მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » ივლისი » 18 » ვამპირის დღიურები
7:13 PM
ვამპირის დღიურები
ბიჭმა უცებ დაწერა რაღაც- ალბათ ხელი მოაწერა- და ისევ მას გაუწოდა. მისი კლარკმა
წამით შეავლო თვალი ხელმოწერას და ახლა სხვა ქაღალდის გროვაში დაიწყო ქექვა,
ბოლოს როგორც იქნა, გაკვეთილების ცხრილისმაგვარი ფურცელი გაუწოდა. მისის
კლარკს თვალი არ მოუცილებია სანამ ბიჭი ფურცელს გამოართმევდა, თავს დაუკრავდა
მადლიერების ნიშნად და კარისკენ მობრუნდებოდა.
ელენას უკვე ცნობისმოყვარეობა კლავდა. რა მოხდა მის თვალწინ ახლახანს? ან როგორი
სახე ექნებოდა უცნობს? მაგრამ ოფისიდან გამოსვლისას უკვე სათვალეს ირგებდა
თვალებზე. ელენამ იმედგაცრუების ტალღა იგრძნო.
თუმცა მან მაინც დაინახა მისი სახის ნაწილი, როცა ბიჭი კართან წამით შეყოვნდა. მისი
სახის სრულყოფილი ნაკვთები თითქოს ძველი რომაული მონეტებიდან ან
მედალიონებიდან გადმოეტანათ. მაღალი ღაწვები, კლასიკური სწორი ცხვირი... და
ტუჩები რომელიც ღამეებს თეთრად გაგათენებინებს, გაიფიქრა ელენამ. ზედა ტუჩი
ლამაზად ნაქანდაკევი ჰქონდა, მგრძნობიარე და ვნებიანი. დერეფანში უცებ შეწყდა
გოგონების ყაყანი, თითქოს ვიღაცას მათრახი გაეტკაცუნებინა.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 11
გოგოების უმეტესობა თვალს არიდებდა უცნობს, უყურებდნენ ნებისმიერ რამეს, მის
გარდა. ელენა ადგილიდან არ განძრეულა, ფანჯარასთან ცმუკავდა. რეზინი მოიხსნა და
სრიალა თმა მხრებზე დაეფინა.
უცნობს არავისთვის მიუქცევია ყურადღება ისე გაუყვა დერეფანს. გარკვეული მანძილი
რომ გაიარა ერთდროულად ამოიოხრა რამდენიმე გოგომ და ჩურჩულიც ატყდა.
მაგრამ ელენას არაფერი გაუგონია.
მან გვერდით ჩამიარა, გაიფიქრა მან გაკვირვებულმა. გვერდით ჩაუარა, ისე რომ წამითაც
არ შეავლო თვალი.
სადღაც შორიდან ჩაესმა ზარის რეკვის ხმა. მერედიტი მხარზე ექაჩებოდა.
"რა?”
"გითხარი, რომ შენი ცხრილი მე მაქვს. ტრიგონომეტრია გვაქვს მეორე სართულზე. დროზე
წამოდი!”
ელენას ხელი არ შეუშლია მერედიტისთვის, რომელმაც მას დერეფანი გაარბენინა, კიბეზე
ააქცუნა და საკლასო ოთახში ამოაყოფინა თავი. ის დაუფიქრებლად შეცურდა ცარიელ
მერხში და მის წინ მდგარ მასწავლებელს მიაპყრო მზერა, თუმცა სინამდვილეში ვერც
ხედავდა მას. გაოცება ჯერ კიდევ არ განელებოდა.
მან გვერდით ჩაუარა. ისე, რომ თვალიც არ შეავლო. მას აღარც ახსოვდა, ბოლოს როდის
მოიქცა ბიჭი ასე მისი თანდასწრებით. საერთოდ ბიჭები თვალს მაინც შეავლებდნენ
ხოლმე. ზოგი უსტვენდა კიდეც. ზოგი ლაპარაკს წყვეტდა. ზოგი უბრალოდ
აშტერდებოდა.
