მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » ივლისი » 22 » ვამპირის დღიურები
8:14 AM
ვამპირის დღიურები

ელენამ სკოლის დერეფანში საკუთარ კარადამდე რომ მიაღწია, კუნთები უარესად დაუბუჟდა, ყელში გაჩრილი
ბოღმის ბურთი კი ცრემლებად ცდილობდა გარეთ გამოღწევას. მაგრამ ის საკუთარ თავს უფლებას არ მისცემდა,
სკოლაში, ყველას თანდასწრებით ეტირა, არასდროს. მას შემდეგ რაც კარადის კარი მიკეტა, გასასვლელისკენ
დაიძრა.
სწავლის დაწყებიდან რიგით მეორე დღეს, ის სკოლიდან ზარის დარეკვისთანავე სახლში მიდიოდა, თანაც
მარტო. დეიდა ჯუდიტი ვერასდროს გაიგებდა რა მოხდა. მაგრამ როდესაც ელენამ სახლს მიაღწია, აღმოაჩინა,
რომ დეიდა ჯუდიტის მანქანა ადგილზე არ იდგა, ალბათ ის და მარგარეტი მარკეტში წავიდნენ პროდუქტების
საყიდლად. ელენა შინ შევიდა, ირგვლივ მდუმარებას და სიმშვიდეს დაესადგურებინა.
მართლაც რომ ესიამოვნება ეს მდუმარება, ახლა მარტო ყოფნაზე მეტად არაფერი უნდოდა. მაგრამ სხვამხრივ,
სიმართლე რომ ითქვას, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეკეთებინა მარტო.
ახლა, როცა როგორც იქნა შეეძლო ეტირა, რატომღაც არ მოსდიოდა ცრემლები. ზურგჩანთა ბეჭიდან
ჩამოიცურა და იატაკზე დააგდო, შემდეგ ნელი ნაბიჯებით შევიდა მისაღებ ოთახში.
ეს იყო გემოვნებით მოწყობილი, შთამბეჭდავი მისაღები, ელენას საძინებლის გარდა ეს იყო ერთადერთი
ოთახი, რომელიც არ გადაუკეთებიათ. თავდაპირველი შენობა აქ 1861 წელს ააშენეს, რომელიც მთლიანად
დაიწვა სამოქალაქო ომის დროს. ერთადერთი ეს ოთახი გადარჩა, თავისი დახვეწილჩუქურთმებიანი ბუხრით და
კიდევ დიდი საძინებელი ზედა სართულზე. ელენას მამის დიდმა ბაბუამ ააშენა ახალი შენობა და მას შემდეგ
გილბერტები დასახლდნენ აქ. ელენამ ერთ-ერთი იატაკიდან ჭერამდე აწვდილ ფანჯარაში გაიხედა. ძველებური
მინა სქელი და მოყანყალებული იყო, მის მიღმა ყველაფერი დამახინჯებულად და უჩვეულოდ ჩანდა. მას
გაახსენდა როგორ ანახა მამამისმა პირველად ეს მოყანყალებული ძველი შუშები. მაშინ მარგარეტზე ცოტა უფრო
პატარა იყო.
ყელში ისევ ბოღმის ბურთი ჰქონდა გაჩრილი, მაგრამ ცრემლები მაინც არ მოსდიოდა. მის გონებაში ყველაფერი
ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. მას არავის დანახვა არ სურდა, მაგრამ თავს მაინც მტკივნეულად მარტოდ
გრძნობდა. მას უნდოდა ეფიქრა, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, აზრები ისე ეფანტებოდა, როგორც თაგვები
გაურბიან თეთრ ბუს.
თეთრი ბუ... მტაცებელი ფრინველი... მძორისმჭამელი... ყვავი, გაიფიქრა მან. "ყველაზე დიდი ყვავი რომელიც
ოდესმე ენახა,” მეტმაც ხომ ასე თქვა.

თვალებში ისევ სევდა ჩაეღვარა. საწყალი მეტი. მან ხომ გული ატკინა, მაგრამ მან ყველაფერი
არაჩვეულებრივად გაუგო. ის სტეფანსაც კი ისე თავაზიანად ექცეოდა.
სტეფანი. გული მტკივნეულად შეეკუმშა და თვალებიდან წყვილი მსხვილი ცრემლი ჩამოუგორდა. აი, როგორც
იქნა ატირდა. ის ტიროდა სიბრაზის, დამცირების, იმედგაცრუების- და კიდევ რის გამო?
