ამ ფიქრებით იგი გაეშურა იმ ადგილს, სადაც მანქანა დატოვა.მხოლოდ ერთხელ მობრუნდა , და დაინახა კურდღლის გვამს როგორ ეცა ყვავი. ამ „‟სურათში‟‟ იყო რაღაც ბოროტული და ტრიუმფალური. რაღაც მომენტში სტეფანმა მობრუნება და ფრინველის გაგდება გაიფიქრა,მაგრამ.... << მას კვების ისეთივე უფლება აქვს,როგორც მელას და ნაწილობრივ მეც - გაიფიქრა მან>> სტეფანმა გადაწყვიტა , რომ თუ კიდევ სადმე გადააწყდება ამ ყვავს , აუცილებლად შეიხედება მის გონებაში. ამის შემდეგ მან განაგრძო გზა. სალვატორეს არ უნდოდა დაეგვიანა რობერტ ლის სახელობის სკოლაში , მითუმეტეს სწავლის პირველ დღეს. ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 8 ავტოსადგომზე შესვლისთანავე ელენას ხალხი გარს შემოეხვია. ყველა იქ იყო, მთელი ბრბო, რომელიც მას ივნისის ბოლო რიცხვების მერე არ ენახა, ამას დამატებული ოთხი-ხუთი ლუსერი, რომლებიც ხალხში გარევით ცდილობდნენ პოპულარობის მოპოვებას. ელენას ერთმანეთის მიყოლებით ეხვეოდნენ მისალმების ნიშნად თავისი ჯგუფელები. კაროლინას სიმაღლეში სულ ცოტა ერთი დიუმი მოემატებინა, უფრო გამხდარიყო და ახლა ისე გავდა ჟურნალ ვოგის მოდელს როგორც არასდროს. ის ცივად მიესალმა ელენას, შემდეგ უკან დაიხია და კატასავით დაწვრილებულ მწვანე თვალებით მიაჩერდა. ბონი საერთოდ არ იყო გაზრდილი, მისი კულულებიანი წითელი თმა ძლივს სწვდებოდა ელენას ნიკაპს, როცა გოგონამ ხელები შემოხვია მას. მოიცა, კულულები? გაიფიქრა ელენამ. "ბონი! თმას რა უქენი?” "მოგწონს? მგონი ასე უფრო მაღალი ვჩანვარ.” ბონიმ ისედაც ფუმფულა "ჩოლკა” აიფუმფულა და გაიღიმა, თაფლისფერი თვალები სიხარულისაგან უბრწყინავდა, გულის ფორმის სახე ბედნიერებისგან ქონდა გაბრწყინებული. ელენამ გზა განაგრძო. "მერედიტ, საერთოდ არ შეცვლილხარ.” ეს ჩახუტება ორივე მხრიდან გულწრფელი იყო. ყველაზე მეტად მერედიტი მომენატრა, ფიქრობდა ელენა, როცა მაღალ გოგოს უყურებდა. მერედიტი მაკიაჟს არასდროს არ ატარებდა; თუმცა მშვენიერი ზეთისხილისფერი კანისა და გრძელი წამწამების პატრონს, არც სჭირდებოდა არანაირი მაკიაჟი. ახლა მასე ცალი ელეგანტურად გაკეთებული წარბი აეძგიბა და ელენას დაკვირვებული მზერით ათვალიერებდა. "თმა ორჯერ უფრო გაგხუნებია მზეზე... მაგრამ სადაა შენი რუჯი? მემეგონა ფრანგულ რივიერაზე გაირუჯებოდი.” "ხომ იცი, არასდროს ვირუჯები.” ელენამ ხელები აღმართა, ახლა მისი ჯერი იყო. მერედიტს ფაიფურივით უზადო კანი ჰქონდა, თუმცა ბონისავით ცოტა გამჭვირვალე. "მოიცა; რაღაც გამახსენდა,” წამოიძახა უცებ ბონიმ და ელენას ხელი სტაცა ხელზე. "გამოიცანი, რა ვისწავლე ამ ზაფხულს ჩემი ბიძაშვილისგან?” სანამ ვინმე რამის თქმას მოასწრებდა, თვითონვე დაამატა გამარჯვებული ხმით:” ხელისგულზე მკითხაობა!” ზოგმა ამოიოხრა, ზოგს გაეცინა.
