მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » ივლისი » 23 » ვამპირის დღიურები
5:42 PM
ვამპირის დღიურები

ადამიანის სისხლი. უნივერსალური ელექსირი, აკრძალული ღვინო. უფრო მათრობელი 
ვიდრე ნებისმიერი სპირტიანი სასმელი.
წყევლა! სტეფანი იმდენად დაიღალა საკუთარ თავთან ბრძოლით, ბუნებრივ
მოთხოვნასთან დაკავშირებით. ხიდის ქვეშ მდინარის ნაპირთან, მოულოდნელად შეამჩნია
რაღაც უფორმო გროვა, შემდეგი რამდნეიმე წამის განმავლობაში სტეფანი, როგორც კატა
უახლოვდება თაგვს დასაჭერად, ისე მიუახლოვდა მოხუცს, სტეფანმა მოხუცს კბილები
დაანახა...
ახლა როცა პანსიონატის კიბეს აუყვა, ცდილობდა არ ეფიქრა იმ გოგონაზე, რომელიც ასე
ძალიან იზიდავდა მას თავისი სხეულით, სიცოცხლისმოყვარულობით. ის ყველაზე
სასურველი იყო სტეფანისთვის, მაგრამ მას ამ ყველაფრისთვის წერტილი უნდა დაესვა.
სტეფანს შეეძლო ამ გოგოსთვის კოშმარულ სიზმრად ქცეულიყო, მას კი ამის შესახებ
წარმოდგენაც არ ჰქონდა.
_ვინ არის? ეს შენ ხარ სტეფან? – იკითხა ხრინწიანმა ხმამ.
მეორე სართულზე არსებული ერთერთი ოთახის კარი გაიღო და იქიდან გამოიხედა
მოხუცის თავმა.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 31
_დიახ მისის ფლაუერ, ბოდიშთ, რომ შეგაწუხეთ.
_ჩემ შესაწუხებლად უფრო მეტია საჭირო ვიდრე საფუხრების ხმა, დაკეტე შემოსასვლელი
კარი?
_დიახ მისის ფლაუერ, თქვენ... თქვენ უსაფრთხოდ ხართ.
_ეს კარგია, აქ ყურადღებით უნდა იყო. არასდორს იცი რა შეიძლება მოხდეს იმ ტყეში, ასე
არაა?
_ღამე მშვიდობისა მისის.
_ძილინებისა ბიჭუნა. – მოხუცმა მიხურა კარი.
თავის ოთახში შესული სტეფანი, წამოწვა საწოლზე და ჭერს მიაშტერდა. ღამე ის
ჩვეულებრივ ისვენებდა ხოლმე, ამ საღამოს სტეფანი ნამდვილად დაიღალა, მზეზე ყოფნა
იმდენ ენერგიას მოითხოვდა. მის გონებაში მოგონებები გაცოცხლდნენ. კეტრინი ისეთი
ლამაზი იყო იმ დღეს შადრევანთან. რა ბედნიერი იყო სტეფანი იმ დღეს მის გვერდით
ჯდომით ამაყობდა და გახარებული იყო, რომ ერთადერთი იყო ვინც იცოდა მისი
საიდუმლო...
_და შენ არასდროს არ შეგიძლია მზეზე სიარული?
_რა თქმა უნდა შემიძლია, მანამ სანამ ეს ბეჭედი მიკეთია. – კეტრინმა აწია თეთრი ხელი
და ბეჭედი დაანახა. – მაგრამ მზე ძალიან მღლის, თანაც განსაკუთრებული ძალით
არასდროს გამოვირჩეოდი.
სტეფანი კეტრინის ლამაზ, ნაზ, სხეულს დააკვირდა და მისი სიტყვების სისწორეში
დრწმუნდა.
_პატარაობისას ხშირად ავადვმყოფობდი – გამოტყდა კეტრინი – და საბოლოოდ ექიმმა
თქვა რომ მე მალე მოვკვდებოდი, მახსოვს როგორ ნერვიულობდა მამაჩემი, როგორ ვიწექი
საწოლზე დასუსტებული. სუნთქვაც კი ენერგიას მართმევდა, სენტიმენტალური იყო ამ
ქვეყნის დატოვება. – მან ნაზად გაიღიმა.
_შემდეგ რა იყო?
_მე შუაღამისას გავიღვიზე და ვიგრძენი, რომ გუდრუნი, ჩემი მოახლე, საწოლთან დგას.
მერე კი მან უკან დაიხია და მე უცნობი მამაკაცი დავინახე, რომელიც მან მოიყვანა. მას
კლაუსი ერქვა. სოფელში ამბობდნენ, რომ ის ბოროტი კაცი იყო, მე გუდრუნს ვთხოვე მისი
გაგდება, მაგრამ ის უბრალოდ იდგა და მიყურებდა, როცა კლაუსი მომიახლოვდა და მისი
ტუჩები ჩემ ყელს შეეხო, მომეჩვენა, რომ მას ჩემი მოკვლა უნდოდა.
სტეფანი მას შიშით და გაოცებით უყურებდა, როცა კეტრინმა კიდვ ერთხელ გაუღიმა.
-მაგრამ ყველაფერი არც ისე საშინელი აღმოჩნდა, თავიდან ცოტა მტკივნეული იყო, მაგრამ
ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მერე გრძნობები სასიამოვნო გახდა, მერე კი კლაუსმა
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 32
უფლება მომცა დამელია მისი სისხლი და მე თავი ძლიერი ვიგრძენი, ისეთი ძლიერი
როგორიც არასდორს ვყოფილვარ. ჩვენ ერთად ვიყავით დილამდე, როცა მოვიდა ექიმი,
მან თავიდან არცკი დაიჯერა, რომ მე ვიჯექი და ვლაპარაკობდი, მამაჩემმა თქვა, რომ ეს
ნამდვილი სასწაული იყო, ის ბედნიერებისგან ტიროდა, - ამ დროს კეტრინის სახე
მოიქუფრა – ერთ მშვენიერ დღეს მე მამაჩემის დატოვება მომიწევდა, ის დაინახავდა, რომ
დრო გადიოდა, მე კი ერთი დღითაც არ ვბერდებოდი.
_და შენ არასდროს დაბერედბი?
_არა, აი ამაშია მთელი სასწაული, სტეფან მე მუდამ ახალგზარდა ვიქნები და არასდროს
მოვკვდები. შეგიძლია ესეთი რამ წარმოიდგინო??
სტეფანს სხვანაირი კეტრინი ვერც წარმოედგინა, შესანიშნავი, უცოდველი, უბრალოდ
იდეალური.

_მაგრამ? მაგრამ თავიდან შენ ეს არ მოგეჩვენა საშიშად?
_თავიდან ცოტა არ იყოს კი, მაგრამ გუდრუნმა ამიხსნა ყველაფერი. სწორედ მან მირჩია ამ
ბეჭდის დამზადება, სანამ მე ვიწექი მას თანდათანობით პატარა ცხოველები მოჰყავდა,
რომელსაც მისი შვილი ზრდიდა.
_ადამიანები? ადამიანები არ მოყავდა?
კეტრინს სიცილი აუტყდა.
_რა თქმა უნდა არა. ყველაფერი რაც მე მჭირდება შემიძლია ღამე მტრედებისგან მივიღო.
გუდრუნი ამბობს, რომ თუ მე მომინდება მართლაც ძლიერი გავხდე ადამიანის სისხლი
უნდა დავლიო, კალუსიც ცდილობს ხანდახან ჩემ დათანხმებას, მას ისევ უნდა სისხლი
გავცვალოთ, მაგრამ მე გუდრუნს ვუთხარი, რომ არ მინდა ძლიერი ვიყო, რაც შეეხება
კლაუსს... – ამ დროს მან სხვა მხარეს გაიხედა. მერე არც ისე ხმამაღლა განაგრძო – მე
ვთვლი რომ ეს ასე ადვილად არ ხდება, მე ადამიანის სისხლს მხოლოდ იმ შემთხვევაში
დავლევ თუ ვიპოვი გადმომცემს. ადამიანს რომელიც მთელი უსასრულობა ჩემთან ერთად
იქნება. – მან სერიოზულად შეხედა სტეფანს.
სტეფანმა მხიარულად გაიცინა. ის ძალიან ბედნიერი და ამაყი იყო. მას ძლივს შეეძლო
შეეკავებინა აღფრთოვანება და სიხარული.
მაგრამ ყველაფერი ასე იყო მანამ სანამ სტეფანის ძმა დეიმონი არ დაბრუნდებოდა
უნივერსიტეტიდან. მანამ სანამ დეიმონმა არ დაინახა კეტრინის მწვანე თვალები.
სტეფანი საწოლზე იწვა და მის გონებაში კიდევ ერთი წარსულის მოგონება ამოტივტივდა.
სტეფანი თითქოს ხედავდა სურათებს, ერთმანეთის მიყოლებით, ის ხედავდა მისი ძმის
სახეს, ნიღაბი არაადამიანური სიძულვილის, კეტრინის თვალები, დეიმონთან ერთად
მოცეკვავე კეტრინი, თავის ახალ თეთრ კაბაში...
_დეიმონ... კეტრინ... არაა.. არაა...!
