მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » ივლისი » 24 » ვამპირის დღიურები
2:58 PM
ვამპირის დღიურები

მხოლოდ 2 წლით უფროსი იყო ბონიზე, მაგრამ უკვე მუშაობდა ფელს-ჩერჩის კლინიკაში.
_ბონი კარგია, რომ მალე მოხვედი, გამარჯობა ელენა, მერედიტ.
გოგოებიც მიესალმნენ მას.
_რამე მოხდა? – დაინტერსდა ბონი - დაღლილი ჩანხარ.
მერი პასუხის მაგივრად გოგოებს გამომწვევად დააკვირდა და კითხვა შეუბრუნა:
_ბონი გუშინ გვიან დაბრუნდი სახლში, სად იყავით გოგოებო?
_სასაფ... უფრო სწორად ხიდთან ვიყავით.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 36
_ასეც ვიფიქრე. _ მერიმ ღრმად ჩაისუნთქა. – ახლა კი ყურადღებით მომისმინე ბონი, აღარ
გაბედო იქ ხეტიალი, განსაკუთრებით ღამე!
_კი მაგრამ რატომ? – გაკვირვებულმა იკითხა ბონიმ.
_იმიტომ, რომ გუშინ იქ ვიღაცას თავს დაესხნენ! და იცით სად? ზუსტად მდინარის
ნაპირას, ხიდის ქვეშ.
ელენამ და მერედიტმა დაეჭვებულებმა შეხედეს მერის. ბონი კი ელენას ხელზე
ჩააფრინდა.
_ვიღაცას თავს დაესხნენ? ვის? რა მოხდა?
_ზუსტად არ ვიცი, დღეს დილით აღმოაჩინა მესაფლავემ, ვიღაც ლოთი, რომელსაც ალბათ
ხიდის ქვეშ ეძინა, ღამე თავს დაესხნენ. როცა ლოთი იპოვეს ის თითქმის მკვდარი იყო.
ახლაც უგონოდაა. სავსებით შესაძლებელია, რომ ის მოკვდება.
ელენამ შეშინებულმა იკითხა:
_რას გულისხმობ როცა ამბობ, რომ მას თავს დაესხნენ?
_მე – თქვა მერიმ ისე, რომ თითოეულ სიტყვას ხაზს უსვამდა. _ ვგულისხმობ, რომ მას
ყელზე დიდი ნაკბენი აქვს, მან ბევრი სისხლი დაკარგა, თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს
რომელიმე მონადირე ცხოველმა გააკეთა, მაგრამ ახლა ექიმი ლოუენი ამბობს, რომ
დამნაშავე ადამიანია და პოლიცია ფიქრობს, რომ ვინც ეს ჩადინა სასაფლაოზე
იმალებოდა. – მერიმ გოგოებს შეხედა და გააგრძელა – ასე, რომ თუ თქვენ მართლა იყავით
ხიდთან ან სასაფლაოზე, ელენა გილბერტ, თავდამსხმელი შესაძლოა თქვენთან ძალიან
ახლოს ყოფილიყო, ხვდებით რას ვგულისხმობ?
_არ ღირს ჩვენი შეშინება – თქვა ბონიმ – მერი ჩვენ ყველაფერს მივხვდით.
_ძალიან კარგი, გოგოებო არ გეწყნოთ მე ჩემ ოთახში უნდა გავიდე, ცოტა ხანი დავისევნო,
ბოდიშით არ მინდოდა ასე მკაცრად გამომსვლოდა. – და ის გავიდა მისაღები ოთახიდან.
გოგონები მარტო დარჩნენ ოთახში და ერთმანეთს გადახედეს.
_მის ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩენილიყო, - აღნიშნა მერედიტმა –
განსაკუთრებით კი შენ ელენა. შენ ხომ სასაფლაოზე მარტო წახვედი.
ელენას დაბურძგლა შიშისგან. ის თითქოს ისევ სასაფლაოზე აღმოჩნდა, დეტალურად
გაახსენდა ის რამე, ცივი ქარი და თითქოს ღობერტ ლის სახელობის სკოლიდან ისე შორს
იყო.
