ჟურნალმა ვოგმა მთელ მსოფლიოს აცნობა, რომ ზედმეტად გამხდარ მოდელებთან აღარ ითანამშრომლებს. ამის შესახებ გამოცემის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მათ მიაჩნიათ, რომ ჯანმრთელობა და სილამაზე ერთი მთლიანობაა და ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, რომ არაჯანსაღი სიგამხდრის თემა წინ წამოწიონ. ეს აკრძალვა ჟურნალის ყველა ქვეყნის გამოცემას ივლისიდან შეეხება, გარდა იაპონიისა, სადაც გამხდარი მოდელები "Vogue”-ს გვერდებიდან აგვისტოს შემდეგ გაქრებიან.