თუ დავუჯერებთ ჭორებს Katy Perry-ს რომანი აქვს მომღერალ John Mayer-თან. ჰოლივუდში John-ს ზედმეტ სახელად მოსიარულე playboy-ს უწოდებენ. მომღერლის ყოფილი საყვარლების სიაში ისეთი ცნობილი ვარსკვლავები შედიან როგორებიცაა: Jennifer Aniston-ი, Jessica Simpson-ი და Taylor Swift-ი.
თვითმხილველები ყვებიან, რომ Katy და John-ი ერთად ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში შეამჩნიეს. Us Weekly-ს ჟურნალისტის განცხადებით წყვილი კლუბში ყოფნის დროს ხელჩაკიდებული იყვნენ.
Perry-სა და Mayer-ის ერთათ ყოფნის შესახებ პრესა ჯერ კიდევ 2010 წელს ალაპარაკდა. როგორც დასტურდება წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნეს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავი ორი კვირის წინ Russell Brand-ს ოფიციალურად დაშორდა.