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 33
სტეფანი საწოლზე დამჯდარიყო. მისი სუნთქვა ნელნელა გათანაბრდა. კოშმარული
სიზმარი. უკვე დიდი ხანია სტეფანს კოშმარები აწუხებს, ხანდახან საერთოდ არ ძინავდა,
რამდენიმე წუთი ბოლო სცენა მის გონებაში მეორდებოდა. სრულიად მოულოდნელად
სტეფანი ფანჯარასთან აღმოჩნდა. მან სიბნელეში გაიხედა, საღამოს სუსხი იყო.
<დეიმონ> გაიფიქრა მან.
არა ის არ გრძნობდა პასუხს. სტეფანმა ჩაისუნთქა და ფანჯარას მოშორდა, ალბათ მას
შეეშალა რაღაც, შეიძლება მას სასაფლაოზეც მოეჩვენა და სახიფათო არაფერი ხდებოდა,
ფელს-ჩერჩი იყო ჩუმი და მშვიდი. სტეფანს ქალაქისთვის უნდა მიებაძა. მას ძალიან
ჭირდებოდა ნორმალური ადამიანური ძილი.


***
5 სექტემბერი (პრინციპში უკვე 6 – ახლა დაახლოებით ღამის 1 საათია)
ჩემო საყვარელო დღიურო!
ალბათ უმჯობესი იქნებოდა საწოლში თუ დავბრუნდებოდი. რამოდენიმე წუთის წინ მე
გამეღვიძა, მომეჩვენა, რომ ვიღაც ყვირის, მაგრამ ახლა სახლში სიმშვიდეა, რამდენი
უცნაური რამ მოხდა გუშინ საღამოს, ჩემი ნერვები ამდენს ვეღარ უძლებს, მე გავიღვიძე იმ
გადაწყვეტილებით, რომ სტეფანის ხელში ჩასაგდებად აუცილებლად უნდა გავაკეთო
რამე, მაშ ასე, გეგმა ბ. პირველი ფაზა ხვალ იწყება.


ფრენსიზის თვალები ანათებდა, როცა ის მიუახლოვდა სამი გოგოს მაგიდას:
_ელენა შენ ეს აუცილებლად უნდა გაიგო!
თავაზიანად მაგრამ არასკმარისად თბილად ელენამ მას გაუღიმა, და ფრენსიზი მისკენ
გადაიხარა:
_მე მინდა გკითხო, შეიძლება შემოგიერთდეთ? მე ზუსტად ახლახან გავიგე
წარმოუდგენელი ამბები სტეფან სალვატორზე.
_დაჯექი – თავაზიანად უთხრა ელენამ – მაგრამ – დაამატა მან ისე რომ ბულკს თან კარაქს
უსვამდა. – სტეფან სალვატორის ამბები ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს.
_მართლა? –გაოცებულმა შეხედა ფრენსიზმა. შემდეგ კი ბონის და მერედიტს გადახედა.
_გოგოებო ალბათ თქვენ ხუმრობთ!
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 34
_სულაც არა, ჩვენ უკვე სხვა გვყავს გონებაში – მშივიდად აუხსნა მერედიტმა
_მართალია –კვერი დაუკრა ბონიმ –ამბები სტეფან სალბატორზე, ნუ როგორ გითხრა უკვე
მოძველდა.
ფრენსიზმა გაოცებულმა შეხედა ელენას:
_მეკი მეგონა, რომ თქვენ ყველაფერი გაინტერესებდათ მასზე.
_უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო. – აუხსნა ელენამ – ბოლოსდაბოლოს ის ჩვენი
სტუმარია და მე მინდოდა როგორც საკადრისია ისე მივსალმებოდით ფელს-ჩორჩში.
მაგრამ მე რა თქმა უნდა არ ვუღალატებ ჟან-კლუდს.
_ჟან-კლუდი – დაეთანხმა მერედიტი.
_ჟან-კლუდი – გაითამაშა ბონიმაც.
ელენამ თავისი ჩანთიდან ფრთხილად ამოიღო ფოტო.
_აი ის დგას კოტეჟის წინ, სადაც მე და ჩემი ოჯახი გავჩერდით, მას მოაქვს ჩემთვის
ყვავილები და ამბობს... აჰჰ.. – ის ეშმაკურად იღიმება –ეს უმჯობესია არ გავიმეორო.
ფრენსიზმა დაკვირვებით შეისწავლა ფოტოსურათი, მასზე იყო გამოსახული ახალგაზრდა
სიმაპატიური ბიჭი, მაისურის გარეშე.

_ის ხომ ჩვენზე დიდია? ასე არაა?? – დაინტერესდა ფრენსიზი.