სინამდვილეში რა დაკარგა დღეს? რას გრძნობდა სინამდვილეში ამ უცნობის, სტეფან სალვატორის მიმართ?
მისი სახით გამოწვევა გაუგზავნა ბედმა, დიახ, და მხოლოდ ეს ხდიდა მას სხვა ბიჭებისგან განსხვავებულს,
საინტერესოს. სტეფანი მართლა ეგზოტიკური და... ამაღელვებელი პიროვნება იყო.
სასაცილოა, მაგრამ ბიჭებს ხშირად უთქვამთ ელენასთვის, რომ სწორედ თვითონ იყო ასეთი. ასევე მათგან, ან
მათი მეგობრებისგან ან დებისგან იგებდა, თუ როგორ ნერვიულობდნენ ისინი მასთან შეხვედრის წინ, როგორ
უოფლიანდებოდათ ხელისგულები, და მუცელში თითქოს პეპლები დაფუთფუთებდნენ. ელენას ასეთი
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 26
რაღაცეები ყოველთვის გასართობ სისულელედ მიაჩნდა. არცერთ ბიჭს, რომელსაც ოდესმე შეხვედრია,
არასდროს გამოუწვევია მსგავსი მღელვარება მასში.
მაგრამ დღეს, როდესაც სტეფანს ელაპარაკებოდა, პულსი შესამჩნევად აუჩქარდა და მუხლებში სისუსტე
იგრძნო. ხელისგულებიც კი დაეცვარა ოფლისგან. მუცელში კი პეპლების ნაზი ფუთფუთი კიარა თითქოს
ღამურების ფრთების ფართხუნი იგრძნო.
ნუთუ მხოლოდ იმიტომ დაინტერესდა ახალი ბიჭით, რომ ის მასში მღელვარებას იწვევდა? არც ისე
დამაჯერებელი მიზეზია, ელენა, უთხრა საკუთარ თავს. არადამაჯერებელი კი არა, თითიდან გამოწოვილი
მიზეზი.
მაგრამ მისი ტუჩები. მისი ნაქანდაკევი ტუჩები, რომლის დანახვაზეც მუხლები აუცახცახდა, არა
ნერვიულობის, არამედ სრულიად განსხვავებული გრძნობის გამო. და ეს კუპრივით შავი თმა- მოუნდა
თითებით შეეგრძნო მისი თმის სინაზე. მისი მოქნილი, ბრტყელ-კუნთებიანი სხეული, გრძელი ფეხები და...
მისი ხმა. სწორედ მისმა ხმამ გადააწყვეტინა გუშინ, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეს ბიჭი ხელში ჩაეგდო.
მისტერ ტენერთან საუბრისას ცივი და ზიზღნარევი ხმა ჰქონდა, მაგრამ ელენას მოეჩვენა, რომ საკუთარ თავს
აიძულებდა ასეთი ხმა ჰქონოდა. ელენა დაინტერესდა შეიძლებოდა თუ არა ხმაც ისეთი პირქუში ჰქონოდა,
როგორიც თვითონ იყო, ან როგორ წარმოთქვამდა მის სახელს, ნაზი ჩურჩულით აამოძრავებდა ბაგეებს...
"ელენა!”
ელენა შეხტა, ოცნებებიდან გამოერკვა. მაგრამ, რა თქმა უნდა სტეფან სალვატორს არ დაუძახია მისთვის, ეს
დეიდა ჯუდიტმა შემოაღო სახლის კარები.
"ელენა? ელენა!” მარგარეტმა სიხარულით დაიჭყიპინა. "სახლში ხარ?”
ელენას ისევ სევდამ წამოუარა. სამზარეულოში მიმოიხედა. ახლა ნამდვილად ვერ გაუძლებდა დეიდამისის
აღელვებულ კითხებს და მარგარეტის გულწრფელ სიხარულს. მითუმეტეს, რომ წამწამები ჯერაც არ შეშრობოდა,
თვალებზე კი სახიფათოდ მოადგა ცრემლების ახალი ნაკადი. მან ელვის სისწრაფით მიიღო გადაწყვეტილება,
როგორც კი წინა კარი გაჯახუნდა, ის უკანა კარით გასხლტა გარეთ.