ასეთი იყო ელენასთვის ჩვეულებრიობა.
ყველაფრის მიუხედავად, რა იყო ბიჭებზე მნიშვნელოვანი? მათი რეაქცია მიანიშნებდა
მის პოპულარობაზე, მის მომხიბვლელ გარეგნობაზე. აი, ასეთი რაღაცეებისთვის იყვნენ
ისინი საჭირო. ზოგჯერ ისინი მართლა აღაფრთოვანებდა ელენას, მაგრამ ეს დიდხანს არ
გრძელდებოდა. ზოგჯერ კი თავიდანვე იდიოტები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.
ბიჭების უმეტესობა, გაიფიქრა ელენამ, ლეკვებივით არიან. თავისებურად აღმერთებენ
მას, მაგრამ მალე ხუნდებიან. მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს თუ შეეძლო ყოფილიყო
ამაზე მეტი, გამხდარიყო ნამდვილი მეგობარი. მეტის მსგავსად.
ოჰ, მეტი... გასულ წელს ელენას იმედი ჰქონდა, რომ მეტი იქნებოდა ის ბიჭი ვისაც
ამდენი ხანი ეძებდა და აგრძნობინებდა... რაღაც უფრო მეტს. მეტი ვიდრე უბრალოდ
გამარჯვების გრძნობა კიდევ ერთი გულის მონადირების შემდეგ, ვიდრე უბრალოდ
სიამაყე დაქალებთან ახალი ნადავლით თავის მოწონების დროს. ის მართლაც გრძნობდა
ძლიერ ლტოლვას მეტის მიმართ. მაგრამ ზაფხულის ბოლოსთვის, როცა კარგად
დაფიქრდა ყველაფერზე, მიხვდა რომ ეს ისეთივე სიყვარული იყო, როგორითაც
ბიძაშვილი ან და უყვარდა.

მის ჰალპერნი ტრიგონომეტრიის წიგნებს არიგებდა. ელენამაც გამოართვა და ისე წააწერა
შიგნით თავისი სახელი, ფიქრებიდან არც გამორკვეულა.
მას მეტი ყველა იმ ბიჭზე მეტად მოსწონდა ვისაც იცნობდა. სწორედ ამიტომ აპირებდა
მისთვის ეთქვა, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 12
წარმოდგენაც არ ჰქონდა წერილით ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. არ იცოდა როგორ უნდა
ეთქვა მისთვის ეს ახლა. არა იმიტომ, რომ სკანდალის ატეხვის ეშინოდა, იცოდა ის ვერ
გაუგებდა. თვითონაც ხომ არ ესმოდა ბოლომდე საკუთარი თავის.
ეჩვენებოდა, თითქოს ყოველთვის... რაღაცისკენ ილტვოდა. და როგორც კი გაიფიქრებდა,
რომ მიიღო რაც ასე სურდა, იმედი უცრუვდებოდა. რაც მას სურდა არც მეტში იყო და არც
სხვა ბიჭებში ვისი გულის მონადირებაც მას შეეძლო.
შემდეგ კი ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდა. საბედნიეროდ, ყოველთვის
გამოჩნდებოდა ხოლმე ახალი სათამაშო. აქამდე ვერცერთი ბიჭი ვერ აღუდგა წინ მის
სილამაზეს, არავის არასდროს გაუბედია მისი უარყოფა. აქამდე.
აქამდე. დერეფანში მომხდარი ინცინდენტის გახსენებაზე იგრძნო როგორ მოუჭირა
თითები კალამს. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ასე უბრალოდ ჩაუარა გვერდით.
ზარი დაირეკა და ყველა ერთად მიაწყდა დერფანს, მაგრამ ელენა კართან გაჩერდა. მან
ტუჩზე იკბინა და დერეფანში მიმავალი სტუდენტების ნაკადს დაუწყო თვალიერება.
