მთავარი     ჩემი პროფილი     გამოსვლა


საიტის მენიუ
ძებნა
მინი ჩატი
ონლაინ თამაში
გამოკითხვა 1
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ ?
სულ პასუხი: 91
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » you're gonna make me lonesome when you go
10:35 PM
you're gonna make me lonesome when you go
საზაფხულო არდადეგები..თითოეულ ზაფხულს თავისი ისტორია აქვს...იმედია ამ წელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია გადამხდება.. წინა ზაფხულს ჩემ ძმასთან ერთად ვიყავი დასასვენებლად და საკმაოდ გავერთე..წელსაც წავალთ სადმე .. მაგრამ ახლა მარტო მე და ედი აღარ წავალთ... ენიც ჩვენთან ერთად წამოვა..ერთი წლის წინ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში და უკვე ისე დავახლოვდით რო არ ვიცი.. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია..
-ენმა უკვე გაიღვიძა.. ვანესა შენ რაღა გჭირს? ადექი... უნდა მოვემზადოტ..დღეს საღამოს ხო მივფრინავთ..
-სად? (ჯერ ისევ ძილში ვიყავი და ვერ ვფხიზლდებოდი)
-სად? ნესა სულ გაუბერე? (ენი შემოვიდა ჩემ ოთახში)
-არა ..
-ადექი ახლავე!!..(ორივემ ერთად დამიყვირეს)
-კარგი ავდგები ოღონდ გადით..
გავიდნენ თუ არა მაშინვე ჩავკეტე კარი და ისევ ლოგინზე დავებერტყე..რამოდენიმე საათი დავისვენე
-2 ხდება მატყუარა..ახლა მაინც ადექი..
-შხაპს მივიღებ და ჩამოვალ დაბლა..ასეც მოვიქეცი..მშვიდად ვისაუზმე..თუ ედის და ენის ბუზღუნს არ ჩავთვლიდით..
ჩემი მშობლების შესახებ არაფერი მითქვამს..ისინი უკვე რამოდენიმე წელია ნიუ-იორკში მუშაობენ..ძალიან კი გაუჭირდათ ჩვენი დატოვება,მაგრამ რას იზამდნენ..ერთი პერიოდი აპირებდნენ ჩვენს წაყვანასაც მაგრამ ორივემ უარი ვუთხარით..სანამ სკოლას არ დავამთავრებთ უნდა ვიყოთ ლოს-ანჯელესში.. შემდეგ კი მათთან გადავალთ ალბათ ...ალბათ კი არა..მათი პირობა ასეთია.. თორე მე აქაც მშვენივრად ვარ...
-აბა რა გადაწყდა?? კანარებზე როდის მივდივართ..დღეს თუ ხვალ?(მე)
-დღეს საღამოს...(ენი)
-და ამიტო მაღვიძებდით?(მე)
-კი..უნდა მოვემზადოთ...7 მივფრინავთ...(ედი)
-ჩვენ კი მზად არ ვართ(ენი)
-კარგი რა.. ბარგი ორი დღის წინ ჩაალაგე მგონი..
-მე კი და შენ??
-ენ გეყო..ჯერ 4-ია ავალ და ჩავალაგებ..ოღონდ ჯერ დავისვენო..კომპთან დავჯექი..
ენი და ედი ქალაქში წავიდნენ.. ედი ბილეთების დასაჯავშნად წავიდა..ენი კი მშობლებს უნდა გამომშვიდებოდა..
უკვე 6 ხდებოდა როცა საათს მოვკარი თვალი..მე კიდე ბარგიც არ მქონდა ჩალაგებული..ენი და ედი მომკლავენ..ჩემ ოთახში ავვარდი და სწრაფად ჩავყარე ყველაფერი..გადავივლე და ჩავიცვი..
ბარგი დაბლა ჩავზიდე..
-ყოჩაღ რომ მზად დაგვხვდი..მე მეგონა კომპიდან ვერ ადგებოდი და კანარები სულ დაგავიწყდებოდა...(ედი)
-ედ უაზრო ხუმრობებს ჯობს ეს მანქანაში ჩადო..
-კარგი კარგი..(ედი სიცილით გავიდა გარეთ)
-ენ მშვენიერი ხარ.. (ჩავეხუტე)
  