უკანა კარის პარმაღიდან ისკუპა და ეზოში აღმოჩნდა, თუმცა ყოყმანობდა. ნაცნობთან არავისთან არ უნდოდა
წასვლა. მაგრამ სად უნდა წასულიყო ისეთ ადგილზე სადაც არავინ შეაწუხებდა?
პასუხი თითქმის იმწამსვე გაჩნდა გონებაში. რა თქმა უნდა. ის დედის და მამის სანახავად წავიდოდა.
წინ მართლაც რომ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი, თითქმის ქალაქის მეორე ბოლოში უნდა წასულიყო, მაგრამ
ბოლო სამი წლის განმავლობაში ის ადგილი ძალიან ახლობელი გახდა ელენასთვის. მან ვიკერის ხიდი გადაჭრა,
გორაკზე აირბინა და შემდეგ პატარა ველზე დაეშვა.

სასაფლაოს ამ ნაწილს კარგად გაეძლო დროისთვის; ეს ძველი სექცია იყო, რომელსაც სხვა სექციებზე მეტად
უვლიდნენ, აქ ბალახი თანაბარ სიმაღლეზე იყო გაკრეჭილი და ყვავილების თაიგულები მკვეთრ ფერებად ჩანდა
მდელოზე. ელენა მარმარილოს დიდ საფლავის ქვასთან ჩაჯდა, რომელზეც გვარი "გილბერტი” იყო
ამოკვეთილი.
"გამარჯობა, დედა, გამარჯობა, მამა,” დაიჩურჩულა მან. წინ გადაიხარა, რომ საფლავზე ყვავილები დაეწყო,
რომელიც გზად მომავალმა დაკრიფა. შემდეგ ფეხები მოკეცა. გაუნძრევლად იჯდა.
აქ ხშირად მოდიოდა უბედური შემთხვევის შემდეგ. მარგარეტი ავტოავარიის დროს მხოლოდ ერთი წლის
იყო; არც ახსოვდა მშობლები. სამაგიეროდ ელენას არ ავიწყდებოდა. აღარ შეუჩერებია საკუთარი თავი, რომ არ
ჩაფლულიყო მოგონებებში, ყელში გაჩრილი ბურთი უფრო გაიბერა და ცრემლებიც უფრო ადვილად წამოუვიდა.
ჯერ კიდევ ძალიან ენატრებოდა ისინი. დედა, ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი და მამა, გულკეთილი ღიმილით.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 27
თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან გაუმართლა, რომ დეიდა ჯუდიტი ედგა მხარში. ყველა დეიდა არ მიატოვებდა
სამუშაოს და არ გამოიქცეოდა პატარა ქალაქში, რომ დაობლებული დიშვილებისთვის მიეხედა. და რობერტი,
დეიდა ჯუდიტის საქმრო, მარგარეტს უფრო მამინაცვალივით ეპყრობოდა, ვიდრე შესაძლო ბიძასავით.
მაგრამ ელენას თავისი მშობლები ახსოვდა. ზოგჯერ, დაკრძალვიდან მალევე, ის მოდიოდა აქ, რომ ჯავრი
ეყარა მათზე, მხოლოდ იმიტომ გაბრაზებულს, რომ ისინი ასე დაუნდობლად მოექცნენ და მოკვდნენ. ეს მაშინ
იყო, როცა დეიდა ჯუდიტს ჯერ არც ისე კარგად იცნობდა და თავს ისე გრძნობდა, თითქოს დედამიწის ზურგზე
აღარსად იყო მისი ადგილი.
ახლა სადაა მისი ადგილი? დაინტერესდა. მარტივი პასუხი იყო, აქ, ფელს ჩარჩში, სადაც მან მთელი ცხოვრება
გაატარა. მაგრამ ამ ბოლო დროს, ეს მარტივი პასუხი მცდარი ეჩვენებოდა. ბოლო დროს ისეთი შეგრძნება
უჩნდებოდა, რომ არსებობდა სხვა ადგილი, რომელსაც ის დანახვისთანავე იცნობდა და თავის სახლს
უწოდებდა.
მის წინ მიწაზე ადამიანის ჩრდილი დაეცა, გაოცებულმა ასწია თავი. წამით თავს წამომდგარი ორი ფიგურა
უჩვეულოდ ეუცხოვა. გახევებული აკვირდებოდა.