_მომისმინე ბონი – ნელა თქვა ელენამ. – შენ იქ არავინ დაგინახავს? ღას გულისხმობდი
როცა თქვი, რომ მე ვიღაც მელოდებოდა?
ბონიმ გაურკვევლად შეხედა.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 37
_რას გულისხმობ? მაგდაგვარი არაფერი მითქვამს.
_როგორ არა თქვი.
_არა, მე არ მითქვამს.
_ბონი ჩვენ ორივემ გავიგეთ როგორ თქვი. შენ ძველ საფლავს უყურებდი, მერე ელენას
შეხედა და თქვი რომ... _ ჩაერია მერედიტი.
_წარმოდგენა არ მაქვს რას ამბობთ. ასეთი არაფერი მითქვამს. _ ბონის სახეზე ბრაზი
გამოეხატა, მაგრამ მის თვალებში ცრემლები მოჩანდა. _ მე აღარ მინდა ამ თემაზე
ლაპარაკი.
ელენამ და მერედიტმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს. მზე კი ამ დროს
მთის ქვეშ ჩაიმალა.

26 სექტემბერი.
ძვირფასო დღიურო !
ვწუხვარ ,რომ ამდენი დრო გავიდა , მე კი იმის ახსნაც არ შემიძლია რატომ არ
ვწერდი , ალბათ იმიტომ , რომ მომხდარის შესახებ საუბარი მაშინებს.
ამ დღეებში პატარა „‟უსიამოვნება‟‟ მოხდა. როცა მერედიტთან და ბონისთან
ერთად სასაფლაოზე ვიმყოფებოდი, ამ დროს იქვე მახლობლად უსახლ-კარო
ბერიკაცს თავს დაესხმნენ და კინაღამ მოკლეს. დამნაშავე ახლაც თავისუფალია.
ხალხს ჰგონია რომ ბერიკაცი „‟გაგიჟდა‟, რადგან გონზე მოსვლის შემდეგ ბოდვა
დაიწყო , სიბნელეში მოძრავ თვალების და სხვა სასწაულების შესახებ. მე მახსოვს
იმ საღამოს რაც მოხდა , კითხვები არ მასვენებს და ეს მაშინებს.
რაღაც დროის მანძილზე ხალხი შეშინებული იყო , ყველა ბავშვს აკრძალული
ჰქონდა სიბნელის დადგომის შემდეგ გარეთ გასვლა. 3 კვირა გავიდა და ყველა
ნელ- ნელა დაწყნარდა, რადგან თავდასხმის შემთხვევები არ განმეორებულა. დეიდა
ჯუდიტი ამბობს , რომ ეს რომელიმე „‟ბომჟის‟‟ ნახელავია. ტაილერის მამამ ჩათვალა
, რომ ბერიკაცმა თვითონ ავნო საკუთარ თავს, - თუმცა ძალიან კი მაინტერესებს
როგორ შესძლებდა ამას.
მთლიანობაში მე გეგმის განხორციელებით ვიყავი დაკავებული. ჯერ - ჯერობით
ყველაფერი არც თუ ისე ცუდად მიდიოდა, მე ყოველდღე ვღებულობდი ვარდებსა
და წერილებს ჯან კლოდისაგან ( საქმეს გვიადვილებდა ის მდგომარეობა,რომ
მერედიტის ბიძა ფლორისტი იყო). ყველას მგონი დაავიწყდა ,რომ ოდესღაც
სტეფანით ვიყავი დაინტერესებული. კეროლაინიც კი აღარ მიქმნიდა პრობლემებს.
სიმართლე რომ ვთქვა , არც ვიცი რითი იყო დაკავებული კეროლაინი მთელი ამ
დროის მანძილზე და არც მაინტერესებს. მე მას ვეღარ ვხედავ ლანჩის დროსა და
გაკვეთილების შემდეგაც კი, მგონი იგი სამუდამოდ ჩამოშორდა თავის „‟კომპანიას‟‟.
ერთადერთი რაც მაინტერესებს - არის სტეფანი.
ბონისა და მერედიტსაც არ ესმით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იგი ჩემთვის.
გრძნობების განხილვის მეშინია , რადგან შეიძლება იფიქრონ რომ გავგიჯდი.