"იცინეთ რამდენიც გინდათ,” თქვა ბონიმ, სულაც არ აწუხებდა რომ დასცინეს. "ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ მკითხავი ვარ. აბა, მაჩვენე...” მან ელენას ხელისგულს დახედა. "ცოტა მალე, თორემ დაგვაგვიანდება,” ცოტა მოუთმენლად უთხრა ელენამ. "კარგი, კარგი. ეს შენი სიცოცხლის ხაზია... თუ გულის ხაზი?” ვიღაც ხმამაღლა აჭიხვინდა. "წყნარად; სივრცეში შევდივარ. ვხედავ... ვხედავ...” უცებ სახე არაფრისმეტყველი გაუხდა, თითქოს რაღაცამ შეაშინაო. თაფლისფერი თვალები გაუფართოვდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ის ელენას ხელს აღარ უყურებდა. ის თითქოს მის მიღმა იყურებოდა და რაღაც ძალიან საშიშს ხედავდა. "მაღალ, შავგვრემან უცნობს შეხვდები,” ჩაიბურტყუნა მერედიტმა მის ზურგსუკან. გარშემო ხითხითი ატეხეს. ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 9 "შავგვრემანს და უცნობს კი... მაგრამ არა მაღალს,” ბონის შორეული და ყრუ ხმის გაგონებაზე ყველა გაჩუმდა. "თუმცა,” დაბნეული გამომეტყველებით განაგრძო მან ორიოდ წამის შემდეგ, ”ის იყო მაღალი, ოდესღაც.” საგონებელში ჩაგდებულმა მიანათა თაფლისფერი თვალები ელენას თვალებს. "მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია... არა?” მან ელენას ხელი გაუშვა, უცნაური გაცხარებით. "მეტის დანახვა აღარ მინდა.” "კარგი, სანახაობა დამთავრდა. წავიდეთ,” რატომღაც გაღიზიანებული ხმით უთხრა ელენამ დანარჩენებს. მან იცოდა, რომ სამკითხაო ხრიკები არაფერი იყო მართლაცდა მხოლოდ ხრიკების გარდა. მაშინ რატომ გაღიზიანდა ასე ძალიან? იმიტომ, რომ დილიდანვე რაღაც ახირებულად იქცეოდა... გოგონები სკოლის შენობისკენ დაიძრნენ, მაგრამ სწრაფად დაქოქილი მანქანის ძრავის ღმუილმა ადგილზე გააშეშა ისინი. "ოჰო,”თქვა კაროლინმა, ისიც მანქანას მიშტერებოდა. "მაგარი მანქანაა.” "მაგარი პორშეა,” უხალისოდ შეუსწორა მერედიტმა. პრიალა შავი 911 ტურბო ისე ღმუოდა ავტოსადგომზე თავისუფალი ადგილის ძებნისას, როგორც პანტერა ნადავლის დევნისას. მანქანა გაჩერდა და ყველა მანქანიდან გადმოსულ მძღოლს მიაჩერდა. "ღმერთო ჩემო!” დაიჩურჩულა კაროლინმა. "მეორედაც თქვი რა,” ამოისუნთქა ბონიმ. იქიდან სადაც ელენა იდგა, მხოლოდ გამხდარი, დაკუნთული სხეული ჩანდა. გახუნებული ჯინსები, ვიწრო მაისური, უჩვეულო ფორმის ტყავის პიჯაკი და მუქი ფერის ტალღოვანი თმა. თუმცა უცნობი მაღალი არ ყოფილა. საშუალო სიმაღლის იყო. ელენამ ამოისუნთქა. "ვინაა ეს შენიღბული კაცი?” იკითხა მერედიტმა. და ეს შენიშვნა შესაფერისი იყო- მუქი ფერის სათვალეები სრულიად ფარავდა ბიჭის თვალებს და სახეს ნიღაბივით ედებოდა. "ეს შენიღბული უცნობია,” თქვა ვიღაცამ და ყველა ერთად აყაყანდა. "პიჯაკს ხედავთ? იტალიურია, რომში დამზადებული.” "შენ რა იცი? რომში არ ყოფილხარ, ნიუ იორკშიც კი არ ხარ ნამყოფი მთელი შენი ცხოვრება!” "ო_ო, ელენას ისევ ის მზერა აქვს. მონადირის მზერა.” "დაბალი, შავგვრემანი და სიმპათიური, ურჩევნია ფრთხილად იყოს.” "სულაც არაა დაბალი; დასაწუნი არაფერი აქვს.” ამ ყაყანში კაროლინის ხმა გაკრვევით გაისმა. "ო, კარგი რა, ელენა. მეტი ხომ უკვე გყავს. რაღა გინდა? რა უნდა გააკეთო ორთან ისეთი, რასაც ერთთან ვერ ახერხებ?” "იგივე, ოღონდ უფრო ხანგრძლივად,” გარკვევით წარმოთქვა მერედიტმა, ყველამ სიცილი ატეხა.