"ელენა,” აფორიაქებული ხმით უთხრა თეძოებზე დოინჯებ შემოწყობილმა, დაბალმა ფიგურამ. "ზოგჯერ შენზე
მართლა სერიოზულად ვღელავ.”
ელენამ თვალები დააფახულა და ოდნავ გაიცინა. ბონი და მერედიტი იყვნენ. "რა უნდა გააკეთოს ადამიანმა,
რომ ცოტა ხნით მაინც მოახერხოს მარტო დარჩენა?” უთხრა მათ, როცა მის გვერდით მოკალათდნენ.
"უნდა გვითხრას, რომ წავიდეთ,” შესთავაზა მერედიტმა, მაგრამ ელენამ პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
მერედიტს და ბონის ხშირად უწევდათ აქ მოსვლა მის საპოვნელად, ავარიიდან თვეების შემდეგაც კი. ელენამ
უცებ მადლიერება იგრძნო მათ მიმართ ამის გამო. სხვაგან თუ არა, მისი მეგობრების გვერდით მაინც იყო მისი
ადგილი, რომლებსაც მართლა უყვარდათ. მერე რა, თუ ნამტირალევ თვალებს შეატყობდნენ, პირიქით
სიამოვნებით გამოართვა ბონის დაჭმუჭნული ნაჭერი და ცრემლები მოიწმინდა. ცოტა ხანს სამივე მათგანი
უხმოდ იჯდა და უყურებდა როგორ არხევდა ქარი სასაფლაოზე ჩამწრკივებული მუხის ფოთლებს.
"ვწუხვარ, რომ დღეს ასე მოხდა,” თქვა ბოლოს ბონიმ ნაზი ხმით. "მართლა საშინელება იყო.”
"შენი გვარი გილბერტთან ერთად "ტაქტიც” არის,” თქვა მერედიტმა. "ყველაფერს არც ისე ცუდად ჩაუვლია,
ელენა.”
"შენ იქ არ ყოფილხარ.” ელენამ თითქოს ყველაფერი ისევ გადაიტანა მომხდარის გახსენებისას. "ეს ნამდვილად
საშინელება იყო. მაგრამ ახლა უკვე აღარ მანაღვლებს.” დაამატა უემოციოდ. "მასთან ყველაფერი დამთავრდა. ის
ბიჭი უკვე აღარ მაინტერესებს.”
"ელენა!”
"მართალს გეუბნებით, ბონი. თავი აშკარად... ამერიკელებზე უკეთესი ჰქონია. ასე, რომ ამიერიდან შეუძლია
აიღოს ის თავისი მაგარი სათვალეები და...”
მერედიტმა და ბონიმ ჩაიხითხითეს. ელენამ ცხვირი მოიწმინდა და თავი გააქნია. "ასეა თუ ისე,”უთხრა მან
ბონის და განზრახ შეცვალა სასაუბრო თემა. "მისტერ ტენერი დღეს რაღაც უხასიათოდ ბრძანდებოდა.”
ბონის ნაწამები სახე ჰქონდა. "იცი, რომ მან მე ამირჩია პირველ მოსწავლედ, ვინც ზეპირი მოხსენება უნდა
მოუმზადოს? თუმცა დიდად არ მანაღვლებს; იმიტომ, რომ დრუიდების თემა ავირჩიე და...”
"რისი თემაა?”

"დრუ-ი-დე-ბის. უცნაური ბებრების, რომლებმაც სტოუნჰენჯი ააგეს. ისინი ჯადოქრებად ითვლებოდნენ ძველ
ინგლისში. მე მათი შთამომავალი ვარ, სწორედ ამიტომ ვარ მკითხავი.”
მერედიტმა ჩაიფრუტუნა, მაგრამ ელენამ უხასიათოდ შეუბღვირა თითებს შორის გარჭული ბალახის ღეროს.
"ბონი, გუშინ მართლა დაინახე რამე ჩემ ხელისგულზე?” ჰკითხა მან უცებ.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 28
ბონის ყოყმანი დაეტყო. "არ ვიცი,” თქვა ბოლოს. "მე... მე მაშინ მეგონა რომ დავინახე. მაგრამ ზოგჯერ ჩემ
წარმოსახვას შეცდომებამდე მივყავარ.”
