მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » აგვისტო » 2 » say that it's true//.. say that you love me
5:49 PM
say that it's true//.. say that you love me

 მერე არ ინანო დროს რა მოჰქონდაო,მოვფერებოდიო შანსი 
ხომ მქონდაო,ძალზედ დამაკლდაო ... მძულს ეს ფაქტებიო 
... მთელი ცხოვრება მომენატრებიო ...
Уменьшить
(თავი 3)
მოვწესრიგდი და ქვევით ჩავედი. დედაჩემი
 და მამაჩემი სახლში არ იყვნენ, 
მეც ბაბის დავურეკე და ვთხოვე, რომ ჩემთან გამოსულიყო, 
ისიც რა თქმა უნდა დამთანხმდა 
მანამდე პიცა შევუვეთე და მაღაზიიდან პეპსი ამოვიტანე  
სადღაც 20 წუთში ბაბიც მოვიდა.
-როგორ ხარ ბაბი? - მოვეხვიე და სახლში შემოვუშვი 
-როგორ უნდა ვიყო მშია, რომ გამომაქციე დილაუთენია -
მითხრა შემდეგ კიდივანზე წამოწვა  და ტელევიზორი ჩართო 
-აი ვიცოდი რომ წუწუნს დაიწყებდი ამიტომ პიცა 
მაქვს და წამო ვჭამოთ
- როგორ მიყვარხარ შენ ხომ არ იცი- 
წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა
-ხო ვიცი ვიცი 
image
- გამეცინა და ორივე სამზარეულოში 
შევედით. ბაბი მაშინვე სკამზე დაჯდა და პიცას ეცა.
 საწყალი როგორ შიოდა უნდაგენახათ რა სასაცილო იყო.  
მალე მოვრჩით ჭამას და კინოს საყურებლად  გავედით. 
იქვე დივანზე  ჩამოვსხედით და ტელევიზორი ჩავრთე, 
The notebook გადიოდა ჩემი და ბაბის საყვარელი კინო. 
ისიც დამთავრდა. მერე ჩემი ნოუთბუქი ავიღე და თვითერში 
შევიხედე, საინტერესო არაფერი იყო. დივანზე ვიწექი და
 ჩემი მეგობრების მოწერილებს ვნახულობდი, შემდეგ 
ფეისბუქიც გადავამოწმე, აქაც არაფერი. ამასობაში 
ბაბი ტელევიზორს უყურებდა. ბოლოს დედაჩემი და მამაჩემიც 
მოვიდნენ და ბაბიც წავიდა, საღამოს კი შევპირდი, 
რომ გავუვლიდი და ერთად წავიდოდით ლიზისთან.
აი საღამოც დადგა და ვემზადე ბაბისთან 
წასასვლელად. ჩემს ოთახში ვარ და 
ტანსაცმელს ვამზადებ და უცბად ჩემი ძმა მირეკავს 
-ჰეო ლამაზო როგორ ხარ? 
-კარგად ტატოო შენ როგორ ხააარ?- სიხარულისგან
 ვყვიროდი როგორ მომენატრააჩემი ძამიკო ნეტავ როდის 
ვნახაავ
-რავიცი რა მიჭირს გადარბენაზე ვარ.
- აბა რა გეგონა მანდაც უსაქმურად გაატარებდი დროს?
-არა მარა იმედი მქონდა - გაეცინა -  კაი ელე წავედი და მერე დაგელაპარაკები ლამაზო 
აბა შენ იცი თავს გაუფრთხილდი -მითხრა და გამითიშა. 
მისი ხმის გაგონება ყოველთვის მსიამოვნებდა. ხშირად
 ვჩხუბობდით ,მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
 ჩემი ძამიკო უსაზღვროდ მიყვარს ყოველთვის ყველაფერს 
მასწავლის  და ჩემს გვერდით დგას მართალიც რომ არ ვიყო მაინც
 ჩემს აზრს დაიცავს.მალე მოვემზადე და ქვევით ჩავედი. მამა ტელევიზორს უყურებდა და მითხრა, რომ სახლში მალე დავბრუნებულიყავი 
რადგანაც  ჩემთვის, რაღაც უნდა ეთქვა, მე 
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და წამოვედი. 