-კარგი ახლა ცხელა და რა დროს ჩახუტებაა(დამეჭყანა და ენა გამომიყო)
აეროპორტში მივედით..ლოდინი არ დაგვიწყია..ჩვენ რეისზე ჩასხდომა დაიწყო.. რამოდენიმე საათში კანარებზე ვიქნებოდი..ეს ხომ დიდი სიამოვნება იქნება..სანაპირო..კოცონები..ბევრი კლუბი და ბევრი ცეკვა..
ჩავფრინდით..მე და ენი ერთ ნომერში გავჩერდით რადგან ეს უფრო გვერჩივნა..მაშინვე ლოგინზე დავებეტყე და დავიძინე... 
მეორე დილით ადრე ავდექი.. და ედისთან და ენისთან ერთად სანაპიროზე გავედი.. 
-წყალში არ მოდიხართ?(მე)
-კარგი რა დროს წყალია..ზაგარი არ გინდა?(ენი)
-არააა(მე)
-თქვენი არ ვიცი მარა მე ნაპირზე ვერ გამაჩერებთ..(ედი წყლისკენ გაიქცა,...ჩახტა და გაუჩინარდა..ცოტახანში თავი ამოყო..საკმაოდ შორს იყო გასული..)
-ენ წამო რა..
-აუ კარგი რაა.. გაიხედე ..შეხედე ნაპირზე რამდენი სიმპათიური ბიჭია.. იქნებ გაიცნო ....და მერე..მოკლედ კარგად გაერთობი..
-არ მინდა.. წავედი მე..(წყლისკენ გავიქეცი და ტალღაში შევხტი)
დიდხანს ვიყავი წყალშში..როცა ავედი ენის გვერდით ვიღაც ბიჭი იჯდა.. იქ ყოფნა არ მინდოდა..კოლა დავლიე და თავით შევხტი ტალღაში..პირველად გავაკეთე ეს.. ძალიან მაგარი იყო..

ენის წიგნი

გვერდით ძალიან სიმპათიური ბიჭი მომიჯდა..მეგონა ჩემზე შემეკითხებოდა რამეს და ისე გამიცნობდა ,მაგრამ არა..
-აი ის გოგო შენი მეგობარია არა?
-კი..შენ საიდან მიხვდი?
-არა დიდიხანია ვუყურებ..ძალიან კარგად ცურავს..
-2 წლიდან ასეა ის და მისი ძმაც..
-მე ბენი ვარ..
-მე ენი...
რამოდენიმე წუთის გაცნობილი მყავდა ბენი როცა ნესა ამოვიდა წყლიდან ..კოლა მოსვა და ისევ წყალში გაიქცა...

ვანესას წიგნი

ენის გვერდით ისევ იჯდა ის ბიჭი თითქოს ჩემს ჯინაზე..მე ამოსვლა მინდოდა..ამოვედი...სხვა გზა აღარ დამრჩენოდა..
-სად მიდიხარ ნესა?
-ნომერში გადავივლებ..
-მოიცა რა.. მზის ჩასვლას ვუყუროთ და წავიდეთ..ჰო მართლა გაიცანი ეს ბენია.. ბენ ეს ვანესა..უფრო სწორედ ნესა..
-სასიამოვნოა..(ზერელედ ვთქვი და გვერდით მივუჯექი ენს)
ცოტახანში ედიც ამოვიდა წყლიდან..
-ჰა ენ რა ქენი?
-ენის არ ვიცი..მე კი მაგრა ვიცურავე..
-ენ სასიამოვნო იყო შენი გაცნობა..კარგად ვანესა..
-კარგად ბენ..(ენი)
ის ბიჭი წავიდა როგორც იქნა...
-იცი რა ამის მერე მეც უნდა შემოვიდე წყალში..
-და მერე ზაგარი??
-იცი ბენი აქ რატომ მოვიდა?
-არა.. 
-ვიზე ლაპარაკობთ? იმ ბიჭზე?
-კი მოდი დაჯექი..
-რატო მოვიდა.??
-რო დაგინახა როგორ ცურავდი დააინტერესდა ვინ იყავი??
-ჰაჰ.. დაიკო წყალშიც დაგდევენ ბიჭები..
-ედ მოკეტე...
-კარგი რა.. ხო იცი შენ ჩემი პატარა დაიკო ხარ და არაფრის...
-ედ მოკეტე...და მზის ჩამოსვლას უყურე..ძალიან ლამაზია..
-კარგი...
ვისადილეთ და შემდეგ დავიშალეთ.. მზადება დავიწყეთ საღამოს კლუბში წასასვლელად..
ეს ენი..
ეს მე..(მოსაცმელი არ ჩამიცვამს რადგან ცხელოდა)
ესევ ედი..
ბარში შევედით..ჯერ-ჯერობით სიმშვიდე იყო..
-შეხედე ბენი..წამო მასთან კიდევ რამოდენიმე სიმპათიური ბიჭი დგას..(ენი)
-თავი დამანებე რა.. თუ გინდა შენ მიდი..არ მინდა წამოსვლა..(მე)
-ნესა რა მოგივიდა?(ენი)
-არაფერი უბრალოდ არ მინდა რომ წელს ზაფხულს ჩემს დასვენებაში ვინე ბიჭი გაერიოს და ყველაფერი ჩამიშალოს..(ნესა ანუ მე :დ)
-კარგი რა... წამო.. შენ ხმას ნუ ამოიღებ ..ვნახავ..მივესალმები ..და მერე წამოვიდეთ...(ენი)
-თავი დამანებე..(მე)
-წაყე ხო ხედავ ცოცხლად შეგჭამა..(ედი)
-სხვა გზას აღარ მიტოვებ..წამოდი ერთი..(მე)