"ბონიმ იცოდა, რომ აქ იქნებოდი,” მოულოდნელად თქვა მერედიტმა. "მე ყავახანაში შევლას ვაპირებდი, მაგრამ
მან თქვა,”ის სასაფლაოზეა.”
"მართლა მე ვთქვი?” ბონი გულწრფელად გაოცებული, თუმცა იმავდროულად აღფრთოვანებულიც ჩანდა. "აი,
ხომ ხედავ. ჩემ ედინბურგში მცხოვრებ ბებიას ხილვები აქვს, მეც ასე ვარ. ეს ყოველთვის გადადის
მემკვიდრეობით.”
"თან დრუიდების შთამომავალი ხარ,” სერიოზულად უთხრა მერედიტმა.
"მართალია. შოტლანდიაში ჯერ კიდევ მისდევენ ძველ ტრადიციებს. ვერც კი დაიჯერებთ, ბებიაჩემი ზოგჯერ
ისეთ რაღაცეებს აკეთებს. მას თავისი ხერხი აქვს იმის გასაგებად, თუ ვისზე დაქორწინდები ან როდის
მოკვდები. მე მითხრა, რომ ადრე მოვკვდები.”
"ბონი!”
"მართლა მითხრა. კუბოში ახალგაზრდა და ლამაზი ვიქნები. რა რომანტიკულია, არა?”
"ჩემი აზრით საზიზღრობაა..

ცაზე სავსე მთვარე ანათებდა როცა სტეფანი პანსიონატში ბრუნდებოდა. მას თავბრუ
ძლიერად ეხვეოდა – როგორც დაღლილობის დროს, როგორც გადაჭარბებული სისხლის
დალევისას. უუკვე დიდი ხანია სტეფანი თავს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ამდენი
სისხლი დაელია, თუმცა სასაფლაოზე ამოხეთქილმა მხეცურმა ძალამ შეიპყრო ის
მთლიანად და ისედაც დასუსტებული კონტროლი კიდევ უფრო დაუსუსტა. სტეფანი
კარგად ვერ ხვდებოდა საიდან მოვიდა ასეთი ძალა, ის გოგოებს სიბნელიდან
აკვირდებოდა როცა მოულოდნელად გოგოებმა უგუნური საქციელი ჩაიდინეს. სტეფანი
ერთი მხრივ შეშინებული იყო, რომ გოგოები მდინარეში ჩაცვივდებოდნენ და მეორემხრივ
უნდოდა გამოეცადა ძალა. ეპოვა წყარო საიდანაც ეს ძალა მოდიოდა. საბოლოდ ის გაყვა იმ
გოგოს კვალს, მაგრამ არ იყო დარწმუნებული იმაში დაუშავებდა თუ არა მას რამეს. რაღაც
შავი ფრინველის ფრეთების შრიალის ხმა იყო რომელიც ტყისკენ მიფრინავდა. როცა
გოგოები გადავიდნენ ხიდის მეორე მხარეს სტეფანი მათ მაინც აკვირდებოდა მანამ სანამ
მათ ქალაქისკენ არ გააგრძელეს გზა. ამის მერე კი ის ისევ სასაფლაოზე დაბრუნდა.
ახლა ის მთლიანად დაიცალა. ძირს აბრეშუმის ლენტი ეგდო, რომელიც ადამიანურ
მზერას სიბნელეში ნაცრისფერი ეგონებოდა, მაგრამ სტეფანი მის ნამდვილ ფერს ხედავდა.
ნელა აიღო ხელში და მისი თმის სუნი იგრძნო და ამ დროს მოგონებებმა მოიცვა ის.
სტეფანი ახლაც კი ცუდად გრძნობდა თავს როცა მისგან უკვე შორს იყო. მასთან ერთად
ერთ შენობაში ყოფნა, იგრძნოს მისი სიახლოვე და ისუნთქოს მისი უნიკალური არომატი
მისთვის თითქმის აუტანელია. სტეფანს ესმოდა მისი სუნთქვა, გრძნობდა მის სითბოს,
შეიგრძნობდა მისი პულსის ყოველ დარტყმას. და საბოლოოდ მიხვდა რომ ნებდებოდა. ის
საკუთარი ნებით იწამებდა თავს, ტკბებოდა ტკვილით, როცა შეისუნთქავდა მისი
თმისამაგრის არომატს და თავს აძლევდა უფლებას ეოცნება მასთან კიდევ ერთხელ
შეხვედრაზე. როგორი ნაზი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კისერი, თავიდან რა ნაზად
შეეხება სტეფანის ტუჩები მის კისერს, უბრალოდ კოცნისთვის, სანამ ასე კოცნით არ მივი
იქამდე, როგორი ალერსით მიუახლოვდება იმ ადგილს სადაც კანის ქვეშ ასე ძლიერად
ცემს პულსი, როცა საბოლოოდ მისი ტუჩები ერთმანეთს დაშორდება, როგორ იყვირებს
გოგონა...