სკოლაში სიმშვიდისა და უდარდელობის ნიღბით დავდივარ, თუმცა........შინაგანად
უარესად ვხვდები.
დეიდა ჯუდიტი ანერვიულდა. სულ იმას ამბობს , რომ ბოლო დროს ცუდად
ვიკვებები და ამაში მართალია.კონცეტრირებას ვერაფერზე ვახდენ , ისეთ
სასიამოვნო წვრილმანზეც კი ,როგორიცაა ჰელოუვინის ორგანიზება. ვერაფერზე
ვფიქრობ სტეფანის გარდა და ვერ ვხვდები რატომ.........
იმ საშინელი დღის შემდეგ არ დამლაპარაკებია. მე შენ მოგიყვები რაღაც უცნაურსა
და საინტერესოს.გასულ კვირას ისტორიის გაკვეთილზე თვალები ავწიე და
შევამჩნიე, რომ მიყურებდა.ჩვენ ერთმანეთის მახლობლად ვზივართ , ის გვერდულად
დაჯდა რომ უკეთ ვენახე, რაღაც მომენტში შევშინდი და გულმა „‟გიჟურად‟‟ დაიწყო
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 39
ცემა. რაღაც დროის მანძილზე ერთმანეთს ვუყურებდით , უეცრად კი ის გაბრუნდა.
ეს შემთხვევა ორჯერ განმეორდა.
სტეფანი არ ჰგავს არც ერთ ბიჭს ჩემი გარემოცვიდან.
იგი მარტოსული და იდუმალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუნდაც ეს
თავისით აერჩია. სტეფანი ძალიან კარგად თამაშობს ფეხბურთს, მაგრამ გუნდიდან
არავის ემეგობრება მეტის გარდა. იგი მარტო მას ელაპარაკება. გოგოებიდანაც არავის
ეკონტაქტება , ეტყობა ჭორმა ნარკოტიკებთან მებრძოლე აგენტის შესახებ
გაამართლა. სალვატორე სადღაც ქრება გაკვეთილებისა და ვარჯიშების შემდეგ, არც
ერთხელ არ მინახავს სასადილოში და არც არავის ეპატიჟება პანსიონატში.
როგორ უნდა ვიპოვო ის ადგილი , საიდანაც ვერ გამექცევა? ეს იყო გეგმა ბ-ს
მთავარი „‟შეფერხება‟‟.
ბონი დაცინვით მეუბნება ; „‟ სადმე ჭეკაქუხილში მოყევით და ერთმანეთი სხეულით
გაათბეთ „‟.მერედიტი მთავაზობს , რომ მისი პანსიონატის წინ შემთხვევით „‟მანქანა
გამიფუჭდეს‟‟. ამგვარი უაზრო შეთავაზებებით ჭკუიდან ვიშლები .ვცდილობ რამე
უფრო ღირსეული და რეალური მოვიფიქრო , მაგრამ ამაოდ.
ყოველდღე ჩემი განცდები უფრო და უფრო ცუდად მხდის. საათს ვგავარ ,
რომელსაც ვიღაც სულ უფრო „‟მაგრად‟‟ ქოქავს. თუ კი სასწრაფოდ რამეს არ
მოვიფიქრებ.......
მინდოდა დამეწერა „‟მოვკვდები‟‟.

გამოსავალი მოულოდნელად, თავისით მოვიდა .
მეტის წინაშე ელენა თავს დამნაშავედ გრძნობდა, ეს ჭორები ჯან-კლოდის შესახებ
ტანჯავდნენ მას. ყმაწვილი არ ელაპარაკებოდა მას „‟ საიდუმლოს‟‟ გაგების შემდეგ .
რამდენიმეჯერ როცა ლიტერატურის კაბინეტის კარებთან შეეფეთნენ ერთმანეთს ,
მეტს თვალებიც არ აუწევია....
- „‟მეტ..‟‟- დაიწყო ელენამ.
მას უნდოდა ეთქვა , რომ ყოველივე ეს ტყუილია, რომ იგი არასოდეს შეხვდებოდა
სხვას მასთან ლაპარაკის გარეშე. კიდევ , მას უნდა ეთქვა ,რომ ტკივილის მოყენება
არ უნდოდა და რომ ახლა თავს ცუდად გრძნობს. მაგრამ არ იცოდა საიდან
დაეწყო საუბარი.
