ელე ფენინგი დაიბადა 1998 წლის 9 აპრილს, პატარა ქალაქ კონსიერში, ჯორჯიას შტატში. ელებ თავისი სამსახიობო კარიერა სამი წლის ასაკში დაიწყო.მან ითამაშა თავისი უფროსი დის, დაკოტა ფენინგსის პატარაობის როლი მინი სერიალში ”გატაცება” და ფილმში ”მე სემი ვარ”.2002 წელს ოთხი წლის ასაკში ელემ მიიღო დამოუკიდებელი როლი, ფილმში ”მამის საბავშვო ბაღი”.2003 წელს იგი გადაიღეს ფილმში ”კარი იატაკში”, სადაც მან ითამაშა ჯეფ ბრიჯთან და კიმ ბესინჯერთან ერთად. რეჟისორები ამ ფილმისთვის ეძებდნენ ორ იდენტურ ტყუპისცალს , მაგრამ ელემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა , ამიტომ მხოლოდ ის აიყვანეს. 2007 წლის ბოლოს მან ითამაშა მთავარი როლი ფილმში ”ფიბი საოცრებათა სამყაროში”. 2008 წლის მარტში ელე და მისი და დაკოტა მიიწვიეს ფილმში ”ჩემი დის მფარველი ანგელოზი” მაგრამ გადაღებები შეწყდა, იმიტომ რომ დაკოტამ უარი განაცხადა თავის გადამარსვაზე. ეს როლი შემდგომში კამერონ დიაზს ხვდა წილად.2010 წელს ელემ ითამაშა სოფია კოპალას ფილმში ”სადღაც” სადაც ის ასრულებდა მთავარი გმირის თერთმეტი წლის გოგონას როლს.ამ ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე მოიპოვა მთავარი პრიზი ”ოქროს ლომი”.