200 მომღერალმა შაკირამ მესამე პარფიუმი - "ელექსირი"გამოუშვა.
"ჩემი ორი სუნამოს შემდეგ გადავწყვიტე, რაღაც განსხვავებული შემექმნა. მომინდა, უფრო შორს წავსულიყავი და მომეფიქრებინა ისეთი არომატი, რომელიც ჩემს ყველაზე მგრძნობიარე და ეგზოტიკურ მხარეს ასახავდა, ჩვენ ვმუშაობდით კონცეფციაზე - "მეორე კანი", არომატზე, რომელიც თქვენი ნაწილი გახდება",- აღნიშნა მომღერალმა.
შაკირას პარტნიორების თქმით, მისი ახალი სუნამო ახალგაზრდა ქალებისთვის არის შექმნილი, რომლებსაც საკუთარი ძალისა და იდუმალების შესწავლა სურთ.
Elixir-ში არის თეთრი წიწაკის და თეთრი ყვავილების არომატები, ასევე ფრეზი, პეონი (ტყის ყაყაჩო) და გარგარი.