-ჰეი ბენ
-ენ რა კარგია რომ აქ შევხვდით..
-ნამდვილად..
-შენ რა იტყვი ვანესა (ბენი)
-ჰო რა ვიცი...
-და ეგ რას ნიშნავს?
-ერთი წუთი გავალ რა..(ენი გავიდა)
-მეც წავედი..(ნესა ანუ მე :დ)
-არა მოიცა..
-რა გინდა(უხეშად ვუთხარი,რადგან მისი მოშორება მინდოდა)
-არაფერი უბრალოდ..
-ხოდა თუ არაფერი მე წავედი..
წამოვედი თუ არა მასთან მისი მეგობრები მივიდნენ..მათ საუბარსაც მოვკარი ყური..ეს იმიტომ რომ მუსიკა არ იყო..
-ჰეი ბიჭო რა ქენი?
-ვერაფერი..რას იზავდა..
-აუ ისე რა ტანი აქვს..
-ბენ არასოდეს ცდები რა გოგოების არჩევაში..
-ყველამ მოკეტეთ..და ტომ მე გოგოებს შენსავით სათამაშოსავით არ ვიყენებ და გაჩერდი ნერვებს ნუ მომიშლი..
მათ გამოეცალა და ჩემკენ წამოვიდა... სიმღერაც ჩაირთო ოღონდ მშვიდი..დამალვა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა..
-ვიცეკვოთ??
-არა... მე მივდივარ..
-ნესა აქ ხარ??(ედი)
-კი აქ ვარ..სად უნდა ვიყო..მაგრამ წასვლას ვაპირებ...
-რატო??მე კი მინდოდა მეთხოვა გვეცეკვა.. იმას ჩავართვევინებ რაც ძალიან მაგრა გამოგვდის და მოკლედ გავერთობით..
-აუაა მეზარება.. სხვა დროს..(ბენისთვის ყურადღება აღარ მიგვიქცევია,მაგრამ მაინც იქ იდგა)
-აუა და სხვა დროს არ გაგივა დაიკო.. მოდი ჩემთან.. ედმა მიმიკრა.. სიმღერაც დაიწყო...
-ვერ გიტან ედ... თავი დამანებე..
-აუ კარგი რა...
ცოტახანი ვიცეკვე..მერე კი როდესაც შესაძლებლობა მქონდა ხელიდან გამოვუძვერი და გარეთ გავედი..იქვე გარეთ სკამები და მაგიდები ელაგა..მეც იქ ჩამოვჯექი და ცივი კოლა დავლიე..
-ვანესა რას შვრები?
-ისევ შენ..?? 
-რამე მოხდა??
-კი მაწუხებ...
-მართლაა? მე შენთან ახლოს ყოფნით სულაც არ ვწუხდები??(ხელი ხელზე დამადო... ვცადე ადგომა მაგრამ ჩემი ხელი საკმაოდ მაგრა ეჭირა..)
-რა გინდა? გამიშვი...(არაფერი უთქვამს ...წამოდგა და თავისი სკამი ჩემს გვერდით დადო)
-არაფერი.. 
-დაწყევლილი ვარ..ყოველ წელს ასეთ იდიოტს როგორ უნდა შევხვდე..
-მე იდიოტი სულაც არ ვარ..
-ხარ..იმიტომ რომ ხელი მატკინე...(ხელი გამიშვა)
მაშინვე წამოვდექი და იქაურობას გამოვეცალე,მაგრამ ის ისევ ამედევნა..
-ამჯერად რაღა გინდა?
-არაფერი უბრალოდ ვსეირნობ...ძალიან რომანტიკულია ღამე ოკეანის ყურება..
-შენ გინდოდა სხვა რამე გეთქვა არა?
-კი..
-ხო და ეგ შენ შეყვარებულს უთხარი..
-არ მყავს..
-ხო და როცა გეყოლება იმას უთხარი..მე თავი დამანებე..
