prime time საუბრობს დემი ლოვატოს მიერ მოწყობილ სიურპრიზზე ლოს ანჯელესის კონცერტზე
X Factor-ის ჟიურის ახალგაზრდა წევრი დემი ლოვატო ახალი ამპლუიდან დროებით გათავისუფლდა და გადაწყვიტა კვლავ საკუთარ კარიერას მიხედოს. ახალგაზრდა მომღერალი კონცერტების სერიას განაგრძობს და ამჯერად მან გულშემატკივარს ლოს-ანჯელესის ბერძნულ თეატრში უმასპინძლა.
Hollyscoop-ის ცნობით 19 წლის მომღერალმა კონცერტზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგად მღერის და გულშემატკივარსაც ძალიან უყვარს. ლოვატომ მაყურებელს სიურპრიზიც შესთავაზა. გამოცემის თქმით სცენაზე გოგონამ აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები კონცერტს ესწრებოდნენ და იმასაც დაჰპირდა, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი მასთან ერთად იმღერებდა.
მაყურებელი ამ ყველაფრით იმდენად დაინტერესდა, რომ იმ მომღერლების სახელების სკანდირება დაიწყო, რომლებიც მათი აზრით შესაძლებელი იყო სცენაზე გამოსულიყვნენ. მათ შორის იყვნენ მისი უახლოესი მეგობარი სელენა გომესი, X Factor-ის ჟიურის წევრი ბრიტნი სპირსი და დემის ყოფილი მეგობარი ბიჭი ჯო ჯონასი. თუმცა გულშემატკივრებმა ვერ გამოიცნეს. სცენაზე მოულოდნელად ნიკ ჯონასი გამოჩნდა. ამ სიურპრიზს საოცარი ემოციები მოჰყვა, ლოვატომ კი აღნიშნა, რომ ნიკი მისთვის ყველაზე საუკეთესო მეგობარია ვინც კი ოდესმე ჰყოლია.
როგორც გამოცემის ერთ-ერთი წყარო აღნაშნავს პერფორმანსის იდეა დემის სცენაზე გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაჩნდა და აშკარად გაამართლა.
|