მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » აგვისტო » 3 » კრისტენ სტიუარტი
6:33 PM
კრისტენ სტიუარტი

დასავლური პრესა ვარსკვლავური წყვილის, კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატინსონის შესახებ წერს. ჟურნალი "Us Weekly" სტატიას - "კრისტენ სტიუარტი რობერტ პატინსონს ღალატობს" აქვეყნებს. ჟურნალის ინფორმაციით, კრისტენი რობერტს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან ღალატობს. ის ფილმის - "ფიფქია და მონადირე" რეჟისორია, სადაც კრისტენი ფიფქიას გასანახიერებს.

რუბერტი 44 წლისაა და 22 წლის კრისტენს მამად უფრო შეეფერება, თანაც დაქორწინებულია. გარდა ამისა, ჟურნალ "Us Weekly"-ის გარეკანზე გამოტანილ ფოტოზე კრისტენი და რუპერტი ჩახუტებულები არიან.

"კრისტენი განადგურებულია. ეს შეცდომა იყო. მას არ სურდა რუპერთან რომანი. ყველაფერი გაუაზრებლად მოხდა და კრისტენი ამას განიცდის. ის არჩევანში შეცდა", - ამბობს წყარო ჟურნალ "People"-თან საუბარში.

ჯერჯერობით მსახიობების წარმომადგენლებს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

44 წლის რუპერტი მოდელ ლიბერტი როსიზეა დაქორწინებული და 2 შვილი ჰყავთ. რაც შეეხება კრისტენსა და რობერტს, ისინი დაქორწინებას აპირებდნენ.

-------------------------------------------




კრისტენ სტიუარტის არცთუ კარგი საქციელის შესახებ გუშინ ლამის მთელმა მსოფლიომ გაიგო, წუხელ კი მას თავისი სისუსტის გამო ბოდიშის მოხდაც მოუხდა. ამ შემთხვევის შემდეგ დღეს კრისტენი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში.

Daily Mail-ის ცნობით, გოგონა ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობდა. პაპარაცებმა ის მაშინ დააფიქსირეს, როცა თვალებზე ცრემლებს იწმენდდა. გამოცემის მტკიცებით, მას სახეზე ისედაც ეტყობოდა, რომ ნამტირალევი იყო. კრისტენმა პაპარაცი დააფიქსირა და თავი მოარიდა, მოგვიანებით კი, როდესაც შეამჩნია, რომ არ ეშვებოდა, გაჯავრებულმა შეხედა.

ინფორმაცია კრისტენის ღალატის შესახებ პრესაში გუშინ გავრცელდა. Us Weekly-იმ სტიუარტისა და რეჟისორ რუპერტ სანდერსის უხერხული ფოტოებიც გაავრცელა.


------------------------------------



კრისტენ სტიუარტი საყვარელს, რობერტ პატინსონს ღალატისთვის საჯარო ბოდიშს უხდის. კრისტენმა რობერტს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა და თავს ვალდებულად მიიჩნევს, საყვარელ ადამიანს ჟურნალ "People"-ის საშუალებით პატიება სთხოვოს.

"ძალიან ვწუხვარ. ყველაფერი წინდაუხედავად მოხდა და ამ სამწუხარო ფაქტმა საფრთხე შეუქმნა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ და მნიშვნელოვან ურთიერთობას. რობერტი მიყვარს, პატივს ვცემ. ძალიან ვწუხვარ", - განაცხადა კრისტენმა ჟურნალთან საუბარში.

ღალატისთვის პატიება მეუღლეს რუპერტმაც სთხოვა.

"ძალიან ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რომელიც ჩემს ოჯახს მივაყენე. ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ლამაზი ცოლი და შვილები არიან. ისინი მთელი გულით მიყვარს", - განაცხადა რუპერტმა იმავე "People"-ში.

---------------------------------



კრისტენ სტიუარტის არასწორი საქციელის შესახებ სრულიად დასავლური მედია საუბრობს, ახალგაზრდა გოგონას ბოდიშის მოხდა უკვე მოუხდა, თუმცა ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, როდესაც საქმე ისე სერიოზულად არის, როგორც ამ შემთხვევაში.

კრისტენმა გული არა მხოლოდ თავის მეგობარ მამაკაცს, რობერტ პატინსონს ატკინა, არამედ იმ ადამიანის ოჯახს, რომელთანაც მან რობს უღალატა. რუპერტ სანდერსს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, რაც სტიუარტის დანაშაულს ამძიმებს.

Hollyscoop-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონამ ბოდიში საქვეყნოდ მოიხადა, გადაწყვიტა, რეჟისორის იტალიელ მეუღლეს, ლიბერთი როსს წერილიც გაუგზავნოს და ბოდიში ამ გზით მოუხადოს.

ინფორმაცია კრისტენისა და მისი რეჟისორის, რუპერტ სანდერსის ღალატის შესახებ გუშინწინ საღამოს გავრცელდა და გულშემატკივარი შოკში ჩააგდო.

------------------------------



კრისტენ სტიუარტის შემდეგ საქვეყნოდ ბოდიშს უკვე რუპერტ სანდერსი იხდის. 41 წლის რეჟისორმა, რომელთან კრისტენის ურთიერთობამაც ნამდვილი სკანდალი გამოიწვია, საკუთარ ოჯახს კრისტენის სახალხო განცხადების შემდეგ მოუბოდიშა.

"წარმოუდგენლად განვიცდი იმ ტკივილს, რომელიც ჩემს ოჯახს მივაყენე. ჩემი მშვენიერი მეუღლე და შვილები ამქვეყნად ჩემთვის ყველაფერი არიან. მთელი გულით მიყვარს და მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ." - განაცხადა სანდერსმა.

ინფორმაცია მსახიობ კრისტენ სტიუარტისა და რეჟისორ რუპერტ სანდერსის დიდი ტყუილის შესახებ გუშინ გავრცელდა. შემთხვევა ფილმის "ფიფქია და მონადირე" გადაღებისას მოხდა. ყველაზე უხერხული ამ ამბავში ისაა, რომ რუპერტის მეუღლე, მოდელი ლიბერთი როსი ფილმში თავადაც თამაშობდა და კრისტენის პერსონაჟის დედის როლს ასრულებდა.

---------------------------------
კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 1100 | დაამატა: SoPhie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2025-01-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