ავტოსადგომზე დანახული რამდენიმე უსაქმური ეცნო.
"ფრენსიზ, მოდი აქ.”
ფრენსიზმა გაბრწყინებული სახით, სიხარულით მიირბინა.
"მისმინე, ფრენსიზ, გახსოვს ის ბიჭი დილას რომ ვნახეთ?”
"პორშეთი და ნიღბისმაგვარი სათვალით? რა დამავიწყებს?”
"მისი გაკვეთილების ცხრილი მჭირდება. ან ოფისიდან მომიტანე, ან მისგან გადმომიწერე
თუ საჭირო გახდება. მაგრამ უნდა მომიტანო, გაიგე?”
ფრენსიზი წამით გაკვირვებული სახით უყურებდა, შემდეგ გაცინა და თავი დაუქნია.
"კარგი, ელენა. შევეცდები. ლანჩზე მოგიტან თუ ჩავიგდე ხელში.”
"გმადლობ.” ელენამ მიმავალ გოგონას გააყოლა თვალი.
"იცი, ნამდვილი გიჟი ხარ,” ყურში უთხრა მერედიტმა.
"რაში მჭირდება სკოლის დედოფლობა, თუ ვერაფერში გამოვიყენე როცა დამჭირდება?”
მშვიდი გამომეტყველებით მიუბრუნდა ელენა. "ახლა რა გაკვეთილი მაქვს?”
"ზოგადი ეკონომიკა. აი, შენთვითონ ნახე.” მერედიტმა ცხრილი მისცა. "მე ქიმიაზე უნდა
გავიქცე. დროებით!”

ზოგადმა ეკონომიკამ და დილის სხვა გაკვეთილებმა შეუმჩნევლად გაიარა. ელენას იმედი
ჰქონდა, რომ ახალ მოსწავლეს მოკრავდე სადმე თვალს, მაგრამ ის მის არცერთ
გაკვეთილზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ მეტი იყო და იგრძნო როგორ ეძგერა მწვავე
ტკვილი, როცა მან ღიმილით მიანათა თავისი ლურჯი თვალები.
ლანჩის ზარის შემდეგ, კაფეტერიაში აქეთ-იქით ყველას უკრავდა თავს მისალმების
ნიშნად. კაროლინი გარეთ იყო, მაღლა მიმართული ნიკაპით ზურგით მიყრდნობოდა
კედელს, თეძოები წინ წამოეწია. ბიჭები, რომლებსაც ის ელაპარაკებოდა, ელენას
მოახლოებისთანავე დადუმდნენ და ერთმანეთს მუჯლუგუნები უთავაზეს.
"გამარჯობათ, "სწრაფად უთხრა ბიჭებს და კაროლინს მიუბრუნდა. ”არ შემოხვალ
საჭმელად?”
კაროლინამ ოდნავ დაუბრიალა თვალები ელენას და პრიალა ჟღალი თმები სახიდან
გადაიწია. "რაო, სამეფო სუფრასთან მეპატიჟები?”
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 13
ელენამ უკან დაიხია. ის და კაროლინი საბავშვო ბაღიდან მეგობრობდნენ და ყოველთვის
ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს დადებითი გაგებით. მაგრამ ბოლო დროს რაღაც ეტაკა
კაროლინს. თანდათან ის უფრო და უფრო სერიოზულად იღებდა ამ კონკურენციას. მაგრამ
ელენა მაინც გააოცა კაროლინის ხმაში გაჟღერებულმა ბოღმამ.
"მერე რა მოხდა, არც შენ ხარ მდაბიო წარმოშობის,” ხალისიანად უპასუხა ელენამ.
"ო, მაგაში კი მართალი ხარ,” უთხრა კაროლინმა და მთელი სახით მობრუნდა ელენასკენ.
