ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დემი ლოვატომ სპეციალური სამკურნალო დაწესებულება დატოვა, სადაც თვითდაზიანებების გამო მოხვდა. ახალგაზრდა მომღერალს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ გამოჯანმრთელებულიყო, რადგან ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები.
People-ის ცნობით, 2 წლის შემდეგ ახალგაზრდა ვარსკვლავი მაშინდელ საკუთარ საქციელზე საუბრობს.
"ძალიან აღელვებული ვიყავი. მქონდა შეგრძნება, რომ საკუთარ სხეულს აღარ ვეკუთვნოდი, სრულიად სხვა ვიყავი. სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ფიზიკური და სულიერი თანხვედრა. საკუთარი თავი დავიზიანე იმისთვის, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ამ დროს შიშს ნამდვილად ვერ ვგრძნობდი." - განაცხადა ლოვატომ.
საბედნიეროდ ახალგაზრდა გოგონა ამჯამად თავს მშვენივრად გრძნობს, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მან ფსიქოლოგიური პრობლემების დამარცხება შეძლო.
|