- „‟ მაპატიე „‟ - თქვა ელენამ და გაბრუნდა რომ კლასში შესულიყო.
- „‟ელენა...‟‟- მიმართა მეტმა და გოგონა შემოუბრუნდა მას.
ახლა, ის ყოველი შემთხვევისთვის უყურებდა მას. მისი თვალები ელენას
ათვალიერებდნენ, შემდეგ მან თავი გაიქნია და ჰკითხა ;
-„‟ იმ ფრანგთან ყველაფერი სერიოზულად გაქვს?‟‟
- „‟ არა „‟ - ფრთხილად უპასუხა ელენამ - „‟ მე ის გამოვიგონე - აღიარა მან - ეს
იმიტომ გავაკეთე , რათა ყველას გაეგო რომ არანაირი საქმე არ მაქ..... - აქ ელენა
შეჩერდა.
- „‟ სტეფანს გულისხმობ. გავიგე. - მეტმა თავი დაუქნია.- მისმინე ელენა , მას ცუდად
გამოუვიდა , მაგრამ არამგონია აქ რაიმე პირადული იყოს . ყველასთან ასე იქცევა.‟‟
- „‟ შენს გარდა...‟‟
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 40
- არა. ხანდახან მესაუბრება , მაგრამ პირადულზე არასოდეს. იგი არასოდეს ახსენებს
ოჯახსა და რაიმე დამოუკიდებელ გაკვეთილებზე. ისეთი შეგრძნებაა
თითქოს........მის გარშემო კედელია . არამგონია ოდესღაც ვინმე შემოუშვას თავის
იდუმალ ცხოვრებაში. ეს ძალიან ცუდია , რადგან ვგრძნობ რომ იგი „‟უბედურია‟‟.
ასეთი საუბარი ელენასთვის მოულოდნელი იყო , „‟ასეთ დეტალებს‟‟ არც ელოდა.
სტეფანი ყოველთვის გამოიყურებოდა თავშეკავებულად და მკაცრად. მეორეს მხრივ ,
ზოგჯერ ელენაც ასე გამოიყურებოდა სხვების თვალში. ნუთუ ამ ნიღბის ქვეშ
მყოფი სტეფანი სინამდვილეში ისეთივე უბედურია როგორც გილბერტი?
ამ დროს მას რაღაც იდეა მოუვიდა , რომელიც ძალზედ ადვილი იყო. არანაირი
რთული გეგმები , საშინელი ჭეკაქუხილი და გაფუჭებული მანქანები.
- „‟ მეტ,- მშვიდად დაიწყო ელენამ, -არ გგონია , რომ საჭიროა ვინმემ ეს
კედელი გადალახოს? ცუდი არ იქნება სტეფანისთვის , ამას ვგულისხმობ . მგონი
ამაზე უკეთესი გამოსავალი არ უნდა არსებობდეს მისთვის? „‟- იგი დაძაბულად
უყურებდა ბიჭს ,იმის იმედით რომ სწორედ გაუგებდა.
მეტი გაჩუმებული უსმენდა ელენას, შემდეგ ცოტა ხნით თვალები დახუჭა და თავი
დაუქნია.
- „‟ იცი ელენა, - წარმოთქვა მან , - აუტანელი ხარ . ხალხს ისე ატრიალებ ,
როგორც მოგესურვება და ყველაზე საშინელი ის არის , რომ ამას ვერც აცნობიერებ.
აი ახლა მთხოვ სტეფანის გამოჭერაში დახმარებას , მე კი ისეთი სულელი ვარ ,რომ
შეიძლება დაგთანხმდე.‟‟
- „‟ სულელი კი არა ჯენტლმენი ხარ. დახმარებას გთხოვ , რა თქმა უნდა იმ
შემთხვევაში თუ თვლი , რომ ეს სწორია. არ მინდა ტკივილი მოგაყენო არც შენ
და არც სტეფანს.‟‟
- „‟მართლა? „‟
- მართლა. მესმის ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება..... მე უბრალოდ მინდა...