-კარგი რა.. არ შეიძლება გაგიცნო??
-არა... 
-ვითომ რატო?
-იმიტომ რომ არ მინდა წელს დასვენება შარშანდელივით ვინმემ დამიშალოს.. ერთი წელი დამრჩა და მინდა ბოლომდე დავიხარჯო ..ახლა კი კარგი დასვენება მინდა..
-გცივაა?
-ეგ რა შუაშია? წადი ახლა შენ შენს გზაზე..
-გცივა მეთქი?
-კი..
ზედა გაიძრო..
-რას აკეთებ ? გაგიჟდი?
-აიღე ჩაიცვი..
-მადლობა..შენ არ გცივა?
-არა..
-არ მჯერა
-მართალია მცივა..და რა ვქნაა?
-აიღე შენი ზედა.. გავიხადე და მივეცი..ძირს ჩამოვჯექი ფეხები მეტკინა ამდენი სიარულით...
-რატო დაჯექი?
-დავიღალე.
-მაშინ კოცონს დავანთებ და გათბები..
ბენმა კოცონი დაანთო და გვერდით მომიჯდა...
-ვიყინები..არ შეიძლება სხვა რამე მოიფიქრო რო გავთბე..
-კარგი
ბენი მომეხვია..
-ხელები გაწიე... 
-გათბობა მე არ მინდოდა..
-ახლოს არ მომმეკარო..
ბენს ჩაეძინა მე კი ვერაფრით ვიძინებდი...არ მინდოდა სანაპიროზე გათენება.. წამოვდექი და სასტუმროს გზას დავადექი..ძლივს დავდიოდი... უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი ...სიურული აღარ შემეძლო... ძალა მთლად გამომელია.. ძირს დავეცი...
თვალები რომ გავახილე სასტუმროში ვიყავი,მაგრამ ეს ჩემი ოთახი არ იყო..
-სად ვარ?(ლოგინიდან წამოვხტი)
-დაწყნარდი..აქ ხარ..(ბენი შემოვიდა)

კატეგორია: ♡ BooK ♡ | ნანახია: 746 | დაამატა: -MaRRiimooO | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 2
0  
2 NiinncHoo   (2012-09-01 2:46 PM) [Entry]
მომეწონა <3
0  
1 N-BieBeR   (2012-09-01 11:56 AM) [Entry]
უმაგრესია მალე<3 plz plz plz
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
მინი პროფილი
მოგესალმებით სტუმარი


შაბათი
2025-01-18
სრული სახელი: სტუმარი
ჯგუფი: სტუმრები
საიტზე ხართ:  დღე

კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ?
სულ პასუხი: 62
TOP მომხმარებლები

null N-BieBeR
null216
null201
null32767


null KuuSaa
null87
null122
null32767


null -MaRRiimooO
null72
null9
null22


null NiinncHoo
null64
null46
null52


null NiiiNaa♥
null46
null5
null2

გამოკითხვა 3
არჩევანი რომ გქონდეს, რომელ ვარსკვლავთან ჩაწერდი დუეტს?
სულ პასუხი: 93
iPod
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 78
სტუმარი: 78
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ ! ❤