სტეფანს გაეცინა. თუმცა ელენას მოეჩვენა, რომ ეს სიმწრის სიცილი იყო. "ვინ ვარ, რომ ისინი განვსაჯო?” ამ სიტყვებში ელენამ უფრო მეტი ემოცია დაინახა, ვიდრე მანამდე მისგან მოესმინა, თუნდაც მისტერ ტენერთან საუბრის დროს. და ეს ემოცია, მართლაც ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 23 რომ უბედური ადამიანისას გავდა. "ასეა თუ ისე, რატომ უნდა მივეღე ვინმეს გულკეთილად?” თითქმის თავისთვის დააბოლოვა მან. "რატომ არ უნდა მიეღე?” მეტი სტეფანს მისჩერებოდა. ბოლოს მან ყბები დაჭიმა, ეს ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილება მიიღო. "მისმინე,” გააგრძელა მან. "შენ გუშინ ფეხბურთზე ლაპარაკობდი. ჩვენმა ერთ-ერთმა მოთამაშემ გუნდი დატოვა, მისი შემცვლელი გვჭირდება. სინჯები ნაშუადღევს გვაქვს. რას იტყვი?” "მე?” როგორც ჩანდა სტეფანი ამას არ მოელოდა. "მმ... არ ვიცი რამდენად შევძლებ.” "სირბილი შეგიძლია?” "შემიძლია...?” სტეფანი სანახევროდ შებრუნდა მეტისკენ, ელენამ დაინახა თავშეკავებულმა ღიმილმა როგორ აუპრიხა მას ტუჩი. "კი.” "ბურთის დაჭერა?” "კი.” "ჰოდა სწორედ ეგ გვჭირდება. თუ ჩემ ნასროლ ბურთს დაიჭერ და გაიქცევი, ესეიგი თამაშიც შეგძლებია.” "გასაგებია.” სტეფანმა თითქმის მისცა საკუთარ თავს გაღიმების უფლება. მეტი მას სერიოზული სახით უყურებდა, თუმცა ლურჯი თვალები სიხარულით უბრწყინავდა. ელენამ გაკვირვებით აღმოაჩინა, რომ შურდა მეტის. ორ ბიჭს შორის თბილი ურთიერთობა დამყარდა, ელენა კი მათგან სრულიად გარიყული იყო. მაგრამ წუთიც არ გასულა, რომ ღიმილი გაქრა სტეფანის სახიდან. მან შორეული ხმით თქვა,”გმადლობ... მაგრამ უარი უნდა გითხრა. მე სხვა ვალდებულებები მაკისრია.” ამ დროს ოთახში ბონი და კაროლინი შემოვიდნენ და გაკვეთილიც დაიწყო. მისტერ ტენერის მთელი ლექციის განმავლობაში ელენა საკუთარ თავს უმეორებდა,”გამარჯობა. მე ელენა გილბერტი ვარ, უფროსკლასელთა კომიტეტის წარმომადგენელი. მე დამნიშნეს შენს თანმხლებლად, რომელმაც მთელი სკოლა უნდა დაგათვალიერებინოს. იმედი მაქვს, თავაზიანობას გამოიჩენ და ნებას მომცემ ჩემი დავალება შევასრულო. ხომ არ მისცემ საბაბს კომიტეტის თავმჯდომარეს საყვედური გამომიცხადოს, იმის გამო, რომ არ შევასრულე დავალება?” ბოლო სიტყვები სევდიანი, მუდარის გამომხატველი მზერით უნდა დაგვირგვინებულიყო- ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის თავის დაძვრენას შეეცდებოდა. თეორიულად ადვილი საქმე ჩანდა. ეს ბიჭიც ჩვეულებრივი ძუძუმწოვარა აღმოჩნდებოდა, ოღონდ ერთ-ერთი იმათგანი, ვის ხელში ჩასაგდებადაც უნდა გარისკო. შუა გაკვეთილის დროს, გვერდით მჯდომმა გოგონამ ელენას ფურცელი მიაწოდა. ელენამ გაშალა ფურცელი და ბონის მრგვალი, ბავშვური ხელნაწერი იცნო: "რაც შემეძლო შევაყოვნე კაროლინა. აბა, რა ქენი? გაჭრა გეგმამ???” ელენამ თავი ასწია და წინა რიგში მჯდომი, უკან მოტრიალებული ბონი დაინახა. ელენამ ფურცელზე მიუთითა, თავი გააქნია და პირით ანიშნა: "გაკვეთილის მერე.” თითქოს მთელი საუკუნე გავიდა სანამ მისტერ ტენერი უკანასკნელ ინსტრუქციებს მისცემდა მათ ზეპირ გადმოცემებზე და გაკვეთილიდან გაანთავისუფლებდა. ყველა ერთად წამოიშალა. აი, ისიც, გაიფიქრა ელენამ და გულისცემა აჩქარებულმა გადაუჭრა სტეფანს გზა. ისე, რომ სტეფანი მას გვერდს ვერ აუვლიდა. ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 24 როგორ ზუსტად დიკივით და ტაილერივით გამომივიდა, გაიფიქრა ელენამ და ძლივს შეიკავა ისტერიული ხითხითი. მან სახე წამოწია და თავისი თვალების გასწვრივ სტეფანის ტუჩები დაინახა. უცებ თავში ყველაფერი აერია. რა უნდა ეთქვა? მან პირი დააღო და როგორღაც მოახერხა, რომ სიტყვები, რომლებსაც ამდენი ხანი ამზადებდა, ბორძიკით ამოეთქვა. "სალამი, მე ელენა გილბერტი ვარ, უფროსკლასელთან კომიტეტის წარმომადგენელი. მე დამავალეს...” "მაპატიე; არ მცალია.” ელენამ მაშინვე ვერც დაიჯერა, რომ მან დაილაპარაკა, რომ მან საუბრის დასრულებაც არ აცალა. მაგრამ პირმა მაინც თავისით განაგრძო ლაპარაკი. "...რომ დაგათვალიერებინო მთელი სკოლა...” "მაპატიე. არ შემიძლია. მე... ფეხბურთის სინჯებზე უნდა წავიდე.” სტეფანი უცებ იქვე დაყუდებულ გაოცებულ მეტს მიუბრუნდა. "შენ მითხარი სინჯები გაკვეთილების დასრულებისთანავე დაიწყებაო, არა?” "კი,” ნელა უპასუხა მეტმა. "მაგრამ...” "მაშინ აჯობებს ვიჩქარო. გზას ხომ არ მაჩვენებდი.” მეტმა უმწეოდ გადახედა ელენას და მხრები აიჩეჩა. "რა თქმა უნდა, წამოდი.” მეტმა უკან მოიხედა და თვალი შეავლო ელენას. სტეფანი არ მობრუნებულა. ელენა ცნობისმოყვარე თვალების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მათ შორის იყო კაროლინიც, რომელიც თავდაჯერებული ღიმილით მოურიდებლად გაუმასპინძლდა. ელენამ იგრძნო როგორ დაუბუჟდა სხეული და ყელში ბურთივით გაეჩხირა ბოღმა. ერთი წამითაც ვეღარ გაუძლებდა იქ დგომას. მობრუნდა და რაც შეეძლო სწრაფად გავარდა ოთახიდან.
|