მეგობრობა? ეს ისეთი რამ არის,
რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ არის !!!
ძალიან ძნელია იპოვო ისეთი მეგობარი, რომელიც არასოდეს მიგატოვებს ...
ძალიან ბევრს ჰგონია, რომ თუ ერთ დღეს რომელიმე ადამიანთან ახლოსაა, ყველაფრის თქმა შეუძლია მისთვის ..
მაგრამ ეს ასე არ არის !
და იცით, რატომ?
მეორე დღეს იმ შენმა "ვითომ მეგობარმა" შეიძლება ყველას ჩაუკაკლოს შენს მიერ ნათქვამი ისტორიები თუ ოცნებები, სიზმრები თუ ნამდვილი ამბები ...
მაგალითისთვიუს ჩემი ამბავი გავიხსენოთ, რომელიც მე და ჩემს ერთ–ერთ კლასელს, სალომეს ეხება ...
სახლიდან სალომეს გავუარე და სკოლაში ერთად წავედით ...
ა: სალო, შეყვარებული გყავს?
ს: არა ...
ა: არც არავინ გიყვარს?
ს: არა ... შენ?
ა: ოღონ დაიფიცე, რომ არავის ეტყვი!
ს: ჩვენს მეგობრობას გეფიცები !
ა: კაი, მე ... მე ... საბა მიყვარს ...
ს: ამბალია ხო?
ა: არა, პატარაია ...
ს: ძაან?
ა: აიი .. იცი როგორრ??? წარმოდგენაც არ გაქქ : Xx სიტყვებით ვერ ავღწერ ... ; (( აი ... როცა მას ვუყურებ ვკანკალებ, როცა მელაპარაკება გული ისე ჩქარა მიცემს, რო მეშინია არ გამიჩერდეს ... აიი .. როცა ვეჯახები ხოლმე სადაცაა გული წამივა ... ; ((
ს: ჩემი ბოთე ..
ა: ხო არავის ერტყვი?ს: არა გოგო, გაგიჟდი???ა: რავიცი ... ; ((
და აი შენი მეგობრობის ფიციც ...
მეორე დღეს სკოლაში მივედი და ყველა ამაზე ლაპარაკობდა, თითს ჩემსკენ იშვერდნენ, დამცინოდნენ ... ; ((
მას შემდეგ სალომესთან არანაირი კონტაქტი არ მქონია ...
ეს კი იმიტომ კი არ მომიყოლია, რომ გული ამეჩუყებინა თქვენზე, მინდოდა მეთქვა, რომ არ უნდა ენდოთ არავის, ჯერ დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად თქვენი მეგობარია და შემდეგ გაეცით საიდუმლოებები ...
საუკეთესო და უბრალო მეგობრის შედარება:საუკეთესო: შენს თვალწინ ჭამს პიცის ბოლო ნაჭერს, რომელიც შენ გინდოდა და დაგცინის ...
უბრალო: გინახავს პიცის ბოლო ნაჭერს და გიღიმის ...
საუკეთესო: როცა ნასვამს დაგინახავს კიდევ ერთ ჭიქას შემოგთავაზებს ...
უბრალო: როცა ნასვამს დაგინახავს, წაგართმევს სასმელს და სახლში წაგიყვანს ...