მაილი საირუსი 2 დღის წინ საქმროს მხარდასაჭერად ერთ-ერთ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ნამდვილი ფურორი მოახდინა, თუმცა დღეს მან თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა.
მეგობართან ერთად ქალაქში სასეირნოდ საირუსი უმაკიაჟოდ გამოჩნდა და პაპარაცებს საქმე გაუჩინა.
Daily Mail-ის ცნობით, საირუსის სახის კანი იმდენად საშინლად გამოიყურებოდა, რომ გულშემატკივრისთვის ეს ნამდვილად შოკი იქნებოდა. ერთ ლოყაზე მას სისხლიც ეტყობოდა და საშინელი გამონაყარიც ჰქონდა.
მაილი თავისი მშვენიერი თეთრი "მერსედესით" Fast Food-თან გაჩერდა და საკვები შეიძინა. გოგონებს გამყიდველმა ფული არ გადაახდევინა, რადგან, როგორც ჩანს, 19 წლის ვარსკვლავის ნახვა ძალიან გაუხარდა.
|