          გარეთ თბილოდა. ნაზი ნიავი თმებს მირხევდა. 
მზე თანდათან ჩადიოდა და ღრუბლები ვარდისფრად 
იყო შეფერედაბული. ზაფხულის სუსხი იყო. ირგვლივ
 ყვავილების საამო სურნელი ტრიალებდა. ცოტახანი 
დავდექი გზის პირისპირ და დავხუჭე თვალები ნიავი
 ჩემში სიმშვიდეს იწვევდა ვიდექი ასე და არ მინდოდა 
თვალების გახელა მაგრამ ბოლოს ჩემი სიმშვიდე  მანქანის 
ხმამ დაარღვია, რომელიც ჩემს წინ იდგა და მისგან 
მხოლოდ მილიმეტრები მაშორებდა კინაღამ მანქანა დამეჯახა, მძღოლი გაუთავებლივ 
რაღაცას მეჩიჩინებოდა მე კი არ მესმოდა გაოგნებული ვიყავი სულ მაკანკალებდა ცოტაც და ახლა ალბად აქ არ ვიქნებოდი, მე  
მალე ჩავჯექი  ჩემსმანქანაში და ბაბისთანაც დანიშნულ დროს ვიყავი.
  - რას შვები არ მოდიხარ?- გამიღო თუ არა კარი მაშინვე ეს 
ვუთხარი ცოტა ანერვიულებული ვიყავი ვცდილობდი ეს არ 
შემემჩნია, მაგრამ ბაბის ვერაფერს გამოაპარებ ის ხუთი 
თითივით მიცნობს
 - ელენე ხომ კარგად ხარ? რაღაც ანერვიულებული მეჩვენებ
ჩემს წინ იდგა, კარებში და გაოცებული მეკითხებოდა.
 -არაფერი ლიზი უბრალოდ... უბრალოდ მეე.
image
- ელენე ნუ მაშინებ მალე მითხარი
- იცი კინაღამ მანქანამ გამიტანა- ვუთხარი და თავი ძირს 
დავხარე. ბაბიმ ხელები
 პირზე მიიფარა და გაოცებულმა შემომხედა, შემდეგ ჩემთან
 მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა, მეც მოვეხვიე. ასე 
ვიდექით და ბოლოს სიჩუმე მე  დავარღვიე
- არ წავიდეთ? ლიზი უკვე გველოდება
nina
- ხო ხო მართალი ხარ - კარი მიხურა , ჩავსხედით მანქანაში
 და ლიზისკენ  წავედით, რომელიც ბულვარში გვიცდიდა. 
თურმე მარტო არ იყო და თან მისი შეყვარებული 
ნიკა და მისი მეგობარი გიო იყვნენ. ნიკა ადრეც მინახავს, 
გიო კი ლიზიმ გამაცნო, ძალიან საყვარელი ბიჭი ყოფილა
და მალევე დავმეგობრდით ერთმანეთსაც გავუგეთ ბაბისაც მოეწონა გიო. საერთოდ ადამიანთან ურთიერთობას ადვილად ვიწყებ 
თავდაჯერებული ვარ და თამამი. ცოტახანს ბულვარში
 ვისეირნეთ და სურათები გადავიღეთ, 
შემდეგ კი სანაპიროზე გავისეირნეთ (თბილისის ზღვაზე)
 იქ ულამაზესი სანახაობა იყო მზის ბოლო სხივები ცას ანათებდა.
 ნიავ ჰქროდა, ისმოდა ტალღების ნაზი ხმა , ეს ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა და სინამდვილეში მშვიდ გრძნობას აფრქვევდა. ვის არ მოეწონებოდა ეს სანახაობა და ასეთი სილამაზე. ცოტახანი ფეხებით ვიდექი წყალში, ბავშვები კი სურათებს იღებდნენ.  შემდეგ ბაბიმ და 
ლიზიმ გადაწყვიტეს ზღვაში გაგრილება რათქმა უნდა ნიკამაც. 