უცნობმა მანქანა დაკეტა და სკოლისკენ წავიდა. ელენამაც სწორედ ამ დროს განაგრძო სკოლისკენ გზა, დანარჩენი გოგონებიც მას მიყვნენ შეჯგუფებულნი. წამიერად გაღიზიანებამ იფეთქა ელენაში. ვერსად ვერ უნდა წასულიყო უკან დადევნებული ბრბოს გარეშე? მაგრამ შემდეგ მერედიტის მზერა დაიჭირა და გაეღიმა თავისდა გასაკვირად. ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 10 "დიდგვაროვანთა ვალდებულება,” უთხრა მერედიტმა რბილად. "რა?” "თუ აპირებ, რომ სკოლის დედოფალი იყო, მაშინ ეს ტიტული ყველანაირ შემთხვევაში უნდა შეინარჩუნო.” ელენას წარბები მოექუფრა ამაზე. ამ დროს შენობაშიც შევიდნენ. მათ წინ გრძელი კორიდორი გაჭიმულიყო, მის ბოლოს კი ოფისის კარს მიღმა მიიმალა ჯინსებსა და ტყავის პიჯაკში გამოწყობილი ფიგურა. ელენამ ნაბიჯი შეანელა ოფისის გვერდით ჩავლისას და ბოლოს კარის გვერძე დაკიდებულ განცხადებების დაფასთან გაჩერდა, თითქოს დაკვირვებით ათვალიერებდა მათ. მის გვერდით დიდი ფანჯარა იყო, საიდანაც მთელი ოფისი მშვენივრად ჩანდა. დანარჩენი გოგოები მოურიდებლად იყურებოდნენ ფანჯარაში და ხითხითებდნენ. "მაგარი უკანა ხედია.” "უეჭველადარმანის პიჯაკი აცვია.” "შენი აზრით უცხოელია?” ელენა სმენას ძაბავდა, იმედი ჰქონდა ბიჭის სახელს მოკრავდა ყურს. როგორც ჩანდა შიგნით რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი: მისის კლარკი, ადმინისტრაციული მდივანი, სიაში იხედებოდა და თავს უარის ნიშნად აქნევდა. ბიჭმა რაღაც თქვა და მისის კლარკმა "რა გიყო”-ს გამომხატველი მზერით შეხედა. მან კიდევ ერთხელ ჩააყოლა თითი სიას და საბოლოოდ გააქნია თავი. ბიჭი ის იყო უნდა მობრუნებულიყო, რომ ისევ მისის კლარკს მიუბრუნდა და როცა ქალმა თვალებში შეხედა მას, უცებ გამომეტყველება შეეცვალა.
ბიჭს სათვალე მოეხსნა და ხელში ეკავა. მისის კლარკი შეცბუნებული ჩანდა; ელენამ დაინახა როგორ დაახამხამა მან თვალები რამდენჯერმე, პირს ისე აღებდა და ხურავდა თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა. ელენას ძალიან მოუნდა ბიჭის სახის დანახვა. მისის კლარკმა გაკვირვებული გამომეტყველებით დაიწყო ქაღალდის გროვებში ქექვა. ბოლოს როგორც იქნა იპოვნა რომელიღაც ანკეტა, რაღაც ჩაწერა შიგნით, მოტრიალდა და ბიჭს გაუწოდა.
შეასწორა: KuuSaaშენიშვნა: სოფო, ფოტოები ძალიან პატარა ზომის იყო, რადგან ზომას 200 – ს აძლევ, 200 გამოგადგება მოკლე აღწერისთვის და სრულ აღწერაში აუცილებლად უნდა ჩაწერო 500 : )
|