„‟- აქ ელენა ისევ შეჩერდა.
როგორ აუხსნას ის , რაც თვითონაც არ იცის?
- „‟შენ უბრალოდ გსურს ,რომ სამყარო ელენა გილბერტის გარშემო ბრუნავდეს
„‟ -ემწარა მეტი, - იმის მიღება გინდა რაც არ გაქვს.‟‟
შოკში მყოფი ელენა უკან დაიხია და გაკვირვებით შეხედა მეგობარს. თვალებზე
ცრემლები მოაწვა.
- „‟ არა , არ გინდა - აქვე დანებდა მეტი , - გეყოფა ელენა , ასე ნუ იქცევი .
მაპატიე. - მძიმედ ამოისუნთქა,- კარგი , რა უნდა გავაკეთო? მოვიტაცო და სახლში
მოგიყვანო?‟‟
- „‟არა , - უპასუხა ელენამ ,-არაა საჭირო. უბრალოდ გააკეთე ისე , რომ შემდეგ
კვირას კლასელთა შეხვედრის საღამოზე მოვიდეს.‟‟
- „‟ შენ უბრალოდ გინდა ,რომ ცეკვებზე მოვიდეს? „‟
ელენამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
- „‟კარგი. ყველანაირად ვეცდები ეს თხოვნა შეგისრულო. იცი ელენა........ შენს
გარდა არავის დაპატიჯება არ მინდა.‟‟
- „‟ კარგი , - წამიერი დუმილის შემდეგ უპასუხა ელენამ , - გმადლობ.‟‟
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 41
- „‟ არ გინდა ელენა, მადლობას ნუ მიხდი. ეს წვრილმანია.‟‟
ელენა ჯერ კიდევ ფიქრებში იყო , როცა მეტი გაბრუნდა და გზა განაგრძო.
- „‟ სწორად დადექი „‟- ბრძანა მერედიტმა და ელენას თმაზე მოქაჩა.
- „‟ მე ჯერ კიდევ ვფიქრობ , - მოისმა ბონის ხმა ,რომელიც ფანჯარასთან იჯდა
, - რომ ორივე შეუდარებელნი იყვნენ.‟‟
- „‟ ვისზე ამბობ? „‟ - დაბნეულად იკითხა ელენამ.
- „‟ ვითომ არ იცი , - უთხრა ბონიმ , - ორივე შენი ბიჭუნა , რომლებმაც თამაშის
ბოლო წუთებში შეუდარებელნი იყვნენ. როცა სტეფანმა ის პასი დაიჭირა , მეგონა
გული წამივიდოდა.‟‟
- „‟ ბონიიი , ძალიან გთხოვ... - დაიწყო მერედიტმა.
- „‟ მეტი....ეს ბიჭი .... საოცრად მოძრაობს‟‟
- „‟ არც ერთი მათგანი არაა ჩემი „‟ ბიჭი‟‟,- მკაცრად თქვა ელენამ.
მერედიტმა ელენას თმა ულაქმაზესს ვარცხნილობათ აქცია. მისი კაბა
არაჩვეულებრივი იყო. თვითონ ელენას საკუთარი თავი ფერმქთალად და ცივად
ეჩვენებოდა.
გუშინ , როდესაც იგი ოფიციალურად განაცხადეს დედოფლად , ელენა მარტო ერთ
რამეზე ფიქრობდა , რომ ახლა სტეფანი ცეკვაზე უარს ვერ ეტყვის. და ახლა, როცა
იგი სარკეში იყურებოდა ისევ ამაზე ფიქრობდა და ოცნებობდა.
- „‟ დღეს იმას მიიღებ ,რაც გსურს -აწყნარებდა ბონი , - და..... მომისმინე ელენა.