კატის მწვანე დანისლული თვალები გამჭოლი მზერით უყურებდნენ მას, ელენა გააოცა
მათში დანახულმა მტრულმა ნაპერწკალმა. ბიჭებმა მოურიდებლად გაიცინეს და განზე
გაიწიენ.
კაროლინს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. "მას შემდეგ რაც ამ ზაფხულს გაემგზავრე,
ბევრი რამ შეიცვალა, ელენა,” გააგრძელა მან. "და შეიძლება შენი სამეფო კვარცხლბეკზე
დგომის დღეები იწურება.”
ელენამ იგრძნო როგორ გაწითლდა. მთელი ძალით შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
"შეიძლება,” თქვა მან. "მაგრამ შენს ადგილზე რომც ვიყო, ფულით მაინც არ შევეცდებოდი
სამეფო კვერთხის ყიდვას, კაროლინ.” ელენა შებრუნდა და კაფეტერიაში შევიდა.
გულზე მოეშვა როცა მერედიტთან და ბონისთან ერთად ფრენსიზიც დაინახა. ელენამ
იგრძნო როგორ დაუცხრა სიწითლე ლოყებზე, მას შემდეგ რაც საკვები აიღო და მეგობრებს
შეუერთდა. კაროლინს არ მისცემდა უფლებას, მისთვის ხასიათი გაეფუჭებინა;
კაროლინზე საერთოდ აღარ იფიქრებდა."მოგიტანე,” თქვა ფრენსიზმა, როცა ელენა დაჯდა და ქაღალდის ნაგლეჯი ააფრიალა.
"და მეც კარგი ამბები მაქვს,” სერიოზული ხმით უთხრა ბონიმ. "ელენა, კარგად მომისმინე.
მე და მას ერთად გვაქვს ბიოლოგიის გაკვეთილი და მე ზუსტად მის გასწვრივ ვიჯექი. მას
სტეფანი ჰქვია, სტეფან სალვატორი. იტალიელია, ქალაქის ბოლოს მოხუც მისის
ფლაუერთან ქირაობს ბინას.” ამოიოხრა მან. "ისეთი რომანტიკულია... კაროლინს წიგნები
დაუცვივდა, ის კი აღებაში დაეხმარა.”
ელენას სახე მოეღრიცა. "რა მოუქნელია კაროლინი. კიდევ რა მოხდა?”

"მეტი არაფერი. არც გამოლაპარაკებია. როგორც ხედავ ძა-ა-ალიან იდუმალი პიროვნებაა.
მისის ენდიკოტი, ბიოლოგიის მასწავლებელი, შეეცადა მოეხსნევინებინა სათვალე, მაგრამ
მაინც არ მოიხსნა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემების გამო.”
"რა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო?”
"არ ვიცი. შეიძლება სიკვდილის პირასაა და მისი დღეები დათვლილია. ასე რომ იყოს რა
რომანტიული იქნებოდა არა?”
"კი, ძალიან.” უპასუხა მერედიტმა.
ელენამ ფრენსიზის მოტანილ ფურცელს გადახედა და ტუჩი მოიკვნიტა. "მეშვიდე
გაკვეთილი გვაქვს საერთო, ევროპის ისტორია. კიდევ ვის გაქვთ ეს გაკვეთილი?”
"მე,” თქვა ბონიმ. "და მგონი კაროლინსაც. და შეიძლება მეტსაც; მეტი გუშინ რაღაცას
ამბობდა, როგორ გაუმართლა, რომ მისტერ ტენერთან მოხვდა.”

გადასარევია, გაიფიქრა ელენამ, ჩანგალი აიღო და მოხარშულ კარტოფილს ჩაარჭო.
როგორც ჩანდა მეშვიდე გაკვეთილი უაღრესად საინტერესო იქნებოდა.

კატეგორია: ♡ BooK ♡ | ნანახია: 791 | დაამატა: SoPhie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Tukii   (2012-07-19 8:25 AM) [Entry]
..♥
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2024-05-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