სელენა გომესს გუშინ საღამოს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყო. ახალგაზრდა ვარსკვლავი 20 წლის გახდა და საკუთარ დაბადების დღეზე თინეიჯერების რჩეული მომღერლის სტატუსი და ჯილდოც მიიღო. People-ის ცნობით, გუშინ საღამოს ლოს-ანჯელესის გიბსონის ამფითეატრში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც თავისი ჯილდო მშვენიერმა მომღერალმა მიიღო. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი საჩუქარი მის მეოცე დაბადების დღეზე. მისმა გულშემატკივრებმა სელენას სერენადა უმღერეს. გოგონა უბედნიერესი იყო, როგორც თავად აღნიშნა ასე ორიგინალურად მისთვის დაბადების დღე არასდროს მიულოცავთ. გომესი ცერემონიაზე მეგობარ ბიჭთან ერთად იმყოფებოდა. ჯასტინ ბიბერი თავადაც გახდა ჯილდოს მფლობელი თინეიჯერთა რჩეული მამრობითი სქესის არტისტის ნომინაციაში
ამ სიახლით გემშვიდობებით ორი კვირიით. მომენატრება ეს საიტი ძალიან.. მიყვარხართ :)