთებთან იყო დაკავშირებული ეს გაუგებრობა. მაგრამ დირექტორს ის ისევ საკლასო
ოთახში დაებრუნებინა ( მას შემდეგ რაც, როგორც ამბობდნენ, დირექტორს რომიდან-
თუ ვაშინგტონიდან დაურეკეს) და ახლა როგორც ჩანდა ყველაფერი მოწესრიგდა. ყოველ
შემთხვევაში, ოფიციალურად მაინც.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 22
შუადღეს, როცა ელენა ევროპის ისტორიის საკლასო ოთახს მიუახლოვდა, ის
მისალმების ნიშნად ხმადაბალი სტვენით დააჯილდოვეს. ეს დიკ კარტერი და ტაილერ
სმოლვუდი დაყიალობდნენ იქვე. ორი სრული იდიოტი, გაიფიქრა ელენამ, არც მათ
სტვენას და არც მიშტერებულ მზერას არ მიაქცია ყურადღება. მათი აზრით, მას შემდეგ
რაც სკოლის ფეხბურთის გუნდში მოხვდნენ, მაგარ ბიჭებად იქცნენ. ელენას თვალი არ
მოუცილებია მათთვის, თვითონაც დერეფანში მოუწია შეყოვნება, სანამ ტუჩის საცხს
წაისვამდა, თან კომპაქტ დისკს ატრიალებდა ხელში. მან სპეციალური დირექტივები
მისცა ბონის და გეგმაც მზად იყო ასამუშავებლად როგორც კი სტეფანი გამოჩნდებოდა.
დისკზე ელენას ზურგსუკან არსებული მთელი დერეფანი ირეკლებოდა.
და მაინც, ელენას თვალთახედვის არიდან გამოეპარა მისი მოსვლა. სტეფანი უცებ მის
გვერდით გაჩნდა, ელენა შეეცადა მაშინვე დაემალა დისკი, მან ისევ ჩაუარა. გოგონამ
მისი გაჩერება დააპირა, მაგრამ სანამ ამას იზამდა, რაღაც მოხდა. სტეფანი დაიძაბა- მისი
ყოველი ნაკვთი სიფრთხილეს გამოხატავდა. სწორედ ამ დროს დიკმა და ტაილერმა
ჩაუჭრეს სტეფანს საკლასო ოთახის კარისკენ მიმავალი გზა.
უმაღლესი კლასის იდიოტები, გაიფიქრა ელენამ, თან თვალები დაუბრიალა მათ
სტეფანის მხარზემოთ.
ბიჭები რაღაცას უაზროდ მაიმუნობდნენ, კარებში სპეციალურად გაეხირნენ, ნელა
მიბაჯბაჯებდნენ, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდნენ სტეფანის არსებობას.
"უკაცრავად.” ეს იგივე ტონი იყო, როგორიც ისტორიის მასწავლებელთან ჰქონდა.
წყნარი, მაგრამ მკაფიო.
დიკმა და ტაილერმა ერთმანეთს გადახედეს, მერე გარშემო მიმოიხედეს, თითქოს
უხილავი სულის ხმა მოესმათ.
"შცოოზი?"ყალბად იკითხა ტაილერმა. "შცოოზი მე? მე სცოოზი?თუ ჯაკუზი?” ორივე
ახარხარდა.
ელენამ დაინახა როგორ დაეჭიმა უცნობს კუნთები ვიწრო მაისურის ქვეშ. ძალების
უთანაბრობას ჰქონდა ადგილი; ორივე სტეფანზე უფრო მაღალი იყო, ტაილერი კი
ორჯერ უფრო მხარბეჭიანიც.
"რამე პრობლემაა?” ელენაც ისევე გააოცა მის ზურგსუკან გაჟღერებულმა ხმამ, როგორც
ბიჭები. ის მობრუნა და მეტი დაინახა. ლურჯი თვალები მრისხანებას აფრქვევდნენ.
ელენამ ტუჩზე იკბინა ღიმილის დასამალად, როცა ბიჭებმა ბუზღუნით
გაანთავისუფლეს გზა. მეტ, შე ძველო, გაიფიქრა ელენამ. მაგრამ ახლა "ძველი” მეტი
სტეფანის გვერდით მიაბიჯებდა ოთახში და ელენას მოუწია უკან მიჰყოლოდა მათ, ახლა
უკვე ორ მაისურს მიშტერებული.
როცა ისინი დასხდნენ, ელენა სტეფანის უკანა მერხზე შეცურდა, ამგვარად შეეძლო ისე
ეთვალთვალა მისთვის, რომ მას ვერ დაენახა. მის გეგმას გაკვეთილის ბოლომდე
მოუწევდა მოცდა.
მეტმა ხურდები ააჩხარუნა ჯიბეში, რაც ნიშნავდა, რომ რაღაცის თქმა სურდა.
"მმ, გამარჯობა,” დაიწყო ბოლოს მორიდებულად. "ის ბიჭები, ხომ იცი...”

კატეგორია: ♡ BooK ♡ | ნანახია: 885 | დაამატა: SoPhie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 N-BieBeR   (2012-07-21 12:43 PM) [Entry]
მაგარია wink
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2024-05-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