ერიხ მარია რემარკი –" ტრიუმფალური თაღი ."ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება,ადამიანის ადგილი კი არსად არის … ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა,ამავდროულად,გადარჩენისათვის ბრძოლას მოგვაგონებს.ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა ---------
სიდნი შელდონი-ანგელოზების რისხვა
ქალი – მშვენიერი, წარმატებული ადვოკატი, თავისი კარიერის მწვერვალზე. მამაკაცი – ნიუ-იორკის მაფიის "ნათლია”, რომელიც აფართოებს თავის ძლევამოსილ იმპერიას. ისინი დგანან ერთმანეთის პირისპირ და არც ერთ მათგანი მარცხს არ შეეგუება. ასე იწყება დაუნდობელი ბრძოლის ისტორია, რომელშიც გამარჯვებული არ იქნება. მაგრამ იქნება გამარჯვებულები და დამარცხებულები, გახმაურებული სისხლის სამართლის დანაშაულებები და მრავალი შეხლა-შემოხლა, დიდი პოლიტიკა და დიდი ფული. და, რასაკვირველია, სიყვარული
-------
ჟიულ ვერნი-80 კილომეტრი წყალქვეშ
აღწერა: ფრანგი პროფესორი გემზე მიიწვიეს საშინელი ცხოველის შესაპყრობად. ამის ნაცვლად პროფესორი მეგობრებთან ერთად კაპიტან ნემოს ტყვეობაში აღმოჩნდება.
------
სტიგ ლარსონი-გოგონა დრაკონის ტატუთი
შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაერთოს გამოძიებაში; მასთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი, ლისბეთ სალანდერი... ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით სრულდება... ერთი შეხედვით კლასიკურ, თუმცა მაინც უაღრესად ორიგინალურ დეტექტივს რამდენიმე მთავარი სიუჟეტური ხაზი და, შესაბამისად, ამდენივე კვანძის გახსნა აქვს. ეს უაღრესად ჩახლართული ისტორია, მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. "გოგონა დრაკონის ტატუთი" (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა "ქალთმოძულე კაცები") პირველი წიგნია ე.წ "მილენიუმის ტრილოგიისა", რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას მისი ავტორი სამწუხაროდ ვერ მოესწრო – ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა
------
ლამაზი მეგობარი
წიგნი მოგვითხრობს მამაკაცზე რომელიც ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი.მამაკაცზე რომელსაც შეუძლია ჭკუა დააკარგვინოს ქალს იყოს პირფერი და ამავდროულად მოღალატე.ჟორჟ დიურუა არის ტიპიური საკმაოდ სიმპატიური თუმცა ანგარებიანი მამაკაცი რომელიც როგორც ჩანს მრავლადაა ჩვენ ყოფაში.შეიძლება მასში მოვძებნოთ რაღაც კარგიც,მისი მიზანდასახულობა და შრომისუნარიანობა.მას შეუძლია დაოჯახდებს მხოლოდ ანგარებით. ოჯახში კეთილი და მოსიყვარელუ მეუღლის როლი ითამაშოს გარეთ კი ფულზე მონადირის
|