არა. სტეფანმა თავის თავი ტრანსიდან დაიხსნა. გრძნობდა როგორ არათანაბრად
ფეთქავდა გული და მთელი სხეულით კაკანკალებდა. ევროპის ისტორიის გაკვეთილი
დავიწყებას მიეცა. მის ირგვლივ მოსწავლეები ისხდნენ და მხოლოდ იმედიღა ჰქონდა,
რომ მას არავინ არ აკვირდებოდა. როცა ის მას დაელაპარაკა, სტეფანმა იგრძნო რაღაც
ისეთი რისი გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელი იყო. სხეულს თითქოს ცეცხლი
ეკიდებოდა, რაღაც მომენტში სტეფანს შეეშინდა, რომ ის თავზე კონტროლს დაკარგავდა,
დაიჭერს ამ გოგოს და მისი სისხლით ყველას თვალწინ დატკბება. სტეფანს აღარც კი
ახსოვს როგორ შეძო მისგან მაშინ თავის დაღწევა. რაღაც დროის შემდეგ იგრძნო, რომ
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 30
მთელ ენერგიას ფეხბურთზე ხარჯავდა. თავისი ძალის გარეშეც კი სტეფანი ყოველთვის
შეუდარებლად თამაშობდა ფეღბურთს. მას კარგი მზერა, რეფლექსები და ძალა ჰქონდა.
სტეფანს ვიღაცამ ზურგზე მეგობრულად დაუტყაპუნა ხელი და უთხრა:
_გილოცავ! კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯგუფში.
სამართლიან თვალებში ჩახედვისას სტეფანს შერცხვა. <რომ იცოდე ვინ ვარ ასე არ
გამიღიმებდი - გაიფიქრა მან – გოგონა რომელიც შენ გიყვარს, შენ ხომ მართლაც გიყყვარს
ის? ჩემი ფიქრის ობიექტია. >
და ის სტეფანის ფიქრებში მთელი დღე დარჩა, მიუხედავად მისი თავდაუზოგავი
მცდელობისა გონებიდან განედევნა.
სასაფლაოზე აღმოჩენილი სტეფანი ისევ შეხვდა ამ გოგოს და დააკვირდა მას. ცდილობდა
საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მისმა ცხოველურმა ძალამ გოგოები
პანიკაში ჩააგდო. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სახლში.
სტეფანი ვერ იხსენებდა როგორ მოხდა ეს ყველაფერი, როგორ მისცა თავს უფლება, რომ ეს
მომხდარიყო. პირველ რიგში სტეფანში მონადირის ინსტინქტმა გამოიღვიძა. დადევნების
სურვილი, მათი შიშით სიამოვნება და ტრიუმფალურად მოკვლა. შუაუკუნეების შემდეგ
ასე პირველად იგრძნო ნადირობის სურვილი. ყელში ცეცხლი იგრძნო, ვენებსაც თითქოს
ცეცხლი მოეკიდა, ყველა ფიქრი წითელი გახდა, სტეფანს არ შეეძლო სისხლის გარდა სხვა
რამეზე ფიქრი. სტეფანი აღტკინებული იყო, მან რამდნეიმე ნაბიჯი გადადგა გოგონების
მიმართულებით. მას ფიქრიც კი არ უნდოდა იმაზე რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ არ
იგრძნობდა მოხუცის სუნს. როცა სტეფანი ხიდთან მივიდა მან ისევ შეიგრძნო ადამიანის
სუნი.

კატეგორია: ♡ BooK ♡ | ნანახია: 676 | დაამატა: SoPhie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 KuuSaa   (2012-07-22 8:32 AM) [Entry]
უმაგრესიაა happy happy ყოჩაღ სოფო !!! happy happy უძლიერესი თავია happy happy
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2024-05-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