გადავწყვიტე დავდო წიგნი "ვამპირის დღიურები" თავებად..
ელენა - „ ოქროს „‟ გოგოა , რომელიც მიჩვეულია იმას , რომ ბიჭები უჩოქებენ. სტეფანი - შავგვრემანი ლამაზმანია , რომელიც თვალს არიდებს მზეს დ ავერ ელევა შავ სათვალეს. სტეფანი ერთადერთია , ვისზეც ელენას „‟ შარმი „‟ არ მოქმედებს , თუმცა იგი ცდილობს თავისი ბნელი წარსულისაგან დაიცვას გოგო. დეიმონი - სტეფანის სექსუალური და დაუნდობელი ძმაა ,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დაუთმო ძმის სიძულვილს , რომელმაც მას ოდესღაც უღალატა. ახლა მას ელენა სჭირდება და იგი ყველაფერზე წავა ,რომ მის სხეულსა და სულს დაეუფლოს. ვამპირის დღიურები - მშვენიერი ელენას ისტორიაა, რომელიც ორი ძმის - ვამპირის სასიკვდილო შეტაკების მიზეზი გახდა. მოულოდნელად გაისმა ნელი სიმღერა. სტეფანი თვალს ვერ აშორებდა ელენას . მწვანე თვალები ნელ - ნელა უმუქდებოდა დაუფლებული სურვილისაგან. გოგონამ უცებ იგრძნო ,რომ მას უსიტყვოდ შეეძლო გულში ჩაეკრა და ეკოცნა იგი. - ‘’ ვიცეკვოთ ? ‘’ - ჰკითხა ელენამ. << ცეცხლს ვეთამაშები , მაგრამ ვერ ვხვდები რატომ >> , - უცებ გაიფიქრა ‘’ოქროს’’ გოგონამ. ამ მომენტში , მან გააცნობიერა ,რომ შეშინებულია. გულმა მოუსვენრად დაუწყო ცემა. მას მოეჩვენა , რომ ეს მწვანე თვალები მისი სულის სიღრმეში ცდილობენ შეღწევას , და ამან უფრო შეაშფოთა. ადამიანის ცნობიერებაში უძველესი დროიდან ჩანერგული ‘’უცნობი ‘’ ინსტინკტი , ელენას გაქცევისკენ მიუთითებდა. მიუხედავად ამისა , იგი ადგილიდან არ გაინძრა.
ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები: გამოღვიძება" 3 სექტემბერი. ძვირფასო დღიურო ! დღეს აუცილებლად რაღაც საშინელება მოხდება. თვითონაც არვიცი ეს რატომ დავწერე. რაღაც სიგიჯეა...იმედგაცრუების არანაირი საბაბი არ არის. სამაგიეროდ , მილიონი მიზეზი მაქვს გასახარებლად. მაგრამ მაინც..... დილის ექვსის ნახევარზე გავიღვიძე წარმოუდგენელი შიშის შეგრძნებით. ვაგრძელებ იმის მტკიცებას ,რომ ეს ყველაფერი საფრანგეთსა და ამერიკას შორის დროთა სხვაობის გამო ხდება. მაგრამ ეს ამგვარი შიშისა და ნერვიულობის საბაბად არ ივარგებს.... გუშინ წინ , როცა დეიდა ჯუდიტთან და პატარა მარგარეტთან ერთად აეროპორტიდან სახლში ვბრუნდებოდი , რაღაც უჩვეულო გრძნობა დამეუფლა. როდესაც მანქანამ ჩვენს ქუჩაზე შემოუხვია , უცებ გავიფიქრე : „‟ სახლში გველოდებიან დედა და მამა. დარწმუნებული ვარ , რომ ეზოში დაგვხვდებიან ან სასტუმრო ოთახში ფანჯარასთან დგანან. ალბათ სასტიკად მოვენატრე. „‟ კი , კი ....ვიცი...წარმოუდგენელი სიგიჯეა....ვერაფერს იტყვი.. მაშინაც კი ,როცა ეზოში არავინ დაგვხვდა , ამ გრძნობამ არ მიმატოვა. კიბეებზე ავირბინე და კარებზე კაკუნი დავიწყე . როდესაც , დეიდა ჯუდიტმა კარები გააღო , ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სახლში შევვარდი და უცებ „‟გავშეშდი‟‟. ისეთი გრძნობა მქონდა , რომ ახლა კიბეზე დედა ჩამოვა , ხოლო მამა კაბინეტიდან დამიძახებს . შემდეგ , დეიდამ მძიმედ დაააგდო ჩემოდანი , ამოიოხრა და თქვა : „‟ აი , ჩვენ უკვე სახლში ვართ .