♡ Rules ♡
♡ სრულად ნახავთ საიტის წესებს ♡
♡ იხილეთ ყველამ ! ♡
ზოგადი წესები:
♡ თავი შეიკავეთ ვარსკვლავების შეურაცხყოფისაგან ...
♡ დაუშვებელია სხვა საიტების რეკლამირება ადმინის გარეშე !
♡ აკრძალულია საიტიდან სიახლეების მოპარვა და სხვა საიტზე განთავსება.
♡ საიტზე დაიწყეს სხვა საიტის გავრცელების ახალი ხერხი... ისინი პირადში გწერენ ( იგივე PM - ში ) თავიანთ საიტს და ვინც მოგწერს საიტის ლინკს უნდა მიწეროთ მთავარ ადმინს მომხმარებლის სახელი და გვარი . ( მაგრამ მე თუ მკითხავთ ერთგული მომხმარებელი ამ წერილს ყურადღებას არ მიაქცევს .. )
♡ თუ ჩვენს საიტზე კონკურსის ან მოთხრობის დადება გინდათ, უნდა მიმართოთ საიტის ადმინებს, თუ ყველა ადმინი თანახმა იქნება, მაშინ შეგიძლიათ დადოთ სიახლე ამის შესახებ :)
♡ პატივი ეცით საიტის ყველა წევრს, არ დაჩაგროთ ისინი, რადგან თქვენ მათზე დიდი წოდება და დამსახურება გაქვთ !
♥ წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს მიეცემა გაფრთხილება,ხოლო აღნიშნული ქმედების ხელმეორედ განმეორების შემთხვევაშიდაედება ბანი გარკვეული ვადით. ♥
სიახლის დამატების ზოგადი წესები :
♡ თუ პირველად დებთ სიახლეს, მაშინ ეწვიეთ ჩვენს გვერდს სიახლეში: როგორ დავდო სიახლე, აქ მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა სიახლის სწორად დადებისთვის.
♡ არ უნდა იყოს სიახლე მოპარული
♡ სიახლის ტექსტი აუცილებლად ქართული უნდა იყოს
( არ არის აუცილებელი, რომ სათაურიც ქართულად იყოს )
♡ სიახლის დამატებამდე დარწმუნდით რომ იგივე უკვე არ დევს საიტზე
( გამოიყენეთ ძებნა )
♡ ფაილს ატვირთვამდე სასურელია მიაწეროთ BooBLe.uCoz.Com
( უმჯობესია მარჯვენა ბოლოში, მაგრამ აუცილებელი არ არის )
♡ სურათი სასურველია ატვირთული იყოს Pix.Ge–ზე, Radikal.Ru–ზე ან 10Pix.Ru–ზე
( აკრძალულია File Manager-ში ატვირთვა! )
♡ სიახლეში, სადაც ფოტოებია წარმოდგენილი, 20 ფოტოზე ნაკლები არ უნდა იყოს ..
♡ კარგი იქნება, რომ ნიუსები გააერთიანოთ ერთ სიახლეში .
( აუცილებელი არ არის, მაგრამ სიახლე არ უნდა იყოს ძალიან მოკლე )
♡ ეცადეთ სიახლე რაც შეიძლება სწორად დადოთ, თუ რამე იქნება შეცდომით, საიტის ადმინები ან მოდერები მას შეგისწორებენ, მაგრამ თუ სიახლე ძალიან არეულია ის წაიშლება .
♡ წინასწარ გაფრთხილებთ, სიახლეები არ მიაყაროთ და არ დადოთ სისულელეები, მხოლოდ იმიტომ, რომ რანგი აიმაღლოთ. ერთ დღეშიც რომ დადოთ 25 სიახლე, რანგს მაინც ვერ აიმაღლებთ, თუ საინტერესო სიახლეები არ გიდევთ.
♡ თუ ძალიან აქტუალურ თემაზე დებთ სიახლეს და შეიძლება სხვამაც დადოს იგი, ჯობია საიტის ჩატში გაფთხილება დადოთ, რომ სიახლეს დებთ, რათა თქვენ და სხვამ ერთდოულად ერთიდაიგივე არ დადოთ.
♡ ყოველთვის შეამოწმეთ სწორად გიწერიათ თუ არა ტექსტი !
კომენტარების დამატება:
♡ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი აზრის დაფიქსირების საშუალება .
( თუ სიახლე არ მოეწონა ვინმეს და ცუდი კომენტარი დაგიწერათ, არ გაბრაზდეთ და მშვიდად განაგრძეთ თქვენი საქმე . )
♡ დაუშვებელია სხვა საიტების რეკლამირება
♡ აკრძალულია სხვა მომხმარებლების შეურაცმყოფელი ან დამცინავი შინაარსის კომენტარების გაკეთება
♡ თავი შეიკავეთ უაზრო და უცენზურო კომენტარებისგან
♥ ადმინსტრაცია მკაცრია მაგრამ სამართლიანი. ჩვენ არავითარ სიამოვნებას არ გვანიჭებსბანის ან გაფრთხილების მიცემა, მაგრამ თუ გვაიძულებთ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ♥
წოდება:
საიტზე არის სხვადასხვა წოდება:
1. მომხმარებელი – საიტზე დარეგისტრირებისთანავე ხდები;
2. VIP მომხმარებელი – 10 სიახლე
3. მეგობარი – 30 სიახლე;
4. შემოწმებული – 120 სიახლე;
5. მოდერი – 200 სიახლე + ადმინისტრაციის ნდობა + უნდა იცოდეთ ლამაზი სიახლეების დადება და სიახლეების დამოწმება
6. ადმინის თანაშემწე – 400 სიახლე + ადმინისტრაციის და მომხმარებლების უმეტესობის ნდობა + საინტერესო და ლამაზი სიახლეების დადება + უნდა იცოდეთ სიახლის დამოწმება;
თითოეული წოდების რაოდენობა იქნება:
1. მომხმარებელი – შეუზღუდავია
2. VIP მომხმარებელი – შეუზღუდავია
3. მეგობარი – შეუზღუდავია
4. შემოწმებული – შეუძღუდავია
5. მოდერატორი – მაქსიმუმ 15
6. VIP მოდერატორი – მაქსიმუმ 5
7. ადმინისტრატორი – მაქსიმუმ 3, მაგრამ ჯერ – ჯერობით 2 ეყოფა )
მოთხრობის დამატება:
♡ თუ გინდათ მოთხრობის დამატება უნდა შევუთანხმდეთ მთავარ ადმინს : ))
♡ საიტზე დაიდება 5 მოთხრობა და ჩატარდება გამოკითხვა რომელი მოთხრობაა ყველაზე კარგი : )
♡ როდესაც დაიწყებთ მოთხრობის წერას არ მიატოვოთ შუა გზაში !
იმედია ყველაფერი გასაგებია : )
კითხვები და შენიშვნები კომენტარებში ! <3