_ის 21 წლისაა, რა თქმა უნდა.. დეიდაჩემი ამას არასდროს დაუჭერს მხარს _ მწუხარეთ
განაგრძო ელენამ – ასე რომ მე და ჟან-კლუდი საიდუმლოდ ვინახავთ ჩვენ ურთიერთობას,
მანამ სანამ სკოლას არ დავამთავრებ, მანმადე ჩვენ მხოლოდ წერილების გაგზავნა
შეგვიძლია ერთმანეთისთვის.
_რა რომანტიულია, - ამოისუნთქა ფრენსიზმა – გპირდები მე არავის არ მოვუყვები ამ
აბავს. მაგრამ სტეფანი?
ელენამ ის ღიმილით დაასაჩუქრა.
_როცა საქმე მიდგება ევროპელებზე – მან მრვალმნიშვნელოვნად აღნიშნა ეს – მე
ყოველთვის იტალიელს ვამჯობინებ ფრანგს. – ის მერედიტისკენ შებრუნდა –ასე არაა?
_ეჭვგარეშეა – ელენამ და მერედიტმა მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმეს ერთმანეთს და
მერე ფრენსიზისკენ შებრუნდნენ – ასე არაა?
_ხოო რა თქმა უნდა – სწრაფად დაეთანხმა ფრენსიზი გოგოებს – შენ მართალი ხარ –
გაუღიმა ელენას და გასასვლელისკენ წავიდა.
როგორცკი ფრენსიზი თვალს მიეფარა ბონიმ თქვა:
_არაა! მე მოვკვდები ეს ჭორი თუ სასწრაფოდ არ გავიგე!
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 35
_მართლა? შემიძლია გითხრა რა უნდა ეთქვა ფრენსიზს, დადის ჭორი, რომ სტეფანი
აგენტია ნარკომანიასთან ბრძოლის წინააღმდეგი კომპანიიდან.
_ვიინ? – ბონიმ გაოცებულმა შეხედა, მერე კი მის ბაგეს სიცილი მოსწყდა. – ეს ხომ
სისულელეა, რომელი აგენტი ჩაიცვამდა ასე და შავ სათვალეს გაიკეთებდა? მე მინდა
ვთქვა, რომ ის ხომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიიზიდოს ხალხის ყურადღება. –
შემდეგ გაჩერდა და დაფიქრდა –მაგრამ იქნებ სწორედ ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს? ის
ხომ მართლაც მარტო ცხვრობს? ელენა რა მოხდება თუ ეს სიმართლეა?
_ეს არაა სიმართლე –უთხრა მერედიტმა.
_საიდან იცი?
_საიდან და იქიდან, რომ ეს ჭორი მე გავავრცელე. _ ბონის სახის ცვილელბისას მერედიტმა
ბევრი იცინა და მერე დაამატა - ელენამ მთხოვა.
_ვააა, ნამდვილად მაგრად მოიფიქრე! შეიძლება, რომ მე ყველას მოვუყვე თითქოს ის ისე
ავადაა, რომ სიკვდილის პირასაა?
_არაა არ მინდა. აი ჟან-კლუდზე კი რაც გინდა ის შეგიძლია თქვა.
_და ვინაა ის სინამდვილეში? – დაინტერესდა ბონი.
_მებაღე, ის ცოლიანია და ორი შვილიც ჰყავს.
_ცუდია – სერიოზულად თქვა ბონიმ – და შენ სთხოვე ფრენსიზს მასზე არავისთან
არაფერი მოეყოლა...
_აჰაა.. – ელენამ საათს დახედა –ესეიგი სადღაც ორ საათში მასზე მთელი სკოლა
ალაპარაკდება.
გაკვეთილების შემდეგ გოგონები ბონისთან წავიდნენ სახლში. ისმოდა წკუმუტუნის
მაგვარი ყეფა და საკმარისი იყო კარი გაეღო ბონის, რომ მათ შეეგება საკმაოდ მობერებული
პეკინესი. მას ბონის გარდა ვერავინ ვერ იტანდა.
გოგონები ჩაბნელებულ მისაღებ ოთახში შევიდნენ სადაც ბონის და მაგიდასთან იდგა. 


ბავშვებო ამ თავს ორი ან სამი კომენტარი მაინც თუ არ ექნება აგარ გავგრძელეებ.. რადგან მგონი არავინ არ კითხულობს..
კატეგორია: ♡ BooK ♡ | ნანახია: 687 | დაამატა: SoPhie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
0  
3 -Anniiee♡   (2012-07-24 12:28 PM) [Entry]
- ძაან მაგარია
0  
2 SoPhie   (2012-07-23 9:59 PM) [Entry]
ორი კვირა ვგარ დავდეებ.. სოფელში მივდივაარ smile
0  
1 KuuSaa   (2012-07-23 9:13 PM) [Entry]
აი, უძლიერესი თავია !!! happy happy happy ყოჩაღ !! happy happy აუცილებლად გააგრძელეე happy happy
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2024-05-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