‟‟ მარგარეტს გაეცინა. მე მოულოდნელად დავიბენი . ცხოვრებაში არ მომსვლია ამგვარი რამ. არასოდეს მიგვრძნია თავი ასე დაკარგულად . ეს ჩემი სახლია. მე დავბრუნდი .მაგრამ ირგვლივ ყველაფერი რატომ მეუცხოვება? თითქოს აქედან არ ვარ. აი, ჩემი საწოლი , ჩემი სკამი , კარადა სარკით....მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად სხვისი მეჩვენება , თითქოს პირველად ვხედავდე. გუშინ , საერთოდ არ მქონდა გასაუბრებაზე წასვლის ძალა. ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 4 მერედიტმა ჩემთვის სასწავლო ცხრილი აიღო , მაგრამ რატომღაც მასთან საუბრის სურვილი არ მქონდა. ყველას , ვინც მირეკავდა , დეიდა ჯუდიტი ეუბნებოდა , რომ ბიორითმების დარღვევის გამო გადაღლილი ვიყავი და მეძინა. ამის მიუხედავად , ყველა დღეს უნდა მენახა....ჩვენ მოვილაპარაკეთ, სკოლის წინ ,გაჩერებაზე შეხვედრის თაობაზე. ნუთუ ამიტომ ვარ შეშინებული? ნუთუ მათი მეშინია? ელენა გილბერტი მოსწყდა დღიურს. ბოლო წინადადების გადაკითხვისას , თავი დაიქნია.შემდეგ მან უცებ მოისროლა დღიური, რომელიც ფანჯრის მახლობლად დავარდა. ყველაფერი სისულელეა ! როდიდან მას , ელენა გილბერტს , ხალხთან შეხვედრის ეშინია? და საერთოდ , როდის იყო , რომ მას საერთოდ რამის ეშინოდა ? ელენა წამოდგა და გაღიზიანებულმა შეიკრა კიმანო. მას სარკისკენ არც გაუხედავს , რადგან ისედაც იცოდა , თუ რას ნახავდა იქ. რათქმაუნდა საკუთარ თავს ,- ელენა გილბერტს , ტანწერწეტა და ქერა ლამაზმანს ,რობერტ ლის სახელობის სკოლის მოდის ახალი ტენდენციების წარმომადგენელს , ყველასათვის სასურველსა და მისაბაძს. მაგრამ ახლა , რატომღაც მოიწყინა და ტუჩები დაპრუწა. <<ცხელი აბაზანა , ფინჯანი ყავა და წესრიგში ვიქნები >> - გაიფიქრა ელენამ . ნამდვილად , ამგვარი დილის რიტუალი მის განწყობაზე დადებითად აისახა. იგი არ ჩქარობდა , პარიზიდან ჩამოტანილ ტანსაცმელს ათვალიერებდა. მან აირჩია ვარდისფერი მაისური და თეთრი შორტები - ამ ტანსაცმელში იგი ჰგავდა , ნაყინს ჟოლოს სიროპით. << ნაყინზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი >> - გაიფიქრა ელენამ და სარკემ მისი იდუმალი ღიმილი აირელა. მისი შიში დროებით სადღაც გაქრა. - ელენა? სად ხარ? სკოლაში დაგაგვიანდება ! - მოისმა ქვევიდან დეიდა ჯუდიტის ხმა. ელენამ კიდევ ერთხელ დაივარცხნა თმა და შეიკრა იგი ვარდისფერი სამაგრით. ჩანთას წაავლო ხელი და ქვემოთ ჩავიდა. იქ, ოთხი წლის მარგარეტი საუზმობდა , დეიდა, როგორც ყოველთვის გაზ-ქურასთან იდგა და ამ დროს რაღაც იწვოდა. ჯუდიტი , ეკუთვნოდა იმ ქალთა უმრავლესობას ,რომლების მუდამ რაიმეთი იყვნენ შეშფოთებულები. ელენამ ლოყაზე აკოცა მას : „‟ყველას დილა მშვიდობის. არ ვისაუზმებ, მეჩქარება. „‟ ლიზა ჯეიმს სმიტი "ვამპირის დღიურები:გამოღვიძება" 5 „‟არა - არა. ასე ვერ წახვალ...არ შეიძლება...ელენა, კარგად უნდა იკვებო...‟‟ „‟აუცილებლად წავიხემსებ გაკვეთილებამდე „‟,- მხიარულად უპასუხა ელენამ. კიდევ ერთხელ აკოცა დეიდას და გასასვლელისკენ გაეშურა.
გავაგრძელოოო?
დაამოწმა გაალამაზა და შეასწორა: -Anniiee♡
|