როცა საბოლოოდ მიატოვებ მეტს შეიძლება ვანუგეშო?‟‟
- „‟ რეიმონდი?‟‟
- „‟ მას მერედიტი მიხედავს. მეტი მართლა მომწონს. იმ დღიდან ,როცა სტეფანი
ამოიჩემე ...მეტი ზედმეტი აღმოჩნდა და მე ვიფიქრე....‟‟
- „‟ გააკეთე როგორც გინდა. მეტი იმსახურებს ამას.‟‟
- აი, - თქვა მერედიტმა როცა ელენას ვარცხნილობა დაასრულა,- დედოფალო
შემოგვხედე..... მშვენივრად გამოვიყურებით..‟‟
სამივე მეგობარი მისაღებ ოთახში ჩავიდა , როგორც ამას აკეტებდა ყოველი
ცეკვების დროს მეშვიდე კლასიდან - თუ არ ჩავთვლით იმას , რომ მათთან ერთად
კეროლაინიც იმყოფებოდა. უცებ ელენა მიხვდა , რომ წარმოდგენაც არ აქვს ვისთან
ერთად მვიდოდა დღეს კეროლაინი.
დეიდა ჯუდიტი და რობერტი ,რომელიც უახლოვეს მომავალში ბიძია რობერტი
უნდა გამყდარიყო ,მარგარეტთან ერთად ქვემოთ ისხდნენ.
- „‟ გოგოებო ....რა ლამაზები ხართ, - თქვა აღელვებულმა დეიდა ჯუდიტმა.
დასაძინებლად გამზადებული მარგარეტი უფროს დას მოეხვია და უთხრა :
- „‟ ძალიან ლამაზი ხარ .. „‟
ამ დროს კარზე დააკაკუნეს . ეს იყო მეტი , მერედიტის მეგობარი ედ გოფი და
რეიმონდ ერნანდესი. ელენა თვალებით სტეფანს ეძებდა.
- „‟ ალბათ უკვე იქ არის - უპასუხა მეტმა მის „‟მუნჯურ‟‟ შეკითხვას, - ელენა
მომისმინე....
მეტმა ვერ დაასრულა, რადგან მთელი გზის მანძილზე მანქანაში მყოფი ორი
წყვილი არ გაჩუმებულა.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 42
სკოლიდან მუსიკის ხმა ისმოდა. მანქანიდან გადმოსულ ელენას უჩვეულო გრძნობა
დაეუფლა.
<< რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს და მე ამისთვის მზად ვარ. >> -გაიფიქრა
მან.
იგი მართლაც ასე ფიქრობდა.
დარბასში შესულ ელენას ყველა ქათინაურს ეუბნებოდა...... მისი ვარცხნილობა ,
კაბა,ფერთა შეხამება....ყველაფერი მშვენიერი იყო.
მასთან ტაილერი მივიდა , რომელსაც პუნშის სუნი ასდიოდა. ელენამ თვალი
არაარიდა იმის იმედით , რომ ყმაწვილი მოსცილდებოდა.
ელენას არავინ ანაღვლებდა , იგი მხოლოდ მას.....სტეფანს ეძებდა.
საღამოს დედოფალმა მეტს გახედა და შეამჩნია , რომ სადღაც მარცხნივ იყურებოდა.
თვალი გააყოლა და დაინახა. უფრო სწორად , დაინახა კი არა იგრძნო მისი მანდ
ყოფნა....სტეფანი....
- „‟ ახლა რის გაკეთებას აპირებ ? „‟
- „‟ უბრალოდ საცეკვაოდ დავპატიჯებ. თუ გინდა , ჯერ შენ გეცეკვები.‟‟ -
უთხრა ელენამ.
მეტმა უარი უთხრა და გილბერტი სტეფანთან გაეშურა. მიუხედავდ იმისა , რომ
სტეფანს მხოლოდ პროფილში ხედავდა , მან შეამჩნია რომ ამჯერად სათვალის
გარეშე იყო.რათქმაუნდა , თამაშის დროს ისნიდა ხოლმე , მაგრამ ასე ახლოს
სათვალის გარეშე აქამდე არ უნახავს.

კატეგორია: ♡ BooK ♡ | ნანახია: 911 | დაამატა: SoPhie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
0  
3 N-BieBeR   (2012-07-24 11:07 PM) [Entry]
უმაგრესია love
0  
2 SeLLeNatoR   (2012-07-24 3:27 PM) [Entry]
<_< <_< მაგარიაა <3 :)
0  
1 -Anniiee♡   (2012-07-24 3:23 PM) [Entry]
- მაგარია ძაან
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2024-05-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