მე კი მათგან ცოტა მოშორებით ქვიშაში ჩამოვჯექი და 
მზის ჩასვლით ვტკბებოდი, როდესაც  გვერდით გიო მომიჯდა.
 - როგორ მიყვარს ასეთ დროს აქ ყოფნა.- ვთქვი 
მცირე დუმილის შემდეგ ისე რომ გიოსთვის არც შემიხედავს
- ხო მეც ძალიან მიყვარს ხშირად მოვდივარ ხოლმე 
აქ როცა თბილისში ვარ.
-ესეიგი სულ  აქ არ ხარ ხოლმე? - გავუღიმე და მას შევხედე
- საქმე იმაშია, რომ დედაჩემი ამერიკაში ცხოვრობს 
და მასთან მიწევს ხოლმე ყოფნა, აქ კი მამაჩემთან 
ვარ. ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომღაც ვერ შეეწყვნენ 
ერთმანეთს და აი ასე მოხდა რომ გაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ 
დედა სამუშაოდ წავიდა ამერიკაში და მეც თან წამმიყვანა. 
მაშინ მხოლოდ 5 წლის ვიყავი და როცა 
გავიზარდე  მამაჩემის სანახავად ჩამოვედი - მე მას ვუსმენდი 
და ხმას არ ვიღებდი არ ვიცოდი რა 
მეთქვა.  უბრალოდ მის ნაზ თვალებს ვუყურებდი. ბოლოს 
 მან დამისვა შეკითხვა
-შენზეც მომიყევი რამე
-აბა რა გითხრა საინტერესო არაფერია
 მყავს ერთი უბრალო ოჯახი, დედა, მამა
და ჩემი ძმა ტატო. ის ჩემზე დიდია და ძალიან მიყვარს, 
ერთმანეთს ყველაფერში ვუგებთ და ვეხმარებით.ახლა 
 გერმანიაშია სასწავლებლად წასული,
 უკვე 2 დღეა რაც გავიდა მისი გამგზავრებიდან
და საშინლად მენატრება 
-კარგია როდესაც გყავს ძმა, რომელიც ყველაფერში გეხმარება
-შენ და ან ძმა არ გყავს?
image
-არა მე დედის ერთა ვარ უფროსწორად მყავდა ძმა, მაგრამ
 ავარიაში დაიღუპა- ცოტა სახე მოეღუშა
-ძალიან ვწუხვარ- ვუთხარი და თავი დაბლა ჩავხარე
-მაგრამ ამას უკვე შევეგუე და მარტოობასაც მივეჩვიე.- ცოტახანი
 ისევ სიჩუმე ჩამოვარდ. მე ბავშვებს გავყურებდი, რომლებიც ერთობოდნენ. ნაპირზე არც თუ ისე ბევრი ხალხი იყო.
უცბად გიომ დაარღვია სიჩუმე 
- ელენე არ გინდა გავგრილდეთ- შემომხედა და გამიღიმა
- რატომაც არა - ვუთხარი და წამოვდექი, ისიც 
ადგა და ზღვისკენ დაიძრა ამ დროს გავიქეცი 
 და ღრმად შევტოპე ცივ ტალღებში, ისიც გამოიქცა და
 წამაქცია ნუ ამას, როგორ შევარჩენდი, მეც ხელი 
მოვკიდე და ცივ წყალში ჩავაგდე. შემდეგ ბავშვებთან მივედით
 და მათთან ერთად ვერთობოდით ვგიჟობდით და 
სურათებს ვიღებდით. მალე ყველამ კანკალი დავიწყეთ 
და წყლიდან ამოვედით შემდეგ ყველა სახლში გავიყვანე 
და ბოლოს მეც დავბრუნდი. უკვე 10 სააათი იყო სახლში, რომ 
მივედი მამაჩემი და დედაჩემი ტელევიზორს უყურებდნენ
-აი მეც მოვედი - ხელები მაღლა ავწიე
-როგორ გაერთე საყვარელო? - დედამ მითხრა და გამიღიმა
-ძაან მაგარი იყო. -კარები დავხურე და სამზარეულოსკენ გავწიე. ცოტა წავიხემსე შემდეგ მშობლებს გვერძე მივუჯექი.
- მამა რა საქმე გქონდა? - მას შევხედე.
-იცი ელენე - დედაჩემი დასერიოზულდა- მოკლედ უკვე 
ზაფხულია და ვფიქრობთ სად გაგიშვათ 
დასასვენებლად. ჩვენ ყველა ერთად ვგეგმავდით წასვლას, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ მე და მამაშენს სამუშაოს 
მიტოვება არ შეგვიძლია სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა 
შენც ხომ ვერ დაგტოვებთ მთელი  ზაფხული აქ, ამიტომაც 
ასეთი რამ მოვფიქრეთ და იმედია მოგეწონება ცვენი აზრი.
- მე ამ დროს დედაჩემს გაშტერებული ვუყურებდი მამაჩემიც
 ელოდა თუ როდის დაასრულებდა დედა სათქმელს. ცოტა 
არ მესიამოვნა, რომ ერთად ვერ წავიდოდით მთელი ოჯახი, მაგრამ რა გაეწყობა.
-მოკლედ,- წამოიძახა დედამ- დაახლოებით 1 თვით გაგიშვებთ გერმანიაში, შენს ძმასთან ერთად, თან ბაბისაც წაიყვან და იმედია 
გაერთობით. და შემდეგ კი ჩვენც მოვიცლით და გავემგზავრებით სადაც შენ მოისურვებ. აბა როგორი აზრია? - დაამთავრა 
დედაჩემმა და ღრმად ამოისუნთქა. ჩემი სახე უნდა 
გენახათ ,წამით ყველაფერი დუმდა. შინაგანად სიხარულისგან სულ ვძაგძაგებდი ისე გამიხარდა რომ კვლავ ტატოს ვნახავდი და მეტიც მასთან ერთად გავატარებდი ზაფხულს ეს ჩემთვის ძალიან სისი ბედნიერება იქნებოდა. ხმას ვერ ვიღებდი. ყველაფერი სდუმდა მშობლები ჩემს პასუხს მოელოდნენ. თანდათან ჩემი ღიმილი ყურებს მისწვდა და ბოლოს ძლივს წარმოვსთქვი ბგერები.
-ააა რა მაგარიაა ჩემ ძამიკოს ვნახაააავ არ არსებობს- სიხარულისგან დავხტოდი აქეთ-იქით. დედა და მამა კი იცინოდნენ და მე შემომცქეროდნენ. 
-ვაიმე რა მაგარია საუკეთესო მშობლები ხართ
 და მან უკვე იცის ეეს ამბავი?- ცოტახნის შემდეგ ვიკითხე 
-არა და ჯერ არ უთხრა  (მამა)
-კაი არ ვეტყვი, მაგრამ პირველი ჩემგან უნდა გაიგოს - გავიცინე. 
შემდეეგ გადავკოცნე დედა და მამა  და ჩემს ოთახში ავედიი რომ ბაბისთვის დამერეკაა ისეთი გახარებული ვიყავი რომ არ ვიცოდი რა მექნა…

აი სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ და
 დაწერეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში 
მიყვარხართ ძალიან 
კატეგორია: ♡ BooK ♡ | ნანახია: 717 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 -Anniiee♡   (2012-08-03 11:45 AM) [Entry]
- უძალიანმაგრესია ♥ აი ძალიან მაგარი როგორც ყოველთვის და მალე იცოდე არ გვალოდინოოოოოოოოოოოო plz plz xo xo xo :*
0  
1 -AaNuuP   (2012-08-02 11:52 PM) [Entry]
ძაან მაგარიაა <3 მეც მყავს ძმა რომელზედაც ვაბოდეებ <3 მართალია ერთმანეთს ვხოცავთ ხოლკმე ისე ვჩხუბობთ მაგრამ მაინც ძალიან მიყვარსს love love
ყოჩაღ ძალიან კარგიიაა <3
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2025-01-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 42
სტუმარი: 42
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