ფრთხილად იარე, შენი გული ბროლის გულია,
დაცურდება და დაიშლება წვრილ ნამცეცებად;
ეს ღამეც მალე გასცილდება ლესას, გულიანს,
ავა ჯუმათში და მონაზვნად აღიკვეცება.
ზოგჯერ უშენოს, უილაჯოს, ბრმადქმნილს, ჯიქურად
მაჩერებს ზღურბლთან გალობა და სუნი საკმევლის...
ამბობენ, ღმერთმა ყველა კარი როცა მიხურა,
უღრუბლო ცისკენ შეღებული დარჩა სარკმელი...
რობერტ მესხი
გელი... შენ გამოჩენას ყოველ წუთს ველი, ამ წამსაც გელი... თვალებს დავხუჭავ სიზმარშიც გელი შენ როდის მოხვალ მე ამ წუთს ველი... შენს გვერდზე განვლილ ყოველ წუთს ვეტრფი... შენს მკერდზე ნაწოლ ჩემ სახეს ვათბობ ამ მოგონებით ოცნებას ვაწყობ... ფიქრები მოდიან მე ხომ შენ გნატრობ,
გელი ისევ იქ გელი სულ ორი დგეა რაც შენ ხმას ველი... ასე მგონია მთელი ცხოვრება აქ ვდგავარ გელი... მე შენ მიყვარხარ ამიტომ ისევ მანდ ვდგავარ და მხოლოდ შენ გელი... შენ რომ იცოდე მე როგორ გელი... ისევ მანდ ვდგავარ და მხოლოდ, მხოლოდ შენ გელი...
გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ -
გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი, ღამის სიგიშრე
ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს -
უცრემლოდ გიშვებ
მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.
სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.
ათი მცნებით ვართ აკრძალულნი , ათი უძირო
უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს, უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ
ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!